ფსალმუნები 145:1—21

  • ღვთის, დიდებული მეფის, განდიდება.

    • „შენი სიდიადის შესახებ ვაუწყებ“ (6).

    • „იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს“ (9).

    • „ხოტბას შეგასხამენ შენი ერთგულები“ (10).

    • ღვთის მეფობა მარადიულია (13).

    • ღმერთი აკმაყოფილებს ყველას (16).

სადიდებელი საგალობელი. დავითის ფსალმუნი. א [ალეფ] 145  განგადიდებ, ჩემო ღმერთო, ჩემო მეფეო!+განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად.+ ב [ბეთ]   მთელი დღე განგადიდებ.+განვადიდებ შენს სახელს სამარადისოდ, მარადიულად.+ ג [გიმელ]   დიდებულია იეჰოვა და დიდად საქები,+ჩაუწვდომელია მისი სიდიადე.+ ד [დელეთ]   თაობიდან თაობაში განგადიდებენ შენი საქმეების გამო;ილაპარაკებენ შენს ძლევამოსილ საქმეებზე.+ ה [ჰე]   შენს ბრწყინვალებასა და დიდებულებაზე ილაპარაკებენ,+მე კი შენს საოცარ საქმეებზე ვიფიქრებ. ו [ვავ]   შენს შიშის მომგვრელ საქმეებზე ილაპარაკებენ,მე კი შენი სიდიადის შესახებ ვაუწყებ. ז [ზაინ]   გაიხსენებენ შენს სიკეთეს* და განგადიდებენ დღემუდამ,+სიხარულით შესძახებენ შენი სიმართლის გამო.+ ח [ხეთ]   იეჰოვა თანამგრძნობი და გულმოწყალეა,+სულგრძელია* და ურყევია მისი სიყვარული*.+ ט [ტეთ]   იეჰოვა არავის აკლებს სიკეთეს,+მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება. י [ჲოდ] 10  იეჰოვა, შენი ნამოქმედარი განგადიდებს,+ხოტბას შეგასხამენ შენი ერთგულები.+ כ [ქაფ] 11  შენი დიდებული მმართველობის შესახებ გააცხადებენ+და შენს ძლევამოსილებაზე ისაუბრებენ,+ ל [ლამედ] 12  რათა აუწყონ ხალხს შენი ძლევამოსილი საქმეებისა+და შენი ბრწყინვალე მეფობის სიდიადის შესახებ.+ מ [მემ] 13  შენი მეფობა მარადიულიადა შენი ძალაუფლება თაობიდან თაობაში ვრცელდება.+ ס [სამეხ] 14  იეჰოვა მხარში უდგას ყველას, ვინც ეცემა,+და ფეხზე წამოაყენებს დამდაბლებულთ.+ ע [აინ] 15  შენ შემოგცქერის ყველას თვალი იმედიანადდა შენ აძლევ მათ საზრდოს დროულად.+ פ [ფე] 16  შლი ხელსდა აკმაყოფილებ ყოველი სულდგმულის სურვილს.+ צ [ცადე] 17  იეჰოვას ყველა გზა სამართლიანია+და ყველა მისი ნამოქმედარი მის ერთგულებაზე მოწმობს.+ ק [კოფ] 18  იეჰოვა ახლოს არის ყველასთან, ვინც მას უხმობს,+ყველასთან, ვინც წრფელი გულით უხმობს.+ ר [რეშ] 19  გულის წადილს უსრულებს თავის მოშიშთ,+ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ, და იხსნის მათ.+ ש [შინ] 20  იეჰოვა იცავს ყველა თავის მოყვარულს,+ყველა ბოროტს კი მოსპობს.+ ת [თავ] 21  ხოტბას შევასხამ იეჰოვას ჩემი ბაგით,+ყოველმა სულდგმულმა ადიდოს მისი წმინდა სახელი სამარადისოდ, მარადიულად!+

სქოლიოები

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.
ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).