2021 წლის 28 აპრილი
შეერთებული შტატები
კარიბის ზღვის კუნძულებზე ვულკანის ამოფრქვევის გამო მოსახლეობის ევაკუირება გახდა საჭირო
ადგილმდებარეობა
სენტ-ვინსენტისა და ბარბადოსის ზოგიერთი მხარე
სტიქია
2021 წლის 9 აპრილს ვულკანმა „ლა-სუფრიერმა“ ფერფლისა და კვამლის ამოფრქვევა დაიწყო.
დიდი რაოდენობით ფერფლმა შენობების ჩამოშლა და ელექტროგაყვანილობისა და საკანალიზაციო სისტემების დაზიანება გამოიწვია, რის გამოც სასმელი წყლის მიწოდება ძალიან შეიზღუდა.
მოსალოდნელია, რომ ვულკანის ამოფრქვევა რამდენიმე კვირას გაგრძელდეს.
დაზარალებული და-ძმები
სენტ-ვინსენტსა და ბარბადოსში საჭირო გახდა 185 მაუწყებლის ევაკუირება.
მატერიალური ზარალი
ჯერჯერობით ვერ ხერხდება შესვლა სენტ-ვინსენტის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც სტიქიამ ყველაზე მეტად დააზარალა; დაუდგენელია მატერიალური ზარალის ოდენობაც.
დაზარალებულთა დახმარება
სენტ-ვინსენტის უსაფრთხო ადგილებსა და მიმდებარე კუნძულებზე მცხოვრებმა თანაქრისტიანებმა შეიფარეს უსახლკაროდ დარჩენილი და-ძმები, კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეგულაციების გათვალისწინებით.
კოვიდ-19-თან დაკავშირებით ჩამოყალიბებულ დახმარების კომიტეტს დაევალა, რომ სარაიონო ზედამხედველთან და ადგილობრივ უხუცესებთან ერთად ეზრუნა დაზარალებული მაუწყებლების სასმელი წყლით მომარაგებაზე და საჭიროების შემთხვევაში, მათ ევაკუირებაზე.
სენტ-ვინსენტისა და სენტ-ლუსიის ხელისუფლების წარმომადგენლებმაც იზრუნეს დაზარალებულთათვის დახმარების აღმოჩენაზე.
ერთი ხანდაზმული უსინათლო ძმა, რომელიც მარტო ცხოვრობდა სტიქიის ზონაში, ძმებმა გადაარჩინეს ამოფრქვევის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე. მაუწყებლების გადაყვანის დროს ძმები შეესწრნენ დიდ ქაოსს, როცა ხალხი სტიქიის ზონიდან გარბოდა. საბედნიეროდ, ყველა მაუწყებლის უსაფრთხოდ გაყვანა მოხერხდა ტერიტორიიდან.
გვიხარია, რომ და-ძმების მიერ გაწეული დროული დახმარებით ყველა დაზარალებული უზრუნველყვეს თავშესაფრით და ემოციური მხარდაჭერით. დახმარების საქმეში ჩართული და-ძმები ჰბაძავენ ჩვენს შემოქმედს, „რომელიც უსათუოდ შეგვეწევა გაჭირვების ჟამს“ (ფსალმუნი 46:1—3).