ფსალმუნები 34:1—22

  • იეჰოვა იხსნის თავის მსახურებს.

    • „ერთად ვადიდოთ მისი სახელი!“ (3).

    • იეჰოვას ანგელოზი იცავს მის მოშიშებს (7).

    • „იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!“ (8).

    • მისი არცერთი ძვალი არ გადატყდება (20).

დავითის ფსალმუნი, რომელიც მაშინ დაწერა, როცა აბიმელექის წინაშე თავი მოიგიჟიანა+ და მისგან გაძევებული იქაურობას გაეცალა. א [ალეფ] 34  მუდამ განვადიდებ იეჰოვას,არასდროს მომშორდება ბაგიდან მისი ქება. ב [ბეთ]   იეჰოვათი ვიამაყებ;+თვინიერები მოისმენენ და გაიხარებენ. ג [გიმელ]   ჩემთან ერთად განადიდეთ იეჰოვა,+ერთად ვადიდოთ მისი სახელი! ד [დელეთ]   ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა,+ ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა.+ ה [ჰე]   მის შემყურეთ სახეები გაუბრწყინდათ,არასდროს შერცხვებიან ისინი. ז [ზაინ]   მოუხმო დაჩაგრულმა* იეჰოვას და მანაც მოუსმინა, ყველა გასაჭირისგან დაიხსნა იგი.+ ח [ხეთ]   იეჰოვას ანგელოზია დაბანაკებული მის მოშიშთა გარშემო+და გადაარჩენს მათ.+ ט [ტეთ]   იგემეთ და ნახავთ, რაოდენ კარგია იეჰოვა!+ბედნიერია კაცი, რომელიც თავს აფარებს მას. י [ჲოდ]   იეჰოვას წმინდებო, გეშინოდეთ მისი,რადგან მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ.+ כ [ქაფ] 10  ძლიერი ლომებიც კი დაიმშნენ,მაგრამ იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ.+ ל [ლამედ] 11  მოდით, შვილებო, და მომისმინეთ,იეჰოვას შიშს გასწავლით.+ מ [მემ] 12  თუ გსურს, სიცოცხლით გაიხაროდა მრავალი ბედნიერი დღე იხილო,+ נ [ნუნ] 13  ენა ცუდის თქმისგან შეაკავე+და ბაგე — მზაკვრული ლაპარაკისგან.+ ס [სამეხ] 14  ზურგი აქციე ბოროტებას და სიკეთე აკეთე;+მშვიდობა ეძიე და მისკენ ისწრაფე.+ ע [აინ] 15  იეჰოვას მართლებისკენ აქვს მიპყრობილი თვალი+და ყური — მათი ღაღადისკენ, როცა შველას სთხოვენ,+ פ [ფე] 16  ავისმქნელთ კი უარყოფს იეჰოვა, რათა მოსპოს დედამიწაზე მათი სახსენებელი.+ צ [ცადე] 17  მართლებმა შეღაღადეს იეჰოვას და მანაც მოუსმინა,+ყველა გასაჭირისგან დაიხსნა ისინი.+ ק [კოფ] 18  იეჰოვა ახლოს არის გულგატეხილებთან,+ის იხსნის სულდამწუხრებულებს.+ ר [რეშ] 19  მრავალი უბედურება ატყდება მართალს,+მაგრამ იეჰოვა ყველაფრისგან დაიხსნის მას.+ ש [შინ] 20  ის იცავს მის ძვლებს,არცერთი მათგანი არ გადატყდება.+ ת [თავ] 21  უბედურება ბოლოს მოუღებს ბოროტს;მართლის მოძულეთ მსჯავრი დაედებათ. 22  იეჰოვა გამოისყიდის თავის მსახურთა სიცოცხლეს;ვინც მას აფარებს თავს, მსჯავრი არ დაედება.+

სქოლიოები

სავარაუდოდ, იგულისხმება თავად ფსალმუნმომღერალი.