ფსალმუნები 40:1—17
გუნდის ხელმძღვანელს. დავითის ფსალმუნი. საგალობელი.
40 მთელი გულით ვამყარებდი იეჰოვაზე იმედს,მანაც მომაპყრო ყური და მომისმინა, როცა შველა ვთხოვე.+
2 მან ამომიყვანა მგრგვინავი ორმოდან,ჭაობის შლამიდან
და კლდეზე დამადგმევინა ფეხი,მტკიცედ დამაყენა.
3 ბაგეზე დამიდო ახალი სიმღერა,+ღვთის სადიდებელი.
ამის მხილველთ შიში შეიპყრობთდა იეჰოვას მიენდობიან.
4 ბედნიერია იეჰოვაზე მინდობილი კაცი,რომელიც არც თავხედ ხალხში გარეულა და არც მატყუარებთან დაუჭერია საქმე.
5 მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე,იეჰოვა, ჩემო ღმერთო,და შეასრულე ყველაფერი, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული.+
ვერავინ შეგედრება!+მათზე რომ მელაპარაკა,იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი.+
6 მსხვერპლი და შესაწირავი არ ისურვე,+მაგრამ სასმენელი გამიხსენი, რომ ყურად მეღო შენი სიტყვები;+
დასაწვავი მსხვერპლი და ცოდვის შესაწირავი არ მოგითხოვია.+
7 მაშინ ვთქვი: „აი, მოვედი;
ჩემ შესახებ გრაგნილზე წერია.+
8 შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო,+და ჩემშია შენი კანონი.+
9 დიდ კრებულში ვახარებ შენს სიმართლეს.+
არ ვდუმდები,+იეჰოვა, შენ კარგად იცი ეს.
10 შენს სიმართლეს ვაცხადებ,
შენი ერთგულებისა და ხსნის შესახებ ვაუწყებ.
შენს სიკეთესა* და ჭეშმარიტებას ვამცნობ დიდ კრებულს“.+
11 წყალობას ნუ მომაკლებ, იეჰოვა,
შენმა სიკეთემ* და ჭეშმარიტებამ დამიცვას.+
12 არაერთი უბედურება დამატყდა თავს.+
დანაშაულის სიმრავლის გამო ვეღარ ვხედავ გზას;+იმაზე მეტი დანაშაული ჩავიდინე, ვიდრე თმა მაქვს თავზე;გული გამიტყდა.
13 იეჰოვა, გთხოვ, ისურვე ჩემი ხსნა!+
იეჰოვა, იჩქარე ჩემ საშველად!+
14 შერცხვნენ და დამცირდნენ ისინი,ვისაც ჩემი მოკვლა სწადიათ.
სირცხვილნაჭამნი უკუიქცნენ,ვისაც ჩემი უბედურება ახარებთ.
15 შერცხვნენ და შეცბუნდნენ ისინი,
ვინც ჩემზე ამბობს, ახიაო მასზე.
16 იმხიარულონ და შენით გაიხარონ+შენმა მაძიებლებმა.+
დაე ამბობდნენ შენგან ხსნის მომლოდინენი,
იდიდოსო იეჰოვამ!+
17 საწყალი და უმწეო ვარ,ნეტავ იეჰოვა მომხედავდეს!
შენა ხარ ჩემი შემწე და მხსნელი!+ჩემო ღმერთო, ნუ დააყოვნებ!+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).