ფსალმუნები 140:1—13
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის სიმღერა.
140 მიხსენი, იეჰოვა, ბოროტი ხალხისგან,დამიცავი მოძალადეებისგან,+
2 რომლებიც გულში მზაკვრობას იზრახავენ+და დღემუდამ შუღლს თესავენ.
3 გველებივით ასისინებენ ენებს;+გველგესლასავით შხამი აქვთ ბაგეზე.+ (სელა)
4 დამიცავი, იეჰოვა, ბოროტის ხელიდან,+დამიფარე მოძალადე კაცისგან,მისგან, ვისაც ჩემი დაცემა სწადია.
5 ქედმაღალმა ხალხმა ხაფანგი დამიგო;ბადეს შლიან თოკებით გზის პირას,+
მახეებს მიგებენ.+ (სელა)
6 ვუთხარი იეჰოვას: „შენ ხარ ჩემი ღმერთი;
მისმინე, იეჰოვა, როცა შველას გთხოვ“.+
7 იეჰოვა, უზენაესო უფალო, ჩემო ძლევამოსილო მხსნელო,მუზარადივით ხარ ჩემთვის ბრძოლის დროს.+
8 იეჰოვა, ნუ შეუსრულებ ბოროტებს გულის წადილს,
ჩაუშალე გეგმები, რათა არ განდიდდნენ. (სელა)+
9 მათვე დაატყდეთ თავს მათი ბოროტება,ვინც გარს შემომხვევია და აუგს ამბობს ჩემზე.+
10 დაე მოგიზგიზე ნაკვერჩხლებმა იწვიმოს მათ თავზე,+
ცეცხლმა შთანთქას ისინი,ღრმა ორმოში დაინთქან,+ რომ ვეღარასდროს წამოდგნენ!
11 ნუ დამკვიდრდებიან დედამიწაზე ცილისმწამებლები!+
ბოროტება ეწიოს მოძალადეს და დასცეს.
12 ვიცი, რომ იეჰოვა დაიცავს ჩაგრულსდა სამართალს გაუჩენს ღარიბს.+
13 მართლები მადლობას შესწირავენ შენს სახელს;წრფელები დამკვიდრდებიან შენ წინაშე.+