ფსალმუნები 42:1—11
გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების მასქილი*.+
42 როგორც ირემი ელტვის წყლის ნაკადებს,მეც ისე გელტვი, ღმერთო.
2 ღმერთს, ცოცხალ ღმერთს, ვესწრაფვი.+
როდის მივალ და წარვდგები ღვთის წინაშე?!+
3 დღისით თუ ღამით ცრემლები მექცა საზრდოდ;მთელი დღე დამცინიან: სად არისო შენი ღმერთი?+
4 გულს გიღვრი, არ მავიწყდება,როგორ დავდიოდი ხალხის კრებულში;ღვთის სახლისკენ მივუძღოდი მათ,მოზეიმე ხალხის მხიარული ყიჟინადა სამადლობელი შეძახილები ისმოდა ირგვლივ.+
5 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,+
და რატომ შფოთავ?
ღმერთს დაელოდე,+რადგან კვლავ შეასხამ ხოტბას შენს დიდებულ მხსნელს!+
6 ჩემო ღმერთო, სასოწარკვეთილი ვარ.+
ამიტომაც გიხსენებ+იორდანის მხარეში და ხერმონის მწვერვალებზე,მიცარის მთაზე.
7 ღრმა წყალი ღრმა წყალს გასძახისშენი ჩანჩქერების ხმაზე.
შენმა ზვირთებმა წამლეკა.+
8 დღისით თავის სიკეთეს* მიწყალობებს იეჰოვა,ღამით კი ვიმღერებ მასზე, ლოცვას აღვუვლენ ღმერთს, ჩემთვის სიცოცხლის მბოძებელს.+
9 ვეტყვი ღმერთს, ჩემს კლდეს:
„რატომ დამივიწყე?+
რატომ უნდა დავდიოდე დამწუხრებული, მტრებისგან ჩაგრული?“+
10 ჩემი მოძულენი და სიკვდილის მსურველნი*, ჩემი მტრები, სასაცილოდ მიგდებენ;მთელი დღე დამცინიან: სად არისო შენი ღმერთი?+
11 რატომ გადაგწურვია იმედი, ჩემო თავო,
და რატომ შფოთავ?
ღმერთს დაელოდე,+რადგან კვლავ შეასხამ ხოტბას შენს დიდებულ მხსნელსა და შენს ღმერთს!+
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „თითქოს ძვლებს მიმტვრევდნენ“.