ვის თვალში გსურთ აღიარების მოპოვება?
„ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“ (ებრ. 6:10).
1. რის სურვილი გვაქვს ყველას და რა იგულისხმება ამაში?
რას გრძნობთ ხოლმე, როცა იმ ადამიანს, ვისაც იცნობთ და პატივს სცემთ, ავიწყდება თქვენი სახელი, ან უარესი, ვერც კი გცნობთ? ალბათ, გული გწყდებათ, რადგან ყველას გვსურს, გვიცნობდნენ და გვაფასებდნენ. თუმცა ამაში ჩვენი ვინაობის ცოდნაზე მეტი იგულისხმება. ჩვენ ისიც გვსურს, რომ მათ გარკვეული წარმოდგენა ჰქონდეთ იმაზე, თუ როგორი ადამიანები ვართ და რა გაგვიკეთებია ცხოვრებაში (რიცხ. 11:16; იობ. 31:6).
2, 3. რატომ შეიძლება სხვებისგან დაფასების სურვილი უმართებულო გახდეს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე)
2 არასრულყოფილების გამო ჩვენში ჩადებული სხვა სურვილების მსგავსად შეიძლება ვერც სხვებისგან დაფასების სურვილი გავაწონასწოროთ და უკიდურესობაში გადავვარდეთ. სატანის ქვეყნიერება ადამიანებს დიდებისა და აღიარების მოპოვებისკენ უბიძგებს და სურს, რომ მთელი ყურადღება მათ საკუთარ თავზე გადაიტანონ და არა ზეციერ მამაზე, იეჰოვა ღმერთზე, რომელიც გამოცხ. 4:11).
ნამდვილად იმსახურებს აღიარებასა და თაყვანისცემას (3 იესოს დროს ზოგიერთ რელიგიურ წინამძღოლს არასწორი შეხედულება ჰქონდა აღიარებაზე. იესომ გააფრთხილა თავისი მიმდევრები: „ერიდეთ მწიგნობრებს, რომლებსაც მოსწონთ გრძელი სამოსლით სიარული, მოედნებზე მისალმება, წინა [საუკეთესო] ადგილები სინაგოგებში და საპატიო ადგილები ვახშმებზე“. შემდეგ კი დასძინა: „ისინი უფრო მკაცრ სასჯელს მიიღებენ“ (ლუკ. 20:46, 47). მათგან განსხვავებით იესომ შეაქო ღარიბი ქვრივი, რომლის მცირედი შესაწირავი შეიძლება სხვებმა ვერც კი შენიშნეს (ლუკ. 21:1—4). აშკარაა, რომ იესოს აღიარებაზე სხვებისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდა. ეს სტატია დაგვეხმარება, რომ ამ საკითხზე ყოველთვის სწორი ანუ ღვთისმოსაწონი თვალსაზრისი გვქონდეს.
ყველაზე დიდი აღიარება
4. რომელია უდიდესი აღიარება და რატომ?
4 რომელია უდიდესი აღიარება, რისკენაც უნდა ვისწრაფოთ? ეს არ არის ის, რასაც ხალხი უმაღლეს განათლებაში, ბიზნესში, სპორტსა და შოუ-ბიზნესში ეძებს. დაფიქრდით, რომელ აღიარებაზე საუბრობს პავლე: „ახლა, როცა შეიცანით ღმერთი, უფრო მეტიც, როცა ღმერთმა გცნოთ, როგორღა უბრუნდებით სუსტ და უბადრუკ პრინციპებს და გსურთ, ხელახლა დაემონოთ მათ?“ (გალ. 4:9). რამხელა პატივია, რომ სამყაროს უზენაესი მმართველი გვცნობს! მას სურს, რომ დაგვიახლოვდეს. როგორც ერთი ბიბლეისტი ამბობს, ის კეთილგანწყობილი ხდება ჩვენდამი. როცა იეჰოვა თავის მეგობრებად გვაღიარებს, ჩვენი არსებობის მიზანს ვამართლებთ (ეკლ. 12:13, 14).
5. რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ თავის მეგობრებად გვცნოს?
5 ჩვენ ვიცით, რომ მოსე იეჰოვას მეგობარი იყო. როცა სთხოვდა, რომ მისი გზების შესახებ მეტი გაემჟღავნებინა, იეჰოვამ უთხრა: „რაც მითხარი, იმასაც გავაკეთებ, რადგან წყალობა პოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ“ (გამ. 33:12—17). ჩვენც ვიღებთ შესანიშნავ კურთხევებს, როცა იეჰოვა პირადად გვიცნობს. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ თავის მეგობრებად გვცნოს? ჩვენ უნდა შევიყვაროთ ღმერთი და ცხოვრება უნდა მივუძღვნათ მას (წაიკითხეთ 1 კორინთელების 8:3).
6, 7. რამ შეიძლება დაგვაკარგვინოს იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა?
6 თუმცა ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ზეციერ მამასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. გალატელი ქრისტიანების მსგავსად, რომელთაც პავლემ მისწერა, არც ჩვენ უნდა დავემონოთ ამ ქვეყნიერების „სუსტ და უბადრუკ პრინციპებს“; ამაში ისიც იგულისხმება, რომ არ ვეძებოთ მისგან აღიარება (გალ. 4:9). პირველ საუკუნეში მცხოვრებმა გალატელმა ქრისტიანებმა სულიერი პროგრესი განიცადეს და ღმერთმაც ცნო ისინი. მაგრამ პავლემ თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი ისევ უბრუნდებოდა ფუჭ საქმეებს. ფაქტობრივად, ის მათ ეუბნებოდა: „მას შემდეგ, რაც ამდენს მიაღწიეთ, რატომღა უბრუნდებით უგუნურ და არაფრის მომცემ საქმეებს, რომელთაც ერთ დროს ზურგი აქციეთ?!“.
7 შესაძლებელია, რომ ჩვენც აღმოვჩნდეთ მსგავს მდგომარეობაში? გამორიცხული არ არის. როცა იეჰოვა გავიცანით, პავლეს მსგავსად შეიძლება ჩვენც ვთქვით უარი იმაზე, რაც სატანის ქვეყნიერებაში მიღწევად ითვლება (წაიკითხეთ ფილიპელების 3:7, 8). შესაძლოა უარი ვთქვით უმაღლესი განათლების მიღებაზე, დაწინაურებაზე ან დიდი ფულის შოვნაზე. შეიძლება ჩვენი მუსიკალური ნიჭი ან სპორტული მონაცემები სახელისა და სიმდიდრის მოსახვეჭად არ გამოვიყენეთ (ებრ. 11:24—27). რა უგუნურება იქნებოდა, თუ დღეს ასეთ კარგ გადაწყვეტილებებს ხელიდან გაშვებულ შესაძლებლობად ჩავთვლიდით! ამან შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ იმას დავუწყოთ ძებნა, რაც ერთ დროს ქვეყნიერების „სუსტ და უბადრუკ“ საქმეებად მივიჩნიეთ. *
გაიძლიერეთ სურვილი
8. რა გაგვიძლიერებს იმის სურვილს, რომ იეჰოვასგან ვეძებოთ აღიარება?
8 რა გაგვიძლიერებს იმის სურვილს, რომ იეჰოვასგან ვეძებოთ აღიარება და არა ქვეყნიერებისგან? საჭიროა, გვახსოვდეს ორი მნიშვნელოვანი აზრი. პირველი, იეჰოვა ყოველთვის აღიარებს მათ, ვინც ერთგულად ემსახურება მას (წაიკითხეთ ებრაელების 6:10; 11:6). ის ძალიან აფასებს თითოეულ ერთგულ მსახურს და უსამართლობად მიიჩნევს მათ უგულებელყოფას. იეჰოვა ყოველთვის „იცნობს თავისას“ (2 ტიმ. 2:19). მან იცის „მართალთა გზა“ და ის, თუ „როგორ დაიხსნას [ისინი] განსაცდელისგან“ (ფსალმ. 1:6; 2 პეტ. 2:9).
9. როგორ ცხადყო იეჰოვამ, რომ იწონებდა თავის ხალხს? მოიყვანეთ მაგალითი.
9 ზოგჯერ იეჰოვა განსაკუთრებული სახით ცხადყოფდა, რომ იწონებდა თავის ხალხს (2 მატ. 20:20, 29). გაიხსენეთ, როგორ დაიხსნა იეჰოვამ წითელ ზღვასთან თავისი ხალხი, რომელთაც ფარაონის ძლიერი ჯარი მისდევდა (გამ. 14:21—30; ფსალმ. 106:9—11). ეს იმდენად განსაკუთრებული მოვლენა იყო, რომ მსოფლიოს იმ ნაწილში მცხოვრები ხალხი დაახლოებით 40 წლის შემდეგაც კი ამაზე ლაპარაკობდა (იეს. 2:9—11). დღეს, როცა დიდი ხნით ადრე ნაწინასწარმეტყველებ გოგ მაგოგელის თავდასხმას ველით, ძალიან გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ასეთი განსაკუთრებული სახით ავლენდა სიყვარულსა და ძალას თავისი ხალხის საკეთილდღეოდ (ეზეკ. 38:8—12). მაშინ, როცა ეს თავდასხმა მოხდება, უფრო მეტად დავაფასებთ, რომ იეჰოვასგან ვეძებდით აღიარებას და არა ამ ქვეყნიერებისგან!
10. კიდევ რა უნდა გვახსოვდეს, როცა იეჰოვასგან აღიარებას ველით?
10 ჩვენ მეორე მნიშვნელოვანი აზრიც უნდა გვახსოვდეს: იეჰოვამ შეიძლება ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით დაგვანახვოს, რომ გვიცნობს. მათზე, ვინც კარგ საქმეებს მხოლოდ სხვების დასანახად აკეთებს, ნათქვამია, რომ იეჰოვასგან ვერ მიიღებენ აღიარებას, რადგან მათ უკვე სრულად მიიღეს თავიანთი საზღაური, როცა ადამიანთა თვალში განდიდდნენ (წაიკითხეთ მათეს 6:1—5). მაგრამ იესომ თქვა, რომ იეჰოვა ამჩნევს იმ ადამიანებს, რომელთა კარგი საქმეებიც დაფარულში დარჩა და რისთვისაც სხვებისგან არ დაფასებულან. მას შეუმჩნეველი არ რჩება მათი კარგი საქმეები და თითოეულს სათანადოდ მიუზღავს. თუმცა ზოგჯერ იეჰოვა ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით გვაჯილდოებს. განვიხილოთ რამდენიმე მაგალითი.
იეჰოვა წარმოუდგენელი სახით აღიარებს თავმდაბალ ახალგაზრდა ქალს
11. როგორ აღიარა იეჰოვამ მარიამი?
11 როცა ღვთის ძის განკაცების დრო დადგა, იეჰოვამ თავმდაბალი ქალწული, მარიამი აირჩია, რომ ამ განსაკუთრებული ბავშვის დედა გამხდარიყო. მარიამი არაფრით გამორჩეულ ქალაქ ნაზარეთში ცხოვრობდა, რომელიც იერუსალიმიდან და მისი დიდებული ტაძრიდან საკმაოდ შორს მდებარეობდა (წაიკითხეთ ლუკას 1:26—33). რატომ ხვდა მარიამს წილად ამხელა პატივი? ანგელოზმა გაბრიელმა მას უთხრა: „ღვთის კეთილგანწყობა პოვე“. მარიამის სულიერი მოწიფულობა მოგვიანებით ელისაბედთან საუბრის დროს გამოჩნდა (ლუკ. 1:46—55). დიახ, იეჰოვა აკვირდებოდა მარიამს და სწორედ მისი ერთგულების გამო არგუნა ეს წარმოუდგენელი პატივი.
12, 13. როგორი აღიარება მიიღო იესომ დაბადებისას და 40 დღის შემდეგ ტაძარში მიყვანისას?
ლუკ. 2:8—14). სწორედ ამ მწყემსებმა მოინახულეს ახალშობილი იესო (ლუკ. 2:15—17). ალბათ, მარიამსა და იოსებს სასიამოვნოდ გააკვირვებდა, რომ იეჰოვამ ასეთი სახით აღიარა თავისი ძე. დაფიქრდით, მოქმედების რა განსხვავებულ გზებს ირჩევენ იეჰოვა და სატანა! როცა სატანამ ასტროლოგები გაგზავნა იესოსა და მისი მშობლების სანახავად, იესოს დაბადების ამბავმა მთელი იერუსალიმი ააფორიაქა (მათ. 2:3). მისი დაბადების ასეთ გახმაურებას ბევრი უდანაშაულო ბავშვი ემსხვერპლა (მათ. 2:16).
12 როცა მარიამმა იმშობიარა, იეჰოვას თავისი ძის დაბადების ამბავი იერუსალიმისა და ბეთლემის პატივდებული გამგებლებისთვის არ გაუმჟღავნებია. ანგელოზები თავმდაბალ მწყემსებს გამოეცხადნენ, რომლებიც ბეთლემთან ახლოს ფარას დარაჯობდნენ (13 იესოს დაბადებიდან 40 დღის შემდეგ მარიამს შესაწირავი უნდა მიეტანა იეჰოვასთვის იერუსალიმის ტაძარში, რომელიც ბეთლემიდან დაახლოებით 9 კილომეტრში მდებარეობდა (ლუკ. 2:22—24). იოსებთან და იესოსთან ერთად მგზავრობის დროს მარიამს ალბათ აინტერესებდა, გააკეთებდა თუ არა მღვდელი ღვთისმსახურების დროს განსაკუთრებულ აქცენტს იესოს მომავალ როლზე. იესო აღიარეს, მაგრამ არა ისე, როგორც მარიამი მოელოდა. იეჰოვამ „მართალი და ღვთისმოშიში“ სიმონისა და 84 წლის ქვრივი წინასწარმეტყველის, ანას პირით გააცხადა, რომ ეს ბავშვი დაპირებული მესია ანუ ქრისტე გახდებოდა (ლუკ. 2:25—38).
14. რა კურთხევები მიიღო მარიამმა იეჰოვასგან?
14 რის თქმა შეიძლება მარიამზე? შემდგომშიც სათანადოდ აღიარებდა იეჰოვა მარიამს იმის გამო, რომ ერთგულად ზრუნავდა ღვთის ძეზე და ზრდიდა მას? დიახ, და ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ღვთის ნებით მისი სიტყვები და საქმეები ბიბლიაში ჩაიწერა. როგორც ჩანს, მარიამს მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, რომ იესოს სამწელიწადნახევრიანი მსახურების მანძილზე მის გვერდით ყოფილიყო. ალბათ, როგორც ქვრივი, მარიამი ნაზარეთში უნდა დარჩენილიყო. თუმცა მან საკუთარი თვალით ვერ ნახა ბევრი შესანიშნავი შემთხვევა, იესოს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მის გვერდით იყო (იოან. 19:26). მოგვიანებით, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულს მიიღებდნენ, მარიამი იესოს მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში იყო (საქ. 1:13, 14). დიდი ალბათობაა, რომ ისიც მათ შორის იყო, ვისზეც წმინდა სული გადმოვიდა. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მას მთელი მარადიულობის განმავლობაში იესოსთან ერთად ზეცაში ყოფნის შესაძლებლობა მიეცა. ეს მართლაც საოცარი ჯილდოა ერთგულებისთვის!
იეჰოვა აღიარებს თავის ძეს
15. როგორ ცხადყო იესოს დედამიწაზე ყოფნის დროს იეჰოვამ, რომ იწონებდა თავის ძეს?
15 იესო არ ისწრაფოდა, რომ რელიგიური ან პოლიტიკური წინამძღოლების თვალში პატივისცემა მოეპოვებინა. როგორი გამამხნევებელი იქნებოდა მისთვის, როცა სამ სხვადასხვა შემთხვევაში იეჰოვა ზეციდან დაელაპარაკა და თავის ძედ აღიარა. იესოს მდინარე იორდანეში მონათვლის შემდეგ იეჰოვამ თქვა: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე“ (მათ. 3:17). როგორც ჩანს, იოანე ნათლისმცემელი ერთადერთი იყო, ვინც იესოს გარდა ეს სიტყვები მოისმინა. იესოს სიკვდილამდე დაახლოებით ერთი წლით ადრე სამმა მოციქულმაც მოისმინა იეჰოვას სიტყვები: „ეს არის ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე. მას უსმინეთ“ (მათ. 17:5). ბოლოს იეჰოვა თავის ძეს სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ესაუბრა ზეციდან (იოან. 12:28).
16, 17. რა წარმოუდგენელი სახით განადიდა იეჰოვამ იესო?
მათ. 26:39, 42). „მან სირცხვილი არაფრად ჩააგდო და ბოძზე წამებას გაუძლო“, რადგან მამისგან ეძებდა აღიარებას და არა ქვეყნიერებისგან (ებრ. 12:2). როგორ აღიარა იეჰოვამ იესო?
16 მიუხედავად იმისა, რომ იესოს სამარცხვინო სიკვდილი ელოდა და ღვთისმგმობლად შერაცხავდნენ, ის ლოცულობდა, რომ იეჰოვას ნება შესრულებულიყო და არა მისი (17 დედამიწაზე ყოფნისას იესო ლოცვაში სთხოვდა ღმერთს, რომ ზეცაში იგივე დიდება მიეღო, რაც მანამდე მის გვერდით ყოფნის დროს ჰქონდა (იოან. 17:5). არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ იესოს ამაზე მეტი სურდა. ის არ მოელოდა, რომ ზეცაში უფრო მაღალ მდგომარეობას დაიკავებდა. მაგრამ როგორ მოიქცა იეჰოვა? მან წარმოუდგენელი სახით განადიდა თავისი ძე. მკვდრეთით აღდგომის შემდეგ „ის უფრო მეტად აამაღლა“ და ისეთი რამ მისცა, რაც მანამდე არავის მიუღია — იესო უკვდავი სულიერი ქმნილება გახდა * (ფილ. 2:9; 1 ტიმ. 6:16). ამგვარად იეჰოვამ წარმოუდგენელი სახით აღიარა თავისი ძე. ეს მართლაც საოცარი ჯილდოა ერთგულებისთვის!
18. რა დაგვეხმარება, რომ აღიარება არ ვეძებოთ ქვეყნიერებისგან?
18 რა დაგვეხმარება, რომ აღიარება არ ვეძებოთ ქვეყნიერებისგან? გახსოვდეთ, რომ იეჰოვა ყოველთვის აღიარებს და აჯილდოებს თავის ერთგულ მსახურებს და ხშირად ამას წარმოუდგენელი სახით აკეთებს. მომავალში მართლაც წარმოუდგენელი კურთხევები გველის! მაგრამ დღეს, როცა ამ ბოროტ ქვეყნიერებაში გასაჭირისა და განსაცდელების ატანა გვიწევს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წარსულს ჩაჰბარდება ეს ქვეყნიერება იმ ყველაფერთან ერთად, რასაც გვთავაზობს და რამაც შეიძლება აღიარება მოგვიტანოს (1 იოან. 2:17). ჩვენი მოსიყვარულე მამა იეჰოვა „უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს . . . შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის“ გამოვავლინეთ (ებრ. 6:10). დიახ, ის აუცილებლად გვაღიარებს და შეიძლება ეს ჩვენთვის წარმოუდგენელი სახით გააკეთოს!