ფსალმუნები 83:1—18

  • მტრებით გარშემორტყმულის ლოცვა.

    • „ნუ დადუმდები, ღმერთო!“ (1).

    • მტრები ქარისგან ატაცებულ ნარს დაემსგავსებიან (13).

    • „იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა“ (18).

ასაფის ფსალმუნი.+ 83  ნუ დადუმდები, ღმერთო!+ნუ გაჩუმდები და ნუ გაჩერდები, ზეციერო!   აი, ყაყანებენ შენი მტრები,+ქედმაღლობენ შენი მოძულეები.   ფარულად აწყობენ გეგმებს შენი ხალხის წინააღმდეგ,შეთქმულებას უწყობენ შენთვის ძვირფას ხალხს.   ამბობენ, მოდით და აღვგავოთ ეს ერი,+რომ მოისპოსო ისრაელის სახსენებელი.   საერთო ჩანაფიქრი აქვთ;შენ წინააღმდეგ შეუკრავთ პირი:+   ედომელებსა და ისმაელელებს*, მოაბელებსა+ და აგრელებს,+   გებალელებს, ამონელებსა+ და ამალეკელებს,ფილისტიმელებსა+ და ტვიროსელებს.+   ასურეთიც+ მათ მიემხრო,მხარს უჭერენ ლოტის შთამომავლებს.+ (სელა)   იგივე დამართე მათ, რაც მიდიანს,+სისერასა და იაბინს კიშონის ხევთან.+ 10  განადგურდნენ ისინი ენ-დორში;+ნაკელად იქცნენ მიწისათვის. 11  იგივე უყავი მათ დიდებულებს, რაც ორებსა და ზეებს,+იგივე დამართე მათ მთავრებს, რაც ზებახსა და ცალმუნას,+ 12  რადგან ამბობდნენ, დავეუფლოთო ღვთის სამკვიდროს. 13  ჩემო ღმერთო, დაამსგავსე ისინი ქარისგან ატაცებულ ნარს+და ქარისგან გახვეტილ ბზეს. 14  როგორც ცეცხლი წვავს ტყესდა ალი ბუგავს მთებს,+ 15  ისე დაედევნე მათ შენი ქარიშხლით+და შეაძრწუნე შენი ქარტეხილით.+ 16  შეარცხვინე ისინი,რათა ეძებონ შენი სახელი, იეჰოვა. 17  შერცხვნენ და შეძრწუნდნენ სამარადისოდ,დამცირდნენ და განადგურდნენ, 18  რათა იცოდეს ხალხმა, რომ შენი სახელია იეჰოვა+და მხოლოდ შენ ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „ედომისა და ისმაელელების კარვებს“.