არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე უნდა იყოს თქვენი რწმენა დაფუძნებული?
ბიბლიის თვალსაზრისი
არქეოლოგიური გათხრების შედეგებზე უნდა იყოს
თქვენი რწმენა დაფუძნებული?
1873 წელს ინგლისელი მღვდელი სამუელ მენინგი იერუსალიმის შესახებ წერდა: „დედამიწის კიდეებიდან დაძრული პილიგრიმები („წმინდა ადგილას“ სალოცავად მიმავალი მორწმუნეები), რომლებსაც საოცრად იზიდავდა ეს ადგილი, [იერუსალიმში] იყრიდნენ თავს. ჩამონგრეული კედლები, ჭუჭყიანი ქუჩები და ნანგრევები მილიონობით ადამიანში უზომოდ დიდსა და შიშნარევ ინტერესს იწვევს. არც ერთი სხვა ადგილი დედამიწაზე ასე ძლიერ არ აღელვებს ადამიანებს“.
„წმინდა მიწა“, სულ მცირე, რომის იმპერატორ კონსტანტინეს დროიდან იზიდავს ხალხს *. პილიგრიმები იქ თითქმის 1 500 წლის მანძილზე დადიოდნენ, რათა პირადად მოენახულებინათ „წმინდა მიწა“, რომელთანაც რელიგია აკავშირებდათ. მაგრამ გასაკვირი ისაა, რომ პილიგრიმებს მეცნიერები მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში შეუერთდნენ, რითაც საფუძველი ჩაუყარეს ბიბლიურ არქეოლოგიას — მეცნიერებას, რომელიც „წმინდა მიწის“ მატერიალური კულტურის ნაშთების, ტერიტორიის, მის მკვიდრთა და მათი ენების შესწავლას შეუდგა.
არქეოლოგების მონაპოვრებმა საკმაო შუქი მოჰფინა ბიბლიური დროის ბევრ ასპექტს. ამასთანავე, არქეოლოგიური მონაპოვრები, ხშირად, ბიბლიური ისტორიის სიზუსტეს ცხადყოფდა. მაგრამ არის კი ასეთი ცოდნა აუცილებელი ქრისტიანული რწმენისთვის? ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად, მოდი ყურადღება მივაპყროთ იმ ადგილს, სადაც უამრავი არქეოლოგიური გათხრა წარმოებდა — ქალაქ იერუსალიმსა და მის ტაძარს.
„ქვა ქვაზე არ დარჩება“
ახ. წ. 33 წლის გაზაფხულზე, იუდეველთა კალენდრით 11 ნისანს, იესო ქრისტემ მარკოზი 13:1).
უკანასკნელად დატოვა იერუსალიმის ტაძარი და ზეთისხილის მთისკენ გაეშურა. ამ დროს მას რამდენიმე მოწაფე ახლდა თან. გზად ერთ-ერთმა მათგანმა წამოიძახა: „შეხედე, მოძღვარო, რა ქვებია და რა შენობები!“ (ამ ერთგულ იუდეველებს ძალიან უყვარდათ ღმერთი და მისი ტაძარი. ისინი ამაყობდნენ შენობათა ამ დიდებული კომპლექსით და იმ 15-საუკუნოვანი ტრადიციებით, რომლებიც მასთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც იესოს პასუხი მათთვის გამაოგნებელი იყო: „ხედავ ამ დიდ შენობებს? ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოიქცეს“ (მარკოზი 13:1, 2).
იმ დროს, როდესაც აღთქმული მესია უკვე მოსული იყო, როგორ დაუშვებდა ღმერთი თავისივე ტაძრის დანგრევას? იესოს მოწაფეებმა, დროთა განმავლობაში, მხოლოდ სულიწმიდის დახმარებით შეძლეს მისი სიტყვების სრულად გაგება. მაგრამ რა კავშირი აქვს იესოს სიტყვებს ბიბლიურ არქეოლოგიასთან?
ახალი „ქალაქი“
ახ. წ. 33 წელს, ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ებრაელმა ერმა ღვთის კეთილგანწყობა დაკარგა (მათე 21:43). ამ ერის ადგილი დაიკავა გაცილებით დიდებულმა ზეციურმა მთავრობამ, რომელიც მთელ კაცობრიობას მოუტანს კურთხევებს (მათე 10:7). იესოს წინასწარმეტყველების თანახმად, იერუსალიმი თავის ტაძართან ერთად ახ. წ. 70 წელს განადგურდა. არქეოლოგია ადასტურებს ამ მოვლენის ბიბლიურ ჩანაწერს. მაგრამ ქრისტიანების რწმენა ამ ძველი ტაძრის ნაშთების აღმოჩენა-არაღმოჩენაზე არ არის დამოკიდებული. მათი რწმენა სხვა იერუსალიმს უკავშირდება — ეს კი სრულიად სხვაგვარი ქალაქია.
ახ. წ. 96 წელს მოციქულმა იოანემ, რომელმაც მოისმინა იესოს წინასწარმეტყველება იერუსალიმისა და მისი ტაძრის დანგრევის შესახებ და ამ წინასწარმეტყველების შესრულების მომსწრეც გახდა, შემდეგი ხილვა ნახა: „ვიხილე წმიდა ქალაქი ახალი იერუსალიმი, რომელიც ღვთისაგან ეშვებოდა ციდან“. ტახტიდან მას ასეთი ხმა შემოესმა: „ის დამკვიდრდება მათ [ადამიანებს] შორის, ისინი იქნებიან მისი ერი და თვით ღმერთი იქნება მათთან. მოსწმედს ყველა ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი. გლოვა, გოდება და ტკივილიც აღარ იქნება“ (გამოცხადება 21:2—4).
ეს „ქალაქი“ შედგება იმ ერთგული ქრისტიანებისგან, რომლებიც ქრისტესთან ერთად ზეცაში იმეფებენ. ერთობლივად ისინი შეადგენენ ზეციერ მთავრობას — ღვთის სამეფოს — რომელიც დედამიწას უმმართველებს და ათასი წლის განმავლობაში კაცობრიობას კვლავ სრულყოფილებამდე მიიყვანს (მათე 6:10; 2 პეტრე 3:13). პირველ საუკუნეში მცხოვრებ ებრაელ ქრისტიანებს, რომლებიც ამ ჯგუფის შემადგენლობაში უნდა შესულიყვნენ, ესმოდათ, რომ რაგინდ ძვირფასი საუნჯეც უნდა ჰქონოდათ იუდეველთა სისტემაში, ის ვერაფრით ვერ გაუტოლდებოდა ქრისტესთან ერთად ზეცაში მმართველობის პატივს.
მოციქულმა პავლემ, როდესაც იუდაიზმში თავისი ადრინდელი საპატიო მდგომარეობის შესახებ წერდა, აღნიშნა: „რაც ჩემთვის მოგება იყო, ის წაგებად ჩავთვალე ქრისტეს გულისათვის. ახლაც ყველაფერი წაგებად მიმაჩნია ჩემი უფლის იესო ქრისტეს შეცნობის უპირატესობის გულისთვის“ (ფილიპელთა 3:7, 8).
პავლე მოციქული უდიდეს პატივს სცემდა ღვთის რჯულსა და ტაძარს, ამიტომაც მის სიტყვებში არამც და არამც არ იგულისხმება ის, რომ ღვთის ამ ღონისძიებების არად ჩაგდება შეიძლებოდა (საქმეები 21:20—24) *. პავლეს, უბრალოდ, იმის დანახვება უნდოდა, რომ ქრისტიანობა სინამდვილეში იუდეველთა სისტემაზე უპირატესი იყო.
ეჭვგარეშეა, რომ პავლესა და პირველ საუკუნეში მცხოვრები სხვა ებრაელი ქრისტიანებისთვისაც კარგად იყო ცნობილი იუდეველთა სისტემისთვის დამახასიათებელი უამრავი საინტერესო დეტალი. და რადგან არქეოლოგია ფარდას ხდის წარსულს, ამჟამად ქრისტიანებმაც იციან ზოგი რამ ამ დეტალებიდან. მაგრამ დააკვირდით, თუ საითკენ სურს პავლეს ახალგაზრდა ტიმოთეს ყურადღების მიპყრობა: „ამაზე იზრუნე [ქრისტიანულ კრებასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე] და ამაზე იდექი, რათა ყველასათვის ცხადი იყოს შენი წარმატება“ (1 ტიმოთე 4:15).
ბიბლიური არქეოლოგიის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ მან უფრო შეავსო ჩვენი ცოდნა ბიბლიური ეპოქის შესახებ. მაგრამ ქრისტიანებს შეგნებული აქვთ, რომ მათი რწმენა ადამიანების მიერ აღმოჩენილ ფაქტებზე კი არ არის დამყარებული, არამედ ღვთის სიტყვაზე, ბიბლიაზე (1 თესალონიკელთა 2:13; 2 ტიმოთე 3:16, 17).
[სქოლიოები]
^ აბზ. 4 როგორც კონსტანტინე, ისე დედამისი ელენეც დაინტერესებული იყო იერუსალიმის „წმინდა ადგილების“ პოვნით. იმპერატორის დედა პირადად ეწვია იერუსალიმს. მომდევნო საუკუნეებში მის მაგალითს ბევრმა მიჰბაძა.
^ აბზ. 15 ახ. წ. პირველ საუკუნეში იერუსალიმში მცხოვრები ებრაელი ქრისტიანები გარკვეული დროის მანძილზე მოსეს რჯულის სხვადასხვა კანონს იცავდნენ, და როგორც ჩანს, იმ მიზეზით, რომ რჯული იეჰოვასგან მომდინარეობდა (რომაელთა 7:12, 14). ამ რჯულის დაცვა ებრაელ ხალხს ძვალ-რბილში ჰქონდა გამჯდარი (საქმეები 21:20). ის იყო ქვეყნის კანონი და მისადმი გაწეულ ნებისმიერ წინააღმდეგობას ქრისტიანული ცნობისადმი ნამდვილად არასასურველი დაპირისპირების გამოწვევა შეეძლო.
[სურათები 26 გვერდზე]
ზემოთ: იერუსალიმი 1920 წელს; იუდეველთა შორის მიმოქცევაში არსებული რომაული მონეტა, ახ. წ. 43 წ.; სპილოს ძვლისგან გაკეთებული ბროწეული (შესაძლოა, ეკუთვნოდეს სოლომონის ტაძარს), ძვ. წ. მერვე საუკუნე.
[საავტორო უფლება‘]
Pages 2 and 26: Coin: Photograph © Israel Museum, Jerusalem; courtesy of Israel Antiquities Authority; pomegranate: Courtesy of Israel Museum, Jerusalem