არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

საყვარელი ცხოველი თუ დაუნდობელი მკვლელი?

საყვარელი ცხოველი თუ დაუნდობელი მკვლელი?

საყვარელი ცხოველი თუ დაუნდობელი მკვლელი?

„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან პოლონეთში

სავარჯიშოდ გამოსულ ადამიანს, რომელიც თავისთვის ნელა მირბის, გაავებული ძაღლი ესხმის თავს და ის სისხლისგან დაცლილი კვდება. გოგონას თავისივე როტვეილერი კლავს. მაწანწალა გერმანული ნაგაზი მშობლების თვალწინ სასიკვდილო ჭრილობას აყენებს ცხრა წლის ბიჭს. ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ ტრაგედიებიდან, რომელთა მიზეზიც წმინდასისხლიანი ძაღლები ხდებიან პოლონეთში.

ასეთი ტრაგიკული შემთხვევები რომ თავიდან აირიდონ, ზოგ ადგილას ხელისუფლების წარმომადგენლები მხოლოდ მას შემდეგ აძლევენ ხალხს ზოგიერთი ჯიშის ძაღლის ყოლის უფლებას, როცა ისინი სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ. მაგრამ პოლონეთის კინოლოგთა კავშირის წევრს, ბარბარა ზალესკას, განსხვავებული აზრი აქვს. მისი თქმით, სერტიფიკატის გაცემის მიზანი მხოლოდ ძაღლის ავკარგიანობის დადასტურება კი არ უნდა იყოს, არამედ იმისაც — აქვს თუ არა საერთოდ ამა თუ იმ ადამიანს ძაღლის ყოლის უფლება, „იმიტომ რომ სწორედ პატრონზეა დამოკიდებული, ინგლისური ბულდოგები, როტვეილერები და ბულტერიერები გარეულ მხეცებად იქცევიან თუ ადამიანების მეგობრებად დარჩებიან“.

ზოგჯერ ძაღლებს განზრახ წვრთნიან მკვლელებად. როგორც ამბობენ, გაწვრთნის ზოგიერთი მეთოდია ცხოველის ცემა, დამშევა და თვით „ქილერად“ მომზადებაც, რაც იმაში გამოიხატება, რომ ძაღლს ადამიანის ხელოვნურ ფიგურაზე თადასხმასა და მის დაგლეჯვას ასწავლიან. გარდა ამისა, გასაწვრთნელ ძაღლს სასიკვდილოდ განწირულ დასუსტებულ ძაღლებთან აჩხუბებენ. უკვე გაწვრთნილ ძაღლებს კი ძაღლების ჩხუბში აღებინებენ მონაწილეობას, რომლებიც აზარტული მოთამაშეებისა და სისხლმოწყურებული მაყურებლების ჟინის დასაკმაყოფილებლად იმართება.

ბიბლიაში ცხადად არის ნაჩვენები ღვთის თვალსაზრისი ცხოველებისადმი სასტიკ მოპყრობაზე. მასში ნათქვამია: „მართალი ზრუნავს თავისი პირუტყვის სიცოცხლეზე, ბოროტეულთა გული კი სასტიკია“ (იგავნი 12:10). ისინი, ვისაც ღვთისმოსაწონად სურთ ცხოვრება, სადისტურად არ ეპყრობიან ცხოველებს. რა კარგია, რომ ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოველების მკვლელებად გაწვრთნის ჩვეულება — იქნება ეს სპორტული შეჯიბრებებისთვისა თუ სხვა მიზნებით — წარსულს ჩაჰბარდება (ფსალმუნი 36:9—11).