ფსალმუნები 116:1—19
116 მიყვარს იეჰოვა*,რადგან ისმენს იგი ჩემს ხმას, როცა შველას ვთხოვ.+
2 ყურს მიგდებს+და მეც მთელი სიცოცხლე მოვუხმობ მას.
3 სიკვდილის საბელებით შევიკარი,სამარის* მარწუხებში აღმოვჩნდი;+
გასაჭირმა და მწუხარებამ მშთანთქა,+
4 მაგრამ იეჰოვას სახელს მოვუხმე:+
„იეჰოვა, მიხსენი!“
5 იეჰოვა თანამგრძნობი და მართალია,+მოწყალეა ჩვენი ღმერთი.+
6 იეჰოვა იცავს გამოუცდელებს.+
ის მხსნელად მომევლინა დაბეჩავებულს.
7 დაშოშმინდი, სულო ჩემო,რადგან სიკეთე გაგიკეთა იეჰოვამ.
8 შენ მიხსენი სიკვდილისგან,თვალზე ცრემლი შემაშრე და დამიცავი წაბორძიკებისგან.+
9 იეჰოვას წინაშე ვივლი ამ ცისქვეშეთში.
10 ჩემი რწმენა მალაპარაკებდა,+თუმცა მძიმე განსაცდელში ვიყავი.
11 შეძრწუნებულმა ვთქვი:
ცრუა-მეთქი ყოველი კაცი.+
12 რით გადავუხდი იეჰოვასმთელი იმ სიკეთისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?
13 ხსნის თასს ავიღებდა მოვუხმობ იეჰოვას სახელს.
14 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვასმთელი მისი ხალხის წინაშე.+
15 იეჰოვას ძალიან უმძიმსთავის ერთგულთა სიკვდილი.+
16 გევედრები, იეჰოვა,მე ხომ შენი მსახური ვარ,
შენი მსახური, შენი მხევლის ძე!
შენ შემხსენი საბელები.+
17 სამადლობელ მსხვერპლს შემოგწირავ.+მოვუხმობ იეჰოვას სახელს.
18 აღთქმებს შევუსრულებ იეჰოვას+მთელი მისი ხალხის წინაშე,+
19 იეჰოვას+ სახლის ეზოებში,შენ შუაგულში, იერუსალიმო.
ადიდეთ იაჰი*!+
სქოლიოები
^ ან შესაძლოა: „მიყვარს, იეჰოვა რომ მისმენს“.
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.