არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

„შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა!“

„შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა!“

„შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა!“

იეჰოვას მოწმეების საოლქო კონგრესი

● ეს სამდღიანი კონგრესი პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში 21—23 მაისს ჩატარდება, მომდევნო თვეების განმავლობაში კი— მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქში. უმეტეს ქვეყნებში კონგრესის პროგრამა 9:20-ზე მუსიკით დაიწყება. პარასკევის დღის თემაა „ჩემთვის . . . კარგია ღმერთთან დაახლოება“, რომელიც დაფუძნებულია ფსალმუნის 73:28-ზე. კონგრესის თავმჯდომარის მიმართვის შემდეგ წაკითხული იქნება მოხსენებები: „კონგრესები გვეხმარება, შევინარჩუნოთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა“ და „ძეს სურს, რომ მამის შესახებ გაამჟღავნოს“. ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებათა სერია „მიჰბაძეთ მათ, ვინც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა შეინარჩუნა“, რომელშიც განხილული იქნება რუთის, ხიზკიასა და მარიამის მაგალითები. დილის პროგრამა დამთავრდება წამყვანი მოხსენებით „როგორ გვიახლოვდება იეჰოვა“.

პარასკევს ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება პუნქტით „იეჰოვას შესახებ წამოჭრილ კითხვებზე პასუხები“, რის შემდეგაც წაკითხული იქნება მოხსენებები „ნება მიეცით იეჰოვას, გამოგძერწოთ!“ და «ნურასოდეს ‘განრისხდებით იეჰოვაზე’». შემდეგ დაიწყება ხუთნაწილიანი მოხსენებათა სერია „ოჯახის წევრებს შორის სიახლოვე იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას უწყობს ხელს“. ამ მოხსენებების სათაურებია: „იეჰოვა დიდებული მოძღვარია“, „ქმრებო, ესაუბრეთ ცოლებს!“, „ცოლებო, ესაუბრეთ თქვენს ქმრებს!“, „მშობლებო, ესაუბრეთ შვილებს!“ და „შვილებო, ესაუბრეთ მშობლებს!“. ნაშუადღევის პროგრამას დაასრულებს მოხსენება, სათაურით «ქმნილებები ‘ცოცხალი ღვთის’ არსებობას ადასტურებს».

შაბათის თემა „მართლებთან . . . ახლოს არის ღმერთი“, დაფუძნებულია იგავების 3:32-ზე. ხუთი ნაწილისგან შემდგარ მოხსენებათა სერიაში, «დაეხმარეთ ხალხს, ‘შეურიგდნენ ღმერთს’», შესულია შემდეგი მოხსენებები: „ღვთისგან გაუცხოებულნი და უიმედონი“, „ის კითხვებს უსვამდა მათ“, „იყავით მსახურებაში კარგი თანამშრომელი“, „თქვენი კარგი საქციელით უსიტყვოდ მოიპოვეთ ისინი“ და „ენთუზიაზმით განაგრძეთ ქადაგება“. შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებები: „სრული დროით მსახურება იეჰოვასთან ურთიერთობას განგიმტკიცებთ“ და «იეჰოვას მოყვარულთათვის „არ არსებობს . . . დაბრკოლება“». დილის პროგრამას დაასრულებს მოხსენება ნათლობის შესახებ, რის შემდეგაც ჩატარდება ნათლობა.

შაბათის ნაშუადღევის პროგრამა დაიწყება რვანაწილიანი მოხსენებათა სერიით „ნურაფერს მისცემთ საშუალებას, ჩამოგაცილოთ იეჰოვას“ —„სატანის მზაკვრული მეთოდები“, „სიამაყე“, „ფული“, „ჯანმრთელობა“, „კარიერა“, „გართობა და დასვენება“, „ოჯახი“ და „ტექნიკა“. ამას მოჰყვება სპეციალური აუდიოდრამა „გულს ნუ გაიტეხთ, როცა იეჰოვა შეცდომებზე მიგითითებთ!“. დღის პროგრამა დასრულდება მოხსენებით „მიჰბაძეთ იერემიას და შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა!“.

კვირის თემა „იეჰოვას . . . მიეკარით“ დაფუძნებულია იესო ნავეს ძეს 23:8-ზე. დილის ლოცვისა და სიმღერის შემდეგ წარმოდგენილი იქნება მოხსენებათა სერია „დააფასეთ იეჰოვას მიმზიდველი თვისებები“, რომლის დროსაც განიხილება რვა თვისება: „უშუალო“, „თანამგრძნობი“, „დამფასებელი“, „გულუხვი“, „მიუკერძოებელი“, „მიმტევებელი“, „გონიერი“ და „ერთგული“. ამის შემდეგ წარმოდგენილი იქნება საჯარო მოხსენება: „როგორ შეგიძლიათ დაუახლოვდეთ ღმერთს?“. დილის პროგრამა დასრულდება „საგუშაგო კოშკის“ მიმოხილვით.

კვირას, ნაშუადღევს წარმოდგენილი იქნება კოსტიუმირებული დრამა, სახელწოდებით ‘იარეთ რწმენით და არა ხილვით’. ამ დრამიდან გაიგებთ, როგორ გაიქცნენ პირველი საუკუნის ქრისტიანები იერუსალიმიდან. კონგრესი დასრულდება მოხსენებით «დარჩით „უზენაესის საფარში“».

ახლავე დაგეგმეთ კონგრესზე დასწრება. თუ გსურთ გაიგოთ, სად გაიმართება კონგრესი თქვენთვის უახლოეს ადგილას, დაუკავშირდით იეჰოვას მოწმეებს ან მისწერეთ ამ ჟურნალის გამომცემლებს.