მკითხველთა შეკითხვები
რას ნიშნავს ორი ჯოხის ერთ ჯოხად ქცევა, რაზეც საუბარია ეზეკიელის 37-ე თავში?
იეჰოვამ ეზეკიელს იმედის მომცემი ცნობა გადასცა, რომლის თანახმადაც აღთქმულ მიწაზე დაბრუნების შემდეგ ისრაელი ერი გაერთიანდებოდა. ამ ცნობით აგრეთვე ნაწინასწარმეტყველები იყო „ბოლო დღეებში“ ღვთის ხალხის გაერთიანება.
იეჰოვამ წინასწარმეტყველ ეზეკიელს უთხრა, ორ ჯოხზე წარწერები გაეკეთებინა. ერთ ჯოხზე უნდა დაეწერა — „იუდასთვის და ისრაელის ძეებისთვის, მისი მოძმეებისთვის“, მეორეზე კი — „ეფრემის ჯოხი იოსებისთვის და ისრაელის მთელი სახლისთვის, მისი მოძმეებისთვის“. ეზეკიელის ხელში ეს ჯოხები „ერთ ჯოხად“ უნდა ქცეულიყო (ეზეკ. 37:15—17).
რა იყო წარმოდგენილი „ეფრემით“? ათტომიანი ჩრდილოეთი სამეფოს პირველი მეფე იერობოამი ეფრემისტომელი იყო. კან. 33:13, 17; 1 მეფ. 11:26). ეს ტომი იოსების ვაჟისგან, ეფრემისგან წარმოიშვა (რიცხ. 1:32, 33). იაკობმა განსაკუთრებულად აკურთხა თავისი ვაჟი იოსები. ამიტომ ჯოხს, რომელიც ათტომიან სამეფოს წარმოადგენდა, მართებულად ეწოდა „ეფრემის ჯოხი“. როცა ეზეკიელი წერდა წინასწარმეტყველებას ორი ჯოხის შესახებ, ასურეთის მიერ ძვ. წ. 740 წელს ისრაელის ჩრდილოეთი სამეფოს გადასახლებიდან უკვე დიდი ხანი იყო გასული (2 მეფ. 17:6). ასე რომ, ეზეკიელის დროისთვის გადასახლებულ ისრაელთა უმეტესობა გაფანტული იყო ბაბილონის სამეფოში, რომელმაც ასურეთის სამეფო დაამხო.
ეფრემის ტომი ისრაელის მთავარ ტომად ითვლებოდა (ძვ. წ. 607 წელს ბაბილონელებმა სამხრეთის ორტომიანი სამეფოს მოსახლეობა და, შესაძლოა, ჩრდილოეთი სამეფოდან დარჩენილები გადაასახლეს. ორტომიან სამეფოში მმართველობდნენ იუდასტომელი მეფეები, რომლებსაც იერუსალიმის ტაძარში მომსახურე სამღვდელოება ედგა მხარში (2 მატ. 11:13, 14; 34:30). ამგვარად, ორტომიანი სამეფო მართებულად იყო წარმოდგენილი იუდას სახელით წოდებული ჯოხით.
როდის იქცა ეს ორი სიმბოლური ჯოხი ერთ ჯოხად? ძვ. წ. 537 წელს, როცა ისრაელები ტაძრის აღსადგენად იერუსალიმში ჩავიდნენ. ამ დროს გადასახლებიდან ორივე სამეფოს წარმომადგენლები დაბრუნდნენ. ისრაელები მეტად აღარ იყვნენ გაყოფილნი (ეზეკ. 37:21, 22). ისინი კვლავ გაერთიანებულად სცემდნენ იეჰოვას თაყვანს. ამ გაერთიანების შესახებ აგრეთვე იწინასწარმეტყველეს ესაიამ და იერემიამ (ეს. 11:12, 13; იერ. 31:1, 6, 31).
წმინდა თაყვანისმცემლობასთან დაკავშირებულ რომელ მნიშვნელოვან ფაქტზე ამახვილებს ყურადღებას ეს წინასწარმეტყველება? იეჰოვა გააერთიანებდა თავის თაყვანისმცემლებს (ეზეკ. 37:18, 19). შესრულდა ჩვენს დროში ეს დაპირება ერთიანობის შესახებ? რა თქმა უნდა! ამ წინასწარმეტყველების შესრულება დაიწყო 1919 წელს, როცა ღმერთმა თანდათანობით მოახდინა თავისი ხალხის რეორგანიზება და გააერთიანა ისინი. სატანის მიერ მათი დაყოფის ყველა მცდელობა კრახით დასრულდა.
იმ პერიოდში ღვთის გაერთიანებულ თაყვანისმცემელთა უმეტესობას ზეცაში იესოსთან ერთად მეფეებად და მღვდლებად გახდომის იმედი ჰქონდა (გამოცხ. 20:6). ისინი შეგვიძლია იუდას ჯოხს შევადაროთ. თუმცა დროთა განმავლობაში იზრდებოდა მიწიერი იმედის მქონეთა რიცხვი, რომლებიც ამ სულიერ იუდეველებს შეუერთდნენ (ზაქ. 8:23). მათ არ ჰქონდათ ქრისტესთან ერთად მმართველობის იმედი, ამიტომ ისინი შეგვიძლია იოსების ჯოხს შევადაროთ.
დღეს ამ ორი ჯგუფისგან შემდგარი იეჰოვას ხალხი გაერთიანებულად მსახურობს ერთი მეფის, იესო ქრისტეს ხელმძღვანელობით, რომელსაც იეჰოვამ წინასწარმეტყველურად უწოდა „ჩემი მსახური დავითი“ (ეზეკ. 37:24, 25). იესო ლოცულობდა, რომ მისი მიმდევრები ისევე ყოფილიყვნენ ერთობაში, როგორც ის და მამა იყვნენ ერთობაში * (იოან. 17:20, 21). იესომ აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ ცხებული მიმდევრებისგან შემდგარი მცირე სამწყსო „სხვა ცხვართან“ ერთად „ერთი სამწყსო“ გახდებოდა და მათ „ერთი მწყემსი“ ეყოლებოდა (იოან. 10:16). იესოს ეს სიტყვები შესანიშნავად აღწერს დღეს იეჰოვას ხალხს შორის არსებულ სულიერ ერთიანობას მათი იმედის მიუხედავად.
^ აბზ. 6 აღსანიშნავია, თუ რა თანმიმდევრობით მოიყვანა იესომ მაგალითები, რომლებიც მისი მოსვლის ნიშნის ნაწილი გახდა. თავიდან მან ისაუბრა „ერთგულ და გონიერ მონაზე“, ცხებული ძმების პატარა ჯგუფზე, რომელსაც ღვთის ხალხისთვის უნდა ეხელმძღვანელა (მათ. 24:45—47). შემდეგ მოიყვანა მაგალითები, რომლებიც ყველა ზეციერი იმედის მქონეს ეხებოდა (მათ. 25:1—30). ბოლოს ისაუბრა მათზე, ვისაც მიწიერი იმედი ექნებოდა და ქრისტეს ძმებს დაუჭერდა მხარს (მათ. 25:31—46). მსგავსად, ეზეკიელის წინასწარმეტყველება ჩვენს დროში უპირველესად ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებზე უნდა შესრულებულიყო. თუმცა ათტომიანი სამეფო ჩვეულებრივ არ განასახიერებს მათ, ვისაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვს, ეს წინასწარმეტყველება კარგად აღწერს მიწიერი და ზეციერი იმედის მქონე ქრისტიანებს შორის არსებულ ერთობას.