ეკლესიასტე 7:1—29

  • კარგი სახელი და სიკვდილის დღე (1—4).

  • ბრძენისგან გაკიცხვა (5—7).

  • დასასრული დასაწყისს სჯობია (8—10).

  • სიბრძნის უპირატესობა (11, 12).

  • კეთილდღეობისა და ძნელბედობის ჟამი (13—15).

  • არ გადავარდე უკიდურესობაში (16—22).

  • შემკრების დაკვირვებანი (23—29).

7  კარგი სახელი კარგ ზეთს სჯობია,+ სიკვდილის დღე კი — დაბადების დღეს.  ნადიმზე წასვლას მგლოვიარეთა სახლში წასვლა სჯობია,+ რადგან ყველა ადამიანის ბოლო სიკვდილია; ეს ცოცხალს კარგად უნდა ახსოვდეს.  სიცილს მწუხარება სჯობია,+ რადგან, როცა კაცს სახე დაღვრემილი აქვს, უფრო კარგი გულისა ხდება.+  ბრძენთა გული მგლოვიარეთა სახლშია, სულელთა გული კი — მომლხენთა სახლში.+  ბრძენისგან გაკიცხვის მოსმენა სჯობია+ სულელთა სიმღერის მოსმენას.  რაღა ქოთნის ქვეშ ეკლების ტკაცუნი და რაღა სულელის სიცილი;+ ესეც ამაოებაა.  ჩაგვრისგან ბრძენიც კი შეიძლება შეშლილივით მოიქცეს; ქრთამი კაცის გულს რყვნის.+  საქმის დასასრული მის დასაწყისს სჯობია. მომთმენი კაცი სჯობია ამპარტავანს.+  ადვილად ნუ განაწყენდები,+ რადგან განაწყენება სულელთა უბეში ბუდობს.+ 10  ნუ იტყვი, წარსული ახლანდელს სჯობიაო, რადგან არ არის სიბრძნე ამ სიტყვებში.+ 11  კარგია სიბრძნის ქონა მემკვიდრეობასთან ერთად და სასარგებლოა ყველასთვის, ვინც დღის შუქი იხილა. 12  სიბრძნეც იცავს კაცს+ და ფულიც,+ მაგრამ ცოდნა და სიბრძნე იმით უპირატესობს, რომ სიცოცხლეს უნარჩუნებს მის პატრონს.+ 13  დაუფიქრდი ღვთის საქმეებს. ვინ გაასწორებს იმას, რაც მან გაამრუდა?!+ 14  კეთილდღეობის ჟამს კარგი აკეთე,+ ძნელბედობის ჟამს კი დაფიქრდი იმაზე, რომ ერთიც და მეორეც ღვთისგანაა,+ რათა ადამიანები ვერ მიხვდნენ, რას მოუტანთ მომავალი.+ 15  ჩემი ამაო ცხოვრების მანძილზე+ ყველაფერი ვნახე: მართალი სიმართლით ცხოვრობს, მაგრამ იღუპება,+ ბოროტი კი ბოროტებას სჩადის, მაგრამ დიდხანს ცოცხლობს.+ 16  ნურც მეტისმეტად მართალი იქნები+ და ნურც მეტისმეტად ბრძენად წარმოაჩენ თავს.+ რატომ უნდა გაინადგურო თავი?!+ 17  ნუ ჩაეფლობი ბოროტებაში და ნურც უგუნურად მოიქცევი;+ რატომ უნდა მოისწრაფო სიცოცხლე?!+ 18  ერთ გაფრთხილებას რომ გაითვალისწინებ, მეორეს ნუ უგულებელყოფ;+ ღვთისმოშიში ორივე გაფრთხილებას ყურად იღებს. 19  ბრძენი კაცი ქალაქის ათ მთავარზე ძლიერია.+ 20  არ არსებობს დედამიწაზე მართალი კაცი, რომელიც ყოველთვის კარგს აკეთებდეს და არასოდეს სცოდავდეს.+ 21  ნუ დაინტერესდები ყველაფრით, რასაც ხალხი ამბობს,+ რათა არ გაიგო, როგორ გიხსენიებს აუგად შენი მსახური; 22  გულის სიღრმეში ხომ იცი, რომ შენც არაერთხელ მოგიხსენიებია აუგად სხვები.+ 23  ეს ყოველივე სიბრძნის წყალობით გამოვცადე. ვთქვი, დავბრძენდები-მეთქი, მაგრამ სიბრძნე მიუღწეველი იყო ჩემთვის. 24  რაც არსებობს, ჩაუწვდომელია და მეტისმეტად ღრმა; ვინ გაიგებს ამას?!+ 25  გულდასმით დავიწყე კვლევა, რათა მცოდნოდა, რა იყო სიბრძნე, გამეგო ყველაფრის არსი და დამენახა, რომ სისულელე ბოროტებაა და სიგიჟე — უგუნურება.+ 26  აი, რა აღმოვაჩინე: სიკვდილზე მწარე ყოფილა ქალი, რომელიც მონადირის მახესავითაა; მისი გული ბადესავითაა, ხელები კი — ბორკილებივით. ღვთისმოშიში თავს დააღწევს მას,+ ცოდვილი კი — ვერა.+ 27  „აი, რას მივაკვლიე, — თქვა შემკრებმა.+ — ყველაფერს ერთიმეორის მიყოლებით ვიკვლევდი, რათა დასკვნა გამეკეთებინა, 28  მაგრამ რასაც დიდხანს ვეძებდი, ვერ ვიპოვე. ათასი კაციდან ერთი მართალი ვნახე, ქალებიდან კი — ვერცერთი. 29  მხოლოდ ამას მივაკვლიე: ღმერთმა ადამიანები მართლებად შექმნა,+ ისინი კი მრავალ თავსატეხს იჩენენ“.+

სქოლიოები