არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სიმღერა 29

ვიაროთ უმწიკვლოდ

ვიაროთ უმწიკვლოდ

(ფსალმუნი 26)

1. დააკვირდი, უფალო, ჩემს ნაბიჯს,

ჩემს უმწიკვლობას და სრულ ნდობას შენდამი.

გამომიკვლიე და გამომცადე,

ჩემი გონება და გული გამოაწრთე.

(მისამღერი)

მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო,

გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ.

2. არ დავჯდები ბოროტ ხალხთან ერთად,

მოვიძულებ, ვისაც სძულს ჭეშმარიტება.

ნუ წამართმევ სულს ცოდვილთან ერთად,

ვისაც ხელი ქრთამით და შუღლით სავსე აქვს.

(მისამღერი)

მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო,

გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ.

3. რადგან მიყვარს შენი სამყოფელი,

ვარ შენი გულწრფელი თაყვანისმცემელი.

ვეახლები შენს სამსხვერპლოს, წმინდას,

რომ მადლობის მსხვერპლი მოწიწებით გიძღვნა.

(მისამღერი)

მე მსურს მუდამ შენ წინაშე ვიყო,

გულით, შემართებით, ვიარო უმწიკვლოდ.

(იხილეთ აგრეთვე ფსალმ. 25:2)