გასაღები 2 ვალდებულება
გასაღები 2 ვალდებულება
„ვინც ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ დააშორებს მათ“ (მათე 19:6)
რას ნიშნავს? ბედნიერი ცოლ-ქმრისთვის ქორწინება მუდმივი კავშირია. როცა პრობლემა თავს იჩენს, ისინი მის მოგვარებას ცდილობენ და გამოსავალს გაყრაში არ ეძებენ. მეუღლეები, რომლებიც ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობას გრძნობენ, მშვიდად არიან, რადგან სჯერათ, რომ საქორწინო აღთქმას ორივენი უერთგულებენ.
რატომ არის მნიშვნელოვანი? მოვალეობის გრძნობა ოჯახურ კვანძებს განამტკიცებს. მაგრამ ხშირი კონფლიქტური სიტუაციების გამო წყვილს საქორწინო აღთქმის შესრულება შეიძლება ტვირთად ექცეს. ფაქტობრივად, საქორწინო აღთქმის სიტყვები, „სიკვდილი თუ დაგვაშორებს“, ცარიელ სიტყვებად რჩება. ცოლი და ქმარი შეიძლება ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, მაგრამ საერთო არაფერი ჰქონდეთ. როცა სერიოზული პრობლემა არის გადასაჭრელი, ერთმანეთს შეიძლება ხმაც კი არ გასცენ.
სცადეთ. ქვემომოყვანილი კითხვების დახმარებით გაარკვიეთ, გახსოვთ თუ არა თქვენი ვალდებულება:
▪ მეუღლესთან კამათის დროს ხომ არ ვნანობ, რომ ჩემი ცხოვრება მას დავუკავშირე?
▪ სხვაზე ხომ არ ვოცნებობ?
▪ ხომ არ ვეუბნები ზოგჯერ მეუღლეს: „გტოვებ“, ან „ისეთ ადამიანს ვნახავ, რომელიც დამაფასებს“?
მიზნად დაისახეთ. დაფიქრდით, როგორ შეგიძლიათ ოჯახის განმტკიცება (რამდენიმე რჩევა: დაუწერეთ თქვენს მეუღლეს პატარა ბარათზე თბილი სიტყვები, მისი სურათი სამსახურში გამოსაჩენ ადგილზე დადეთ, ყოველდღე დაურეკეთ მას).
გამოიყენეთ ამ რჩევებიდან ზოგიერთი და გაიგეთ, რა უფრო ესიამოვნება თქვენი ცხოვრების თანამგზავრს.
[სურათი 4 გვერდზე]
მოვალეობის გრძნობა ოჯახს ნგრევისგან იცავს, ისევე როგორც ზღუდე იცავს მძღოლს გზიდან გადავარდნისგან
[საავტორო უფლება]
© Corbis/age fotostock