არჩეულ მასალაზე გადასვლა

ბორის სიმონენკო და მისი მეუღლე იდა

1 ᲗᲔᲑᲔᲠᲕᲐᲚᲘ, 2023 | ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ: 1 ᲐᲒᲕᲘᲡᲢᲝ, 2023
რუსეთი

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ბედნიერებას გარემო ფაქტორები არ განსაზღვრავს“

ᲒᲐᲜᲐᲮᲚᲔᲑᲣᲚᲘ ᲘᲜᲤᲝᲠᲛᲐᲪᲘᲐ — ᲒᲐᲛᲐᲛᲢᲧᲣᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲒᲐᲜᲐᲩᲔᲜᲘ | „ბედნიერებას გარემო ფაქტორები არ განსაზღვრავს“

2023 წლის 28 ივლისს კოვროვსკის საქალაქო სასამართლომ (ვლადიმირის ოლქი) დამნაშავედ ცნო ბორის სიმონენკო და ორით წლითა და შვიდი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. თუმცა მან უკვე გაატარა გარკვეული დრო დროებითი მოთავსების იზოლატორში და შინაპატიმრობაში, რის გამოც სასჯელი მოხდილად ითვლება და მას აღარ მოუწევს საპატიმროში წასვლა.

ზოგადი ინფორმაცია

გვჯერა, რომ იეჰოვა კვლავაც გააძლიერებს ბორისს და მის ოჯახს და დაეხმარება მათ, რომ არ დაკარგონ სიხარული (1 მატიანე 16:27).

დროის დიაგრამა

  1. 2021 წლის 8 თებერვალი

    სამართალდამცავებმა გამოძიების დასაწყებად გამოიყენეს სატელეფონო საუბრის ჩანაწერები.

  2. 2021 წლის 17 თებერვალი

    გაჩხრიკეს ბორისის სახლი და ის დასაკითხად განყოფილებაში გადაიყვანეს.

  3. 2021 წლის 18 თებერვალი

    აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ბორისს ბრალად დაედო იეჰოვას მოწმეების შეხვედრების ორგანიზება ინტერნეტით. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.

  4. 2021 წლის 13 ივლისი

    გაათავისუფლეს წინასწარი მოთავსების იზოლატორიდან და შეუფარდეს შინაპატიმრობა.

  5. 2022 წლის 17 თებერვალი

    გაათავისუფლეს შინაპატიმრობიდან და დაუწესეს გადაადგილების შეზღუდვა.

  6. 2022 წლის 15 სექტემბერი

    დაიწყო სასამართლო მოსმენა.