იცოდით თუ არა?
იუდეველთა რომელი ჩვეულების გამო დაგმო იესომ დაფიცება?
მოსეს კანონის თანახმად, დაფიცება ზოგჯერ მიზანშეწონილი იყო. თუმცა იესოს დროს ის იმდენად ჩვეულებრივი გახდა, რომ ხალხი თითქმის ყველა სიტყვაზე იფიცებდა. ხშირად ამის მიზეზი ის იყო, რომ თავიანთი ნათქვამი სხვებისთვის უფრო სარწმუნო გაეხადათ. იესომ ორჯერ დაგმო დაფიცების მიმართ ასეთი არასერიოზული დამოკიდებულება. ამის საპირისპიროდ ის ასწავლიდა: „თქვენი დიახ იყოს დიახ, არა კი — არა“ (მათ. 5:33—37; 23:16—22).
„ახალი აღთქმის თეოლოგიური ლექსიკონის“ თანახმად, ის, თუ რამდენად ჰქონდათ ძვალსა და რბილში გამჯდარი ებრაელებს თავიანთი ნათქვამის ფიცით გამყარება, კარგად ჩანს თალმუდიდან, სადაც დაწვრილებით არის ახსნილი, რა შემთხვევაშია აუცილებელი ფიცის შესრულება და რა შემთხვევაში არა.
ამ ცუდ ჩვეულებას მხოლოდ იესო არ განსჯიდა. მაგალითად, ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი იუდეველთა ერთი სექტის შესახებ წერდა: „ისინი არ იფიცებენ. მათთვის დაფიცება ცრუმოწმეობაზე უარესია. მათ თვალში ის, ვისაც ღვთის დაფიცების გარეშე არ უჯერებენ, უკვე განსჯილია“. ებრაულ აპოკრიფულ წიგნში „სიბრძნე ზირაქისა“ (23:11) მსგავს აზრს ვკითხულობთ: „[მუდმივად] მოფიცარი, უსჯულოებით აღივსება“ (საქართველოს საპატრიარქოს გამოცემა). იესო განსჯიდა მათ, რომლებიც უმნიშვნელო საკითხებზე იფიცებდნენ. ამგვარად, თუ ყოველთვის სიმართლეს ვილაპარაკებთ, ჩვენი სიტყვების სიმართლეში სხვების დასარწმუნებლად დაფიცება არ დაგვჭირდება.