რამდენად უვნებელია ხალიჩები?
რამდენად უვნებელია ხალიჩები?
რამდენ დროს ატარებთ ისეთ შენობაში, სადაც ხალიჩებია დაფენილი? როგორც ლონდონში გამომავალი ჟურნალი „ნიუ საიენტისტი“ იუწყება, პასუხი შეიძლება დამაფიქრებელი იყოს, განსაკუთრებით კი მათთვის, ვისაც ბავშვები ჰყავთ.
ჟურნალში ნათქვამია: „ჩვენზე გარემოს დაბინძურება სახლში 10—50-მდე უფრო მეტად მოქმედებს და უფრო მაღალია, ვიდრე ქუჩაში“. ჯონ რობერტსი, გარემოს დაცვის მუშაკი შეერთებულ შტატებში, აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივი ოჯახიდან აღებული ხალიჩის მტვერი შეიძლება შემაშფოთებლად დაბინძურებული იყოს. ვინაიდან ეს მტვერი შეიცავს ტყვიას, კადმიუმს, ვერცხლისწყალს, პესტიციდს და კანცეროგენულ პოლიქლორიდულ დიფენილებს და არომატულ ნახშირწყალბადებს.
როგორც იუწყებიან სახლში ფეხსაცმლითა და ცხოველების თათებით შეტანილმა პესტიციდებმა ხალიჩაში შეიძლება 400-ჯერ გაზარდოს პესტიციდების შემცველობა. ეს დაბინძურება წლიდან წლამდე უარესდება. რადგან პესტიციდები და არომატული ნახშირწყალბადები ნახევრად აქროლადია; ნელ-ნელა ქროლდება, იფანტება და ხალიჩაზე ან სხვა რაიმეს ზედაპირზე ედება.
ბავშვები კი ხშირად თამაშობენ იატაკზე და შემდეგ თითებს პირში იდებენ. ამიტომ ეს დაბინძურება მათზე უფრო მოქმედებს. რადგან ბავშვებს უფროსებთან შედარებით ნივთიერებათა ცვლა უფრო სწრაფი აქვთ და შესაბამისად უფრო მეტ ჰაერს ისუნთქავენ.
ზოგიერთი მკვლევარი ფიქრობს, უწყობს თუ არა ხელს სახლში უფრო მეტი ხალიჩების არსებობა ბავშვებში ასთმის, ალერგიისა და კიბოს განვითარებას? რობერტსი აღნიშნავს: „ისეთი სახლებში, სადაც ან სულ არ არის ხალიჩა, ანდა ძალიან ცოტაა, მტვრის რაოდენობა იმის მეათედი იქნება, რაც მთლიანად ხალიჩით დაფარული იატაკის მქონე სახლში“.
რობერტსი გვირჩევს, რომ თუ გვინდა, ხალიჩა უვნებელი იყოს, ხშირად და გულდასმით უნდა გავწმინდოთ მტვერსასრუტით. ასე რომ, კვირაში ერთხელ შემოსასვლელში 25-ჯერ უნდა გაუსვა მტვერსასრუტი, 16-ჯერ იქ, სადაც ხშირად დადიხარ და 8-ჯერ კი სხვა ადგილებში.
თუ ყოველკვირა იმის ნახევარს მაინც გააკეთებთ, რაც ზემოთ იყო რეკომენდებული, ოთახში მტვრის რაოდენობას შეამცირებთ. რობერტსი აგრეთვე გვირჩევს: „სახლის ყოველ შესასვლელში სქელი ფეხსაწმენდი დააფინეთ და შესვლისას ფეხები კარგად გაიწმინდეთ“.