ფსალმუნები 9:1—20
გუნდის ხელმძღვანელს: მუთ-ლაბენი*. დავითის საგალობელი.
א [ალეფ]
9 მთელი გულით შეგასხამ ხოტბას, იეჰოვა,და შენს ყველა გასაოცარ საქმეზე ვილაპარაკებ!+
2 შენით ვიხარებ და ვიმხიარულებ,შენს სახელს ვუგალობებ, უზენაესო!+
ב [ბეთ]
3 უკან დაიხევენ ჩემი მტრები,+წაბორძიკდებიან და დაიღუპებიან შენ წინაშე,
4 რადგან შენ ხარ ჩემი ქომაგი სასამართლოზე,ზიხარ შენს ტახტზე და სამართლიანად ასამართლებ.+
ג [გიმელ]
5 შენ გაკიცხე ხალხები+ და გაანადგურე ბოროტი,ერთხელ და სამუდამოდ მოსპე მათი სახსენებელი.
6 სამარადჟამოდ მოისპო მტერი,შენ აღგავე მათი ქალაქები;მოისპობა მათი სახსენებელი.+
ה [ჰე]
7 იეჰოვა კი მარადიულად იჯდება ტახტზე,+სამართლის აღსასრულებლად განიმტკიცა ტახტი.+
8 ის სამართლიანად გაასამართლებს დედამიწის მკვიდრთ;+სამართლიანად განიკითხავს ერებს.+
ו [ვავ]
9 იეჰოვა იქნება თავშესაფარი ჩაგრულთათვის,+საიმედო თავშესაფარი გაჭირვების ჟამს.+
10 შენ მოგენდობიან შენი სახელის მცოდნენი,+იეჰოვა, შენ არასდროს მიატოვებ შენს მაძიებელთ!+
ז [ზაინ]
11 უგალობეთ იეჰოვას, სიონში დამკვიდრებულს!აუწყეთ ხალხებს მისი საქმეები!+
12 ემახსოვრება ჩაგრულნი და შურს იძიებს მათი სისხლის გამო,+არ დაივიწყებს მათ ღაღადს.+
ח [ხეთ]
13 შენ, იეჰოვა, რომელსაც გამოგყავარ სიკვდილის კარიბჭეებიდან,დაინახე, როგორ შემაჭირვეს ჩემმა მოძულეებმა და წყალობა მიყავი,+
14 რათა ვაუწყო შენი სანაქებო საქმეები სიონის ასულის კარიბჭეებთანდა გავიხარო,+ რადგან შენ ხარ ჩემი მხსნელი!+
ט [ტეთ]
15 თავიანთივე ამოთხრილ ორმოში ჩაცვივდნენ ხალხები,თავიანთივე დაგებულ ბადეში გაებათ ფეხი.+
16 იეჰოვა ცნობილია, როგორც განაჩენთა აღმსრულებელი.+
ბოროტი თავისივე საქმეებმა გააბა მახეში.+
(ჰიგაიონი*. სელა)
י [ჲოდ]
17 სამარეში* ჩავა ბოროტი ხალხი,ყველა ერი, რომელმაც ღმერთი დაივიწყა,
18 საწყალი კი არ იქნება ყოველთვის დავიწყებული,+არ გაქარწყლდება თვინიერთა იმედი.+
כ [ქაფ]
19 აღდექ, იეჰოვა! ნუ გაამარჯვებინებ მოკვდავ კაცს,
გასამართლდნენ ხალხები შენ წინაშე!+
20 შიშის ზარი დაეცი მათ, იეჰოვა,+დაე იცოდნენ ხალხებმა, რომ უბრალო მოკვდავნი არიან! (სელა)
სქოლიოები
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.
^ ებრ. „შეოლ“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).