არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

უწყინარი და ძლიერი შოტლანდიური პონი

უწყინარი და ძლიერი შოტლანდიური პონი

უწყინარი და ძლიერი შოტლანდიური პონი

● ზოგ ქვეყანაში სოფლის ქუჩებსა თუ ბაზრებში თვალს მოჰკრავთ შოტლანდიურ პონის. მისი სახელი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ცხოველი თავდაპირველად შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შეტლანდის კუნძულებზე ბინადრობდა. არქეოლოგებმა ამ კუნძულებზე აღმოაჩინეს პატარა შოტლანდიური პონის ძვლები. როგორც ვარაუდობენ, ეს პონი აქ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინათ ბინადრობდა.

შოტლანდიურ პონის სხვა ჯიშის ცხენებისგან იმით გამოარჩევთ, რომ მათ აქვთ მოკლე ფეხები, გრძელი ფაფარი და კუდი, და სქელი ბეწვი, რომელიც შოტლანდიის მკაცრ კლიმატში კარგად იცავს ცხოველს. მისი სიმაღლე 70—107 სანტიმეტრია და, ძირითადად, შავი ან მუქი ყავისფერია. შოტლანდიური პონის მაქსიმალური სიმაღლე 107 სანტიმეტრს აღწევს, გამონაკლისი მხოლოდ ამერიკაში გამოყვანილი შოტლანდიური პონია, რომლის სიმაღლე 117 სანტიმეტრია.

მართალია, ეს ცხენი ტანად პატარაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია. თუ მხედველობაში მივიღებთ მის ზომას, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველა ჯიშის ცხენზე ძლიერია. ძველად მას იყენებდნენ ტორფის გადასაზიდად, მინდვრების მოსახნავად და მაღაროებში სამუშაოდ, სადაც მხოლოდ ასეთი ზომის ცხოველები შეძლებდნენ თავისუფლად მოძრაობას. ბევრ პონის დღის სინათლეც კი არ უნახავს, რადგან მთელი ცხოვრება მაღაროში ამუშავებდნენ.

კარგად გაწვრთნილი პონი უწყინარი და მორჩილია. ბავშვებიც კი მათ გვერდით უსაფრთხოდ არიან. რამდენადაც შოტლანდიურ პონის ასეთი მშვიდი ბუნება აქვს, მედიკოსები მათ სპეციალურ თერაპიულ პროგრამებში რთავენ ინვალიდთა დასახმარებლად.

პონი სხვადასხვა გარემო პირობებსაც ადვილად ეგუება, ამიტომ ის არაერთ ქვეყანაში გადაჰყავთ და ცხენსაშენებში ამრავლებენ. და მაინც, სუფთა სისხლის შოტლანდიური პონი, როგორც ამას მისი სახელიც მოწმობს, მხოლოდ შოტლანდიაშია, თავის მშობლიურ კუნძულზე.

[სურათი 24 გვერდზე]

თუ მხედველობაში მივიღებთ მის ზომას, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველა ჯიშის ცხენზე ძლიერია

[სურათის საავტორო უფლება 24 გვერდზე]

© S Sailer/A Sailer/age fotostock