ფსალმუნები 76:1—12

  • ღმერთი სიონის მტრებს ამარცხებს.

    • ღმერთი იხსნის თვინიერებს (9).

    • ამაყი მტრები დამდაბლდებიან (12).

გუნდის ხელმძღვანელს: სიმებიანი საკრავების თანხლებით. ასაფის+ საგალობელი. 76  იცნობენ ღმერთს იუდას მკვიდრნი,+ადიდებენ მის სახელს ისრაელში.+   სალემშია+ მისი სამყოფელი,სიონშია+ მისი სამკვიდრო.   იქ დალეწა ცეცხლმოკიდებული ისრები,ფარი, მახვილი და სხვა საბრძოლო იარაღები.+ (სელა)   ბრწყინვალებით ხარ მოსილი;სანადირო მთებზე დიდებული ხარ.   გულმაგრები გაიძარცვნენ.+ სამუდამოდ დახუჭეს თვალი; უმწეონი გახდნენ მებრძოლნი.+   შენი მუქარით, იაკობის ღმერთო,დაეცა ცხენიცა და მეეტლეც.+   მხოლოდ შენ ხარ შიშის მომგვრელი.+ ვინ გაუძლებს შენს მრისხანებას?!+   ზეციდან გამოაცხადე განაჩენი;+შეშინდა დედამიწა და დადუმდა,+   როცა აღდგა ღმერთი განაჩენის აღსასრულებლად,თვინიერნი რომ ეხსნა მთელ დედამიწაზე.+ (სელა) 10  კაცის რისხვაც შენ განგადიდებს;+მისი რისხვაც შენ შეგამკობს. 11  აღთქმები დაუდეთ თქვენს ღმერთს, იეჰოვას, და შეუსრულეთ!+ყველამ მის ირგვლივ შიშითა და კრძალვით მიართვას მას ძღვენი!+ 12  ის დაამდაბლებს ამაყ მმართველებს;შიშს ჰგვრის იგი დედამიწის მეფეებს.

სქოლიოები