ფსალმუნები 108:1—13

  • ლოცვა მტრებზე გასამარჯვებლად.

    • „ვერ გვიხსნის კაცი“ (12).

    • „ღმერთი მოგვცემს ძალას“ (13).

დავითის საგალობელი. 108  მტკიცეა ჩემი გული, ღმერთო, ავაჟღერებ საკრავს და გიგალობებ მთელი გულით.+   გამოიღვიძე, სიმებიანო საკრავო, და შენც, ქნარო!+ გამოვაღვიძებ განთიადს.   ხალხებში შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,ერებს შორის გიგალობებ!   განუზომელია შენი სიყვარული* და ცამდე აღწევს,+შენი ერთგულება ღრუბლებს სწვდება.   ღმერთო, ცას ასცდეს შენი დიდება!განდიდდი მთელ დედამიწაზე!+   გვიხსენი შენი მარჯვენით და მიპასუხე,რათა გადარჩეს შენი საყვარელი ხალხი.+   ღმერთმა თქვა თავისი სიწმინდით*: „გავიხარებ და შექემს+ მივცემ სამკვიდროდ ჩემს ხალხსდა სუქოთის ველს+ მივუზომავ.   ჩემია გალაადიც+ და მენაშეც,ეფრემი მუზარადივით მხურავს,+იუდა კი მთავრის კვერთხივით მიპყრია.+   მოაბი+ ჩემი დასაბანი ჭურჭელია. ედომზე მოვისვრი ჩემს სანდალს.+ გამარჯვების ყიჟინას დავცემ ფილისტიმს“.+ 10  ვინ მიმიყვანს გამაგრებულ ქალაქამდე?! ვინ წამიძღვება ედომამდე?!+ 11  განა შენ არ გვაქციე ზურგი, ღმერთო,ჩვენო ღმერთო, და აღარ მიუძღვი ჩვენს ლაშქარს?!+ 12  დაგვეხმარე გაჭირვების ჟამს,+რადგან ვერ გვიხსნის კაცი.+ 13  ღმერთი მოგვცემს ძალას+და ის გათელავს ჩვენს მოწინააღმდეგეებს!+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ან შესაძლოა: „თავის წმინდა სამყოფელში“.