არჩეულ მასალაზე გადასვლა

2020 წლის 17 იანვარი
სამხრეთი კორეა

სამხრეთ კორეაში სპეციალური ამნისტია შეეხება მათ, ვინც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით იყო დაპატიმრებული

სამხრეთ კორეაში სპეციალური ამნისტია შეეხება მათ, ვინც რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით იყო დაპატიმრებული

2019 წლის 31 დეკემბერს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ 1 879 პატიმარს, რომლებიც რწმენის გამო იხდიდნენ სასჯელს და ახლახან გათავისუფლდნენ, შეეხებათ სპეციალური ამნისტია. მართალია, ძმებს არ მოეხსნებათ ნასამართლეობა, მაგრამ სახელმწიფო მათ გაათავისუფლებს ყოველგვარი სამოქალაქო შეზღუდვისგან. ამ სპეციალურ ამნისტიას საფუძვლად ედო საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებები. აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო სამსახურზე რწმენის გამო უარის თქმა არის ადამიანის უფლება და არა სისხლის სამართლის დანაშაული.

კორეის კონსტიტუციით პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ მოქალაქეს ხუთი წლის განმავლობაში ეკრძალება ნებისმიერი სამოქალაქო სამსახურის შესრულება. ვინაიდან სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო დაპატიმრებულებს ჰქონდათ ნასამართლეობის სტატუსი, ეს შეზღუდვა მათზეც ვრცელდებოდა. შედეგად, ჩვენი ძმები ვერ იღებდნენ სახელმწიფო სერტიფიკატებს და ვერ იწყებდნენ მუშაობას ზოგიერთ დაწესებულებაში.

ძმა ჰონგ დაი-ლი, რომელიც სამხრეთ კორეის ფილიალში საინფორმაციო განყოფილებას ხელმძღვანელობს, ამბობს: „მადლობას ვუხდით კორეის ხელისუფლებას ამ შეზღუდვების გაუქმებისთვის. აღნიშნული გადაწყვეტილება გვაძლევს იმის იმედს, რომ მალე კორეის ხელისუფლება აღიარებს, რომ რწმენის გამო სამხედრო სამსახურზე უარის თქმის მიზეზით დაპატიმრებულები, არ არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები“.

იმედი გვაქვს, რომ მომავალში სამხრეთ კორეის ხელისუფლება მომავალშიც არაერთ სასიკეთო გადაწყვეტილებას მიიღებს. ჩვენ კი დიდებას მივაგებთ ჩვენს ღმერთს იეჰოვას, უზენაეს კანონმდებელს (გამოცხადება 4:11).