ფსალმუნები 49:1—20

  • სიმდიდრეზე დაიმედება უგუნურებაა.

    • ვერავინ გამოისყიდის თავის ძმას (7, 8).

    • ღმერთია სამარიდან დამხსნელი (15).

    • სიმდიდრე ვერავის იხსნის სიკვდილისგან (16, 17).

გუნდის ხელმძღვანელს. კორახის ძეების+ ფსალმუნი. საგალობელი. 49  ისმინეთ, ხალხნო! ყური დაუგდეთ, ქვეყნიერების მკვიდრნო,   დიდნო თუ მცირენო,მდიდარნო თუ ღარიბნო!   ბრძნულად ილაპარაკებს ჩემი ბაგედა ჩემი გულის ზრახვებში+ გონიერება გამოვლინდება.   ყურს მივაპყრობ იგავს,ქნარს ავაჟღერებ და ავხსნი ჩემს გამოცანას.   რატომ უნდა შევშინდე გაჭირვების ჟამს+ჩემი განადგურების მსურველთა ბოროტებით გარშემორტყმული?!   მათგან, ვინც თავის ქონებაზეა დაიმედებული+და ვინც თავისი სიმდიდრით იკვეხნის,+   ვერცერთი ვერ გამოისყიდის თავის ძმას,ვერ მისცემს ღმერთს მის გამოსასყიდს+   (მათი გამოსასყიდი იმდენად დიდია, რომ ვერასდროს გადაიხდიან),   რომ მან მარადიულად იცოცხლოს და საფლავი არ იხილოს.+ 10  ის ხედავს, რომ ბრძენებიც კი იხოცებიან,სულელნიც და უგუნურნიც ერთად იღუპებიან+და თავიანთ ქონებას სხვებს უტოვებენ.+ 11  გულით სწადიათ, რომ მათი სახლები მარადიულად იდგეს,მათი კარვები — თაობიდან თაობაში; თავიანთ სახელებს არქმევენ საკუთარ მამულებს. 12  მაგრამ ადამიანი, თუნდაც პატივდებული, დიდხანს ვერ იცოცხლებს,+არაფრითაა პირუტყვზე მეტი, რომლის ბოლოც სიკვდილია.+ 13  ასეთია სულელების ბოლოც+ და მათი ბოლოც, ვინც მათ მიჰყვება და მათი ფუჭსიტყვაობა სიამოვნებს. (სელა) 14  სამარისთვის* არიან განწირულნი, როგორც ცხვარია განწირული დასაკლავად; სიკვდილი დამწყემსავს მათ.დილით მართლები გაბატონდებიან მათზე,+ მათი კვალიც კი გაქრება.+დიდებული სასახლის ნაცვლად სამარეში+ დაიდებენ ბინას.+ 15  თავად ღმერთი დამიხსნის სამარის ხელიდან,+რადგან ის ჩამჭიდებს ხელს. (სელა) 16  ნუ შეგაშინებს, თუკი ვინმე სიმდიდრეს იძენს,თუკი დიდებული ხდება მისი სახლი, 17  რადგან, როცა მოკვდება, ვერაფერს წაიღებს,+თან არ ჩაჰყვება თავისი დიდება.+ 18  მთელი სიცოცხლე თავს იწონებდა+ (ხალხი აქებს მათ, ვისაც ყველაფერი უხვად აქვს).+ 19  საბოლოოდ თავის წინაპრებს შეუერთდება*; ვეღარ იხილავენ სინათლეს. 20  ადამიანი, თუნდაც პატივდებული,+ რომელიც ვერ ხვდება ამას,არაფრითაა პირუტყვზე მეტი, რომლის ბოლოც სიკვდილია.

სქოლიოები

ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.