ფსალმუნები 84:1—12

  • ღვთის დიდებული კარვის ხილვის სურვილი.

    • ლევიანი ჩიტივით ყოფნას ნატრობს (3).

    • „ერთი დღე შენს ეზოებში“ (10).

    • „მზე და ფარია იეჰოვა ღმერთი“ (11).

გუნდის ხელმძღვანელს: გითითი*. კორახის ძეების+ საგალობელი. 84  რა ძვირფასია შენი დიდებული კარავი,+ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა!   მთელი არსებით ვნატრობდა ერთი სული მაქვს,მივიდე იეჰოვას ეზოებში.+ გულითა და სულით შევყიჟინებ ცოცხალ ღმერთს.   ჩიტიც კი პოულობს ბინასდა მერცხალი — ბუდეს;იქ სხამს თავის ბარტყებს,შენს დიდებულ სამსხვერპლოსთან, ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა,ჩემო მეფევ და ღმერთო!   ბედნიერნი არიან შენს სახლში დამკვიდრებულნი;+ დღენიადაგ გაქებენ ისინი.+ (სელა)   ბედნიერია ხალხი, რომელთაც შენ აძლევ ძალას,+რომელთაც შენი სახლისკენ მიმავალი გზებისკენ მიუწევთ გული.   როცა ბაქა-ბუჩქების* ველს გაივლიან,წყალუხვ ადგილად აქცევენ მას;ადრეული წვიმები კურთხევით მოსავს იქაურობას*.   ივლიან და არ დაიქანცებიან,+თითოეული წარდგება ღვთის წინაშე სიონში.   იეჰოვა, ლაშქართა ღმერთო, შეისმინე ჩემი ლოცვა,ყური მომაპყარი, იაკობის ღმერთო! (სელა)   ჩვენო ფარო+ და ღმერთო, შეხედე*,წყალობის თვალით შეხედე შენს ცხებულს.+ 10  ერთი დღე შენს ეზოებში სხვაგან გატარებულ ათასს სჯობია!+ ჩემი ღვთის სახლის ზღურბლზე დგომა ვარჩიებოროტთა კარვებში ყოფნას. 11  მზე+ და ფარია+ იეჰოვა ღმერთი,მისგანაა წყალობა და დიდება; იეჰოვა კარგს არ დაუკავებსუბიწოდ* მავალთ.+ 12  ლაშქართა ღმერთო, იეჰოვა,ბედნიერია შენზე მონდობილი კაცი!+

სქოლიოები

ან შესაძლოა: „კურთხევით იმოსება მოძღვარი“.
„ბაქა“ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაციაა, რომლის მნიშვნელობა უცნობია.
ან შესაძლოა: „შეხედე ჩვენს ფარს, ღმერთო“.