არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

აღიარეთ სხვების ძლიერი მხარეები

აღიარეთ სხვების ძლიერი მხარეები

პრობლემა

მიკერძოებისკენ ხშირად ეგოიზმი გვიბიძგებს. ეგოისტ ადამიანს მოჭარბებული აქვს ღირსების გრძნობა. იგი სხვებს თავს ამეტებს და განსხვავებულ ადამიანებს არაფრად აგდებს. ამ მახეში შეიძლება ნებისმიერი გაებას. ენციკლოპედიაში „ბრიტანიკა“ ნათქვამია: „ბევრი საკუთარ კულტურას უპირატესად მიიჩნევს. მაგალითად, ისინი თვლიან, რომ სხვებზე უკეთესი კერძები, ჩაცმულობა, უნარ-ჩვევები, შეხედულებები თუ ფასეულობები აქვთ“. როგორ გავთავისუფლდეთ ასეთი აზრებისგან?

ბიბლიური პრინციპი

„იყავით თავმდაბლები და სხვები საკუთარ თავზე აღმატებულად ჩათვალეთ“ (ფილიპელები 2:3).

დასკვნა: სიამაყე რომ მოვიშოროთ, მისი საპირისპირო თვისება, თავმდაბლობა უნდა განვივითაროთ. თავმდაბალი ადამიანები ამჩნევენ და აღიარებენ კიდეც სხვების ძლიერ მხარეებს. არ არსებობს ისეთი კულტურა, რომელსაც ვერაფერში დაუდებ წუნს.

მოვიყვანოთ შტეფანის მაგალითი. ის კომუნისტურ ქვეყანაში გაიზარდა და წინასწარშექმნილი აზრი ჰქონდა არაკომუნისტურ ქვეყნებში მცხოვრები ხალხის მიმართ. მაგრამ დროთა განმავლობაში გათავისუფლდა ასეთი აზროვნებისგან. იგი ამბობს: „წინასწარშექმნილი აზრისგან ვერანაირად ვერ გათავისუფლდები, თუ სხვებს საკუთარ თავზე აღმატებულად არ ჩათვლი. ცხადია, ყველაფერი არ ვიცი. ამიტომ ნებისმიერი ადამიანისგან შემიძლია რაღაცის სწავლა“.

როგორ უნდა მოიქცეთ?

იყავით რეალისტი და თვალი გაუსწორეთ საკუთარ შეცდომებს. დაინახეთ სხვების ძლიერი მხარეები და აღიარეთ, რომ რაღაცები მათ თქვენზე უკეთ გამოსდით. ერთი საზომით ნუ გაზომავთ რომელიმე კულტურის ხალხს.

ნაცვლად იმისა, რომ ვინმეზე უარყოფითი წარმოდგენა შეიქმნათ, დაფიქრდით:

დაინახეთ სხვების ძლიერი მხარეები და აღიარეთ, რომ რაღაცები მათ თქვენზე უკეთ გამოსდით.

  • მართლა ცუდი თვისებები აქვს ამ ადამიანს თუ უბრალოდ ჩემგან განსხვავდება?

  • ყველაფერი მოეწონება მას ჩემში?

  • რაში მჯობნის?

თუ ამ კითხვებზე გულახდილად უპასუხებთ, არათუ წინასწარაკვიატებული აზრისგან გათავისუფლდებით, არამედ შეიძლება მოიხიბლოთ კიდეც ამ ადამიანით.