ფსალმუნები 115:1—18

  • მხოლოდ ღმერთს ეკუთვნის დიდება.

    • უსიცოცხლო კერპები (4—8).

    • ღმერთმა დედამიწა ადამიანებს მისცა (16).

    • „მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს“ (17).

115  ჩვენ კი ნუ მოგვაგებ დიდებას, იეჰოვა,ჩვენ კი ნუ მოგვაგებ,შენს სახელს მიაგე დიდება,+ რადგან მოსიყვარულე* და ერთგული ხარ!+   რატომ უნდა თქვან ხალხებმა: სად არისო მათი ღმერთი?+   ჩვენი ღმერთი ზეცაშია;თუკი რამეს მოისურვებს, აკეთებს კიდეც.   მათი კერპები ვერცხლი და ოქროა,ადამიანის ნახელავი:+   პირი აქვთ, მაგრამ ვერ ლაპარაკობენ,+თვალები აქვთ, მაგრამ ვერ ხედავენ,   ყურები აქვთ, მაგრამ არ ესმით,ცხვირი აქვთ, მაგრამ ვერ იყნოსავენ,   ხელები აქვთ, მაგრამ ვერაფერს ეხებიან,ფეხები აქვთ, მაგრამ ვერ დადიან,+ხმა არ ამოსდით ხორხიდან.+   მათ დაემსგავსებიან მათი გამკეთებლები+და ყველა, ვინც მათზეა მინდობილი.+   ისრაელო, მიენდე იეჰოვას+შენი მშველელი და ფარია იგი!+ 10  აარონის შთამომავლებო,+ მიენდეთ იეჰოვას —თქვენი მშველელი და ფარია იგი! 11  იეჰოვას მოშიშნო, მიენდეთ იეჰოვას+თქვენი მშველელი და ფარია იგი!+ 12  არ დავვიწყებივართ იეჰოვას და გვაკურთხებს;ის აკურთხებს ისრაელს+ და აკურთხებს აარონის შთამომავლობას. 13  აკურთხებს იეჰოვა თავის მოშიშებს,დიდსა თუ მცირეს. 14  იეჰოვა გაგამრავლებთთქვენც და თქვენს შვილებსაც.+ 15  გაკურთხოთ იეჰოვამ,+ზეცისა და დედამიწის შემოქმედმა!+ 16  იეჰოვასია ზეცა,+დედამიწა კი ადამიანებს მისცა.+ 17  მკვდრები ვერ ადიდებენ იაჰს*,+ვერავინ, ვინც სიკვდილის მდუმარებაში დანთქმულა.+ 18  ჩვენ კი ვადიდებთ იაჰს*ახლაც და მარადიულადაც. ადიდეთ იაჰი*!

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.
სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.