ტიტეს მიმართ 2:1—15

  • ჯანსაღი მოძღვრება ახალგაზრდებისა თუ უფროსი ასაკის ქრისტიანებისთვის (1—15).

    • „უარვყოთ უღვთოება“ (12).

    • კარგის საკეთებლად მოწადინებულნი (14).

2  შენ კი კვლავაც ის ასწავლე, რაც ჯანსაღ მოძღვრებას შეეფერება.+  უფროსი ასაკის მამაკაცები უნდა იყვნენ ზომიერები, სერიოზულები, საღად მოაზროვნეები, მტკიცე რწმენის მქონენი, მოყვარულნი და მომთმენნი.  უფროსი ასაკის ქალებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები და ღვინოს მიძალებულები, არამედ კარგის მასწავლებლები,  რათა დაარიგონ ახალგაზრდა ქალები, რომ უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები,  იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად წმინდები, მეოჯახენი, სიკეთის მქნელნი და ქმრების მორჩილები,+ რათა არავინ დაგმოს ღვთის სიტყვა.  ახალგაზრდა მამაკაცებს შეაგონე, რომ საღად მოაზროვნენი იყვნენ;+  თავად იყავი სანიმუშო ყოველ კარგ საქმეში. ასწავლე სწორად* მთელი სერიოზულობით,+  კარგად შერჩეული სიტყვებით,+ რათა ვერავინ ვერ დაგძრახოს და მოწინააღმდეგეები შერცხვნენ, ცუდს რომ ვერაფერს იტყვიან ჩვენზე.+  მონები ყველაფერში თავიანთ ბატონებს დაემორჩილონ+ და ასიამოვნონ მათ, სიტყვა არ შეუბრუნონ, 10  არაფერი მოჰპარონ,+ არამედ იყვნენ სრულიად სანდონი, რათა ყოველმხრივ მიმზიდველად წარმოაჩინონ ჩვენი მხსნელი ღვთის მოძღვრება.+ 11  გაცხადდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის,+ 12  და რომელიც გვასწავლის, უარვყოთ უღვთოება და ქვეყნიური სურვილები,+ და ახლანდელ ქვეყნიერებაში* აზრიანად, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ,+ 13  ვიდრე ველით მშვენიერი იმედის+ გამართლებას და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებულ გამოცხადებას. 14  მან თავი გასწირა ჩვენთვის,+ რათა გავეთავისუფლებინეთ+ ყოველგვარი უკანონობისგან და განეწმინდა ხალხი, თავისი გამორჩეული საკუთრება, კარგის საკეთებლად მოწადინებული.+ 15  კვლავაც ასწავლე ეს, შეაგონე და დაარიგე, რადგან ამის სრული უფლებამოსილება გაქვს;+ არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება.

სქოლიოები

ან შესაძლოა: „ასწავლე სიწრფელით“.
ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).