ფსალმუნები 110:1—7

  • მელქისედეკის მსგავსი მეფე და მღვდელი.

    • „იბატონე შენს მტრებს შორის“ (2).

    • „შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა“ (3).

დავითის ფსალმუნი. საგალობელი. 110  იეჰოვამ ჩემს უფალს უთხრა: „იჯექი ჩემ მარჯვნივ,+სანამ შენს მტრებს შენს ფეხსადგამად არ ვაქცევ“.+   იეჰოვა განავრცობს შენს ძალაუფლებას* სიონიდან და გეტყვის: „წადი და იბატონე შენს მტრებს შორის!“+   შენი ხალხი მზადყოფნით გამოვა შენი ჯარის გალაშქრების დღეს. დილის* ნამივით გყავს სიწმინდით მოსილი ახალგაზრდები.   იეჰოვამ დაიფიცა და არ გადათქვამს: „მარადიულად შენ ხარ მღვდელი,+მელქისედეკის მსგავსი!“+   იეჰოვა ამოგიდგება მხარში;+ის შემუსრავს მეფეებს თავისი რისხვის დღეს.+   განაჩენს აღასრულებს ხალხებზე;+გვამებით აავსებს ქვეყანას;+ შემუსრავს მთელი დედამიწის მთავარს.   წყალს დალევს ის* გზისპირა წყაროდან და კმაყოფილი მაღლა ასწევს თავს.

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ძლიერების კვერთხს“.
სიტყვასიტყვით — „განთიადის საშვილოსნოდან გამოსული“.
იგულისხმება 1–ლ მუხლში მოხსენიებული უფალი.