ფსალმუნები 8:1—9
გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. დავითის საგალობელი.
8 ო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე, ჩვენო უფალო, იეჰოვა!ცაზე აღმატებულია შენი დიდება*!+
2 ბავშვებისა და ჩვილების პირით+ აჩვენე ძალაშენს მოწინააღმდეგეებს,რომ დაადუმო შენი მტერი და შურისმაძიებელი.
3 როცა ვუყურებ ცას, შენი თითების ნამოქმედარს,მთვარესა და ვარსკვლავებს, შენ რომ შექმენი,+
4 ვფიქრობ: ვინ არის მოკვდავი კაცი, რომ გახსოვს,ანდა მისი ძე, რომ ზრუნავ მასზე?!+
5 ღვთის მსგავსებზე* ოდნავ დაბლა დააყენე იგიდა დიდებისა და სიდიადის გვირგვინი დაადგი.
6 შენს ხელთა ქმნილებაზე გააბატონე+და ყოველივე მას დაუმორჩილე:
7 ყველანაირი პირუტყვითუ ტრიალი მინდვრის ცხოველი,+
8 ცის ფრინველი და ზღვის თევზი,ყველაფერი, რაც ზღვის ბილიკებით დადის.
9 ო, რა დიდებულია შენი სახელი მთელ დედამიწაზე, ჩვენო უფალო, იეჰოვა!
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ან შესაძლოა: „ცის ზემოთ აუწყებენ შენს დიდებას“.
^ სხვაგვარად — „ანგელოზებზე“.