ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 113
ჩვენი მშვიდობა
-
1. ყველა განადიდებდეს
იეჰოვა ღმერთს,
ის მშვიდობას მოგვიტანს
და შეწყვეტს ომებს.
გვყავს „მშვიდობის მთავარი“,
მისი ძე ქრისტე,
ის სიმართლით იბრძვის და
მალე სძლევს ღვთის მტრებს.
-
2. ბრაზს და რისხვას ვიშორებთ,
რაც მტრობას იწვევს.
ბასრი მახვილებისგან
ვჭედავთ სახნისებს.
თუ მშვიდობას ვესწრაფვით,
მივუტევებთ სხვას,
ვიცხოვრებთ, როგორც მართებს
იესოს მშვიდ „ცხვარს“.
-
3. ღვთის მშვიდობა მიგვიძღვის
და გვისწორებს გზებს,
სიხარულით ვასრულებთ
ჩვენ ღვთის ბრძანებებს.
სხვებზე ზრუნვით მშვიდობას
ჩვენ შევუწყობთ ხელს,
ღვთის სამეფო მშვიდობით
მალე გვაკურთხებს.
(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 46:9; ეს. 2:4; იაკ. 3:17, 18)