იგავები 26:1—28

  • ზარმაცის დახასიათება (13—16).

  • ნუ ჩაერევი სხვის კამათში (17).

  • ნურავის აიგდებ მასხრად (18, 19).

  • „სადაც შეშა არაა, იქ ცეცხლი ქრება“ (20, 21).

  • „ცილისმწამებლის სიტყვა გემრიელ ლუკმასავითაა“ (22).

26  რაღა ზაფხულში თოვლი და მკის დროს წვიმადა რაღა სულელისთვის პატივის მიგება.+   როგორც ჩიტი არ გაფრინდება უმიზეზოდ და მერცხალი არ იფრენს ტყუილუბრალოდ,ისე კაცს წყევლა არ დაატყდება თავს უმიზეზოდ*.   მათრახი ცხენისთვისაა, ლაგამი — ვირისთვის,+ჯოხი კი — სულელთა ზურგისთვის.+   სულელს მისი უგუნურებისამებრ ნუ უპასუხებ,მას რომ არ დაემსგავსო.   სულელს მისი უგუნურებისამებრ უპასუხე,ბრძენი რომ არ ეგონოს თავი.+   რაღა ძალით გიტკენია ფეხი და დაგისახიჩრებია თავიდა რაღა სულელისთვის მიგინდვია საქმე.   რაღა კოჭლის ფეხებიდა რაღა იგავი, სულელი რომ ჰყვება.+   რაღა შურდულში ქვა ჩაგიდიადა რაღა სულელი განგიდიდებია.+   რაღა ეკლიანი მცენარე ლოთის ხელშიდა რაღა სულელის მოყოლილი იგავი. 10  რაღა მშვილდოსანი, უმიზნოდ რომ ისვრის,და რაღა სულელის ან გამვლელის დამქირავებელი. 11  რაღა ძაღლი, თავის ნარწყევს რომ უბრუნდება,და რაღა უგუნური, სისულელეს რომ იმეორებს.+ 12  გინახავს კაცი, თავი ბრძენი რომ ჰგონია?+ სულელი უფრო გამოსწორდება, ვიდრე ასეთი კაცი. 13  ზარმაცი ამბობს, გზაზე ლომიაო,ლომი მოედანზეაო.+ 14  კარი ანჯამაზე ტრიალებს,ზარმაცი კი — თავის ტახტზე.+ 15  ზარმაცი ხელს ყოფს ჯამში,პირთან მიტანა კი ეზარება.+ 16  ზარმაცს საკუთარი თავი უფრო ბრძენი ჰგონია,ვიდრე შვიდი კაცი, გონივრული პასუხის გამცემი. 17  რაღა კაცი, ძაღლი რომ ყურებით უჭირავს,და რაღა გამვლელი, სხვების კამათზე რომ რისხდება*.+ 18  რაღა გიჟი, ცეცხლმოკიდებულ, მომაკვდინებელშუბებსა და ისრებს რომ ისვრის, 19  და რაღა კაცი, მოძმეს რომ ატყუებს და მერე ეუბნება, რა მოხდა, გაგეხუმრეო.+ 20  სადაც შეშა არ არის, იქ ცეცხლი ქრება,სადაც ცილისმწამებელი არ არის, იქ შუღლი ცხრება.+ 21  რაღა ნახშირი ნაკვერჩხლისთვის და შეშა ცეცხლისთვისდა რაღა შარიანი კაცი, დავას რომ აჩაღებს.+ 22  ცილისმწამებლის სიტყვა გემრიელ ლუკმასავითაა,ხარბად ყლაპავენ და მუცელში ღრმად ჩასდით.+ 23  რაღა მოვერცხლილი თიხის ნატეხიდა რაღა ბოროტი გულიდან მომავალი ტკბილი სიტყვა.+ 24  მოძულე კაცი ბაგეებით თავს ინიღბავს,გულში კი მზაკვრობა აქვს; 25  ლამაზად კი ლაპარაკობს, მაგრამ ნუ ენდობი,რადგან შვიდი სისაძაგლე აქვს გულში; 26  სიძულვილს პირფერობით ფარავს,მაგრამ მისი ბოროტი საქმეები კრებულში გამჟღავნდება. 27  ვინც სხვას ორმოს უთხრის, თავადვე ჩავარდება შიგ,და ვინც ქვას გადააგორებს, უკან დაუბრუნდება და ზედ გადაუვლის.+ 28  ცრუ ენას სძულს ის, ვინც დაჩაგრა;პირფერი ბაგეები დამღუპველია.+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „როგორც ჩიტი გაფრინდება და მერცხალი იფრენს, ისე ჩაივლის დაუმსახურებელი წყევლა“.
ან შესაძლოა: „სხვების კამათში რომ ერევა“.