თქვენთვის ნაცნობია გაცემით გამოწვეული ბედნიერების გრძნობა?
თქვენთვის ნაცნობია გაცემით გამოწვეული ბედნიერების გრძნობა?
მან აქტიურ ქრისტიანულ მსახურებაში დაახლოებით 50 წელი გაატარა. მიუხედავად იმისა, რომ ხანში შესვლასთან დაკავშირებულ ფიზიკურ სისუსტეს გრძნობდა, გადაწყვიტა, ახლად აშენებული სამეფო დარბაზი მოენახულებინა. ქრისტიანი ძმის დახმარებით ის სამეფო დარბაზში შევიდა და ნელი, მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით პირდაპირ ერთი მიმართულებით — შესაწირავების ყუთისკენ — გაემართა. მან იქ ჩააგდო მცირეოდენი თანხა, რომელიც ამ მიზნისთვის ჰქონდა გადანახული. მას არ შეეძლო სამეფო დარბაზის მშენებლობაზე ფიზიკურად მუშაობა, მაგრამ დახმარების სურვილი ჰქონდა.
ამ ქრისტიანმა შეიძლება ერთი ერთგული ქალი — „ღარიბი ქვრივი“ — გაგახსენოთ, რომელიც იესომ ტაძრის საგანძურში ორი პატარა მონეტის ჩაგდებისას დაინახა. ბიბლიაში არაფერია ნათქვამი მისი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ იმ დროს ქმრის გარეშე დარჩენილ ქალს, ჩვეულებრივ, ფინანსურად ძალიან უჭირდა. ეჭვგარეშეა, იესო მთელი გულით თანაუგრძნობდა მას, რადგან ბოლომდე ესმოდა, რა გაჭირვებულ მდგომარეობაში იმყოფებოდა იგი. იესომ, როდესაც მისი მაგალითი თავის მოწაფეებს მოუყვანა, აღნიშნა, რომ ქვრივის მიერ გაღებული მოკრძალებული საჩუქარი ‘ყველაფერი იყო, რაც მას თავის სარჩენად გააჩნდა’ (მარკოზი 12:41—44).
რატომ უნდა გაეღო ისეთ გაჭირვებულ ქალს, როგორიც ეს ღარიბი ქვრივი იყო, მსგავსი შესაწირავი? ცხადია, იმიტომ, რომ ის მთელი გულით იეჰოვა ღმერთის ერთგული იყო; ღმერთისა, ვისადმი თაყვანისცემის ცენტრიც იერუსალიმის ტაძარში იყო. გაჭირვებულ ქვრივს ბევრის გაკეთება არ შეეძლო, მაგრამ სურდა, მხარი დაეჭირა წმინდა თაყვანისმცემლობისთვის. ამიტომ მას, ალბათ, ნამდვილ სიხარულს ანიჭებდა იმდენი შესაწირავის გაღება, რამდენიც შეეძლო.
გაცემა იეჰოვას საქმის მხარდასაჭერად
მატერიალური და ფინანსური შესაწირავების გაღება ყოველთვის იყო წმინდა თაყვანისმცემლობის განუყოფელი ნაწილი და მას შემწირველისთვის ყოველთვის მოჰქონდა დიდი სიხარული (1 ნეშტთა 29:9). ძველ ისრაელში შესაწირავები მხოლოდ ტაძრის გასალამაზებლად როდი გამოიყენებოდა, არამედ ის ტაძარში იეჰოვას თაყვანისმცემლობის ყოველდღიურად შენარჩუნებასაც ხმარდებოდა. რჯულში კონკრეტულად იყო აღნიშნული, რომ ისრაელის ძეებს თავიანთი მოსავლის მეათედი შესაწირავად უნდა გაეღოთ ლევიანებისთვის, რომლებიც ტაძარში მსახურობდნენ. მაგრამ ლევიანებსაც ევალებოდათ იეჰოვასთვის მეათედის შესაწირავად მიტანა (რიცხვნი 18:21—29).
ქრისტიანებს არ ევალებათ რჯულის შეთანხმების მოთხოვნების შესრულება, მაგრამ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისთვის მატერიალური შესაწირავების გაღების პრინციპი მათთვისაც უცვლელი გალატელები 5:1). გარდა ამისა, პირველი საუკუნის ქრისტიანებს დიდ სიხარულს ანიჭებდა გაჭირვებაში მყოფი ძმების დასახმარებლად შესაწირავების გაღება (საქმეები 2:45, 46). მოციქულმა პავლემ ქრისტიანებს შეახსენა, რომ კარგი იქნებოდა, თავადაც ისეთივე გულუხვობა გამოევლინათ სხვების მიმართ, როგორსაც მათ მიმართ ღმერთი ავლენდა. ის წერდა: „მიუთითე ახლანდელ სისტემაში მცხოვრებ მდიდრებს, რომ ქედმაღლები არ იყვნენ და იმედი არასაიმედო სიმდიდრეზე კი არა, ღმერთზე დაამყარონ, რომელიც ჩვენ გასახარად ყველაფერს უხვად გვაძლევს, და აკეთონ სიკეთე, გამდიდრდნენ კარგი საქმეებით, იყვნენ გულუხვები და გამზიარებლები, მოაგროვონ განძი, რომელსაც საფრთხე არ ემუქრება — კარგი საძირკველი მომავლისთვის — რათა მტკიცედ ჩაეჭიდონ ჭეშმარიტ სიცოცხლეს“ (1 ტიმოთე 6:17—19; 2 კორინთელები 9:11). პავლეს პირადი გამოცდილების საფუძველზე შეეძლო დაედასტურებინა იესოს სიტყვები: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).
დარჩა (ქრისტიანების მიერ გაცემის სულისკვეთების გამოვლენა დღეს
დღეს იეჰოვას მსახურები განაგრძობენ თავიანთი მატერიალური ქონების ერთმანეთის დასახმარებლად და ღვთის საქმეების მხარდასაჭერად გამოყენებას. ისინი კი, ვისაც შეზღუდული შესაძლებლობები აქვს, განაგრძობენ იმდენის შეწირვას, რამდენიც შეუძლიათ. „ერთგული და გონიერი მონა“ იეჰოვას წინაშე თავს ვალდებულად გრძნობს, საუკეთესოდ გამოიყენოს ყველაფერი, რაც შესაწირავად იქნა გაღებული (მათე 24:45). შემოწირულობანი გამოიყენება ფილიალების ფუნქციონირებისთვის, ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის სათარგმნად და გამოსაცემად, დიდი ქრისტიანული შეხვედრების მოსაწყობად, მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მისიონერების მოსამზადებლად და გასაგზავნად, სტიქიური უბედურებების მსხვერპლთა დასახმარებლად და სხვა მნიშვნელოვანი მიზნებისთვის. ახლა ყურადღება გავამახვილოთ ერთ–ერთ ასეთ მიზანზე — თაყვანისმცემლობის მიზნით შესაკრებელი ადგილების ასაგებად შესაწირავების გაღებაზე.
იეჰოვას მოწმეები კვირაში რამდენჯერმე იკრიბებიან სამეფო დარბაზებში, რათა სულიერი განათლების პროგრამითა და ჯანსაღი ურთიერთობებით ისარგებლონ. მაგრამ მრავალ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობის გამო ადგილობრივი მოწმეები თავიდან გარკვეული დახმარების გარეშე ვერ აშენებენ სამეფო დარბაზებს. ამიტომ 1999 წელს იეჰოვას მოწმეებმა დაიწყეს მდიდარი ქვეყნების სამეფო დარბაზების ფონდის გამოყენება შედარებით ღარიბ ქვეყნებში სამეფო დარბაზების ასაშენებლად. გარდა ამისა, ათასობით მოხალისემ თავისი დრო და ცოდნა მოახმარა ხშირად ისეთ ღარიბ ქვეყნებში მუშაობას, რომლებიც მათი მშობლიური სახლიდან შორს იყო. მშენებლობის
დროს ადგილობრივი ძმები სწავლობენ შენებას და ტექნიკურ მომსახურებას; სამეფო დარბაზების ფონდი იმის შესაძლებლობას იძლევა, რომ ადგილობრივმა ძმებმა საჭირო ხელსაწყოები და მასალები შეიძინონ. მოწმეები, რომლებიც ახლა ამ ახალი სამეფო დარბაზებით სარგებლობენ, ძალიან მადლობლები არიან თანაქრისტიანების, რომლებმაც დრო და სახსრები არ დაიშურეს. ისინი აგრეთვე ყოველთვიურად სწირავენ შესაწირავებს, რათა მოუარონ ახალ სამეფო დარბაზს და დაფარონ ის თანხები, რომლებიც მშენებლობას დასჭირდა; ამგვარად კი ხელს უწყობენ მეტი სამეფო დარბაზების მშენებლობას.სამეფო დარბაზებს ადგილობრივი სამშენებლო მასალებითა და მეთოდებით აგებენ. ეს დარბაზები ფეშენებელური არ არის, მაგრამ მიმზიდველი, პრაქტიკული და კომფორტულია. 1999 წელს სამშენებლო პროგრამის წამოწყებისას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დაახლოებით 40 ქვეყანა იყო ჩართული გეგმაში. მას შემდეგ გეგმა უფრო გააფართოვეს და მასში 116 ქვეყანა შევიდა, რაც მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა კრებების ნახევარზე მეტს მოიცავს. ამ ღონისძიების შედეგად გასული ხუთი წლის განმავლობაში 9 000-ზე მეტი სამეფო დარბაზი აშენდა, რაც საშუალოდ, ყოველდღიურად 5 დარბაზს აღემატებოდა! აღნიშნულ 116 ქვეყანაში ჯერ კიდევ დაახლოებით 14 500 ახალი სამეფო დარბაზის აშენებაა საჭირო. იეჰოვას კურთხევითა და მთელ მსოფლიოში იეჰოვას მოწმეთა მზადყოფნისა და გულუხვობის საშუალებით, ვიმედოვნებთ, რომ იქნება სახსრები ამ მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად (ფსალმუნები 126:1).
სამეფო დარბაზები შემდგომ ზრდას უწყობს ხელს
რა გავლენა იქონია ამ უზარმაზარმა ძალისხმევამ ადგილობრივ მოწმეებსა და სამეფოს შესახებ სამქადაგებლო საქმიანობაზე? მრავალ ადგილას ახალი სამეფო დარბაზის აშენების შემდეგ კრებაზე დამსწრეთა რიცხვის საოცარი ზრდა შეინიშნება. მაგალითად, საკმაოდ ტიპიურია ბურუნდიდან მიღებული ანგარიში: „როგორც კი სამეფო დარბაზის შენება მთავრდება, ის მაშინვე ხალხით ივსება. მაგალითად, ერთი სამეფო დარბაზი აშენდა კრებისთვის, რომლის შეხვედრებზე დამსწრეთა საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 100–ს შეადგენდა. ამ სამეფო დარბაზში კომფორტულად შეუძლია დაესწროს 150 ადამიანს. იმ დროისთვის, როდესაც დარბაზის მშენებლობა დასრულდა, კრების შეხვედრებს 250 ადამიანი ესწრებოდა“.
რა იწვევს მსგავს ზრდას? ერთ–ერთი მიზეზი ის არის, რომ სამეფოს მაუწყებლებს ეჭვის თვალით უყურებენ, როდესაც ოფიციალური შესაკრებელი ადგილი არა აქვთ და ამის გამო იძულებულნი არიან, ხეების ქვეშ ან მინდორში შეიკრიბონ. ერთ ქვეყანაში ასეთი პატარა რელიგიური ჯგუფები ეთნიკურ ძალადობაში იყვნენ გარეულნი და ამიტომ
ქვეყნის კანონი მოითხოვს, რომ ყველა რელიგიური შეხვედრა თაყვანისმცემლობისთვის განკუთვნილ შენობაში ხდებოდეს.საკუთარი დარბაზები იეჰოვას მოწმეებს იმის საშუალებასაც აძლევს, ყველასთვის ნათელი გახადონ, რომ ისინი არ არიან რომელიმე ცალკეული მოძღვრის მოწაფეები. იეჰოვას მოწმეთა ზიმბაბვეს ფილიალიდან მიღებულ წერილში ნათქვამია: „ადრე ძმები კერძო სახლებს იყენებდნენ შესაკრებელად და ადგილობრივი მოსახლეობა კრებას იმ ძმის სახელს უწოდებდა, რომლის სახლშიც შეხვედრები ტარდებოდა. ხალხი რომელიმე ძმაზე ამბობდა, რომ ის მიეკუთვნებოდა მისტერ ამა და ამის კრებას. ახლა ყოველივე ეს იცვლება, რადგან ხალხი ყოველ სამეფო დარბაზზე ხედავს წარწერას: იეჰოვას მოწმეთა სამეფო დარბაზი“.
სიხარულით გამცემნი
„ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“, — წერდა პავლე მოციქული (2 კორინთელები 9:7). ცხადია, დიდი შესაწირავები ძალიან კარგია, მაგრამ იეჰოვას მოწმეთა საქმიანობისთვის ფონდში არსებული თანხების უმეტესობას სამეფო დარბაზების შესაწირავების ყუთებიდან იღებენ. ნებისმიერი შესაწირავი — დიდი თუ მცირე — მნიშვნელოვანია და ყურადღების მიღმა არ რჩება. გაიხსენეთ, იესო ისეთ ადგილას დადგა, რომ შეენიშნა ღარიბი ქვრივის მიერ ჩაგდებული ორი პატარა მონეტა. ის ანგელოზებმა და იეჰოვამაც დაინახეს. ჩვენ იმ ქვრივის სახელიც კი არ ვიცით, მაგრამ იეჰოვამ იზრუნა იმისათვის, რომ მისი თავდადებული ქმედება ბიბლიაში ყოფილიყო ჩაწერილი.
სამეფო დარბაზების მშენებლობის გარდა, ჩვენი შესაწირავები მნიშვნელოვან სამეფო საქმიანობაში სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენება. ამგვარად თანამშრომლობის სულისკვეთების გამოვლენა სიხარულის საფუძველს გვიქმნის და იმის საშუალებას გვაძლევს, რომ ‘მდიდრები ვიყოთ ღვთისადმი მადლიერების გამოხატვაში’ (2 კორინთელები 9:12). ბენინიდან ჩვენი ქრისტიანი ძმები გვამცნობენ: „საერთაშორისო საძმოდან მიღებული ფინანსური დახმარების გამო ყოველდღიურად მადლიერების გამომხატველი მრავალი ლოცვა აღევლინება იეჰოვას მიმართ“. ამავე დროს ყველა, ვინც მონაწილეობას ვიღებთ სამეფო დარბაზების ასაშენებლად ფინანსური მხარდაჭერის გამოვლენაში, ქრისტიანული გაცემით გამოწვეულ სიხარულს განვიცდით!
[ჩარჩო 22 გვერდზე]
რა სახით შეიძლება შესაწირავების გაღება?
შესაწირავები მსოფლიო საქმისთვის
ბევრი გადადებს ხოლმე ანუ წინასწარ გამოყოფს გარკვეულ თანხას, რომელსაც დებს შესაწირავების ყუთში — წარწერით „შესაწირავები სამეფოს საქმისთვის (მათე 24:14)“.
ამ თანხას კრებები ყოველკვირეულად აგზავნიან საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ ადგილობრივ ფილიალში. ნებაყოფლობითი ფულადი შესაწირავები შეიძლება პირადადაც გაგზავნოთ საზოგადოების იმ ფილიალში, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება. ამ შესაწირავებს თან უნდა ახლდეს მოკლე წერილი, სადაც აღნიშნული იქნება, რომ ეს ძღვენს წარმოადგენს.
წინასწარ გათვალისწინებული შესაწირავები
პირდაპირი ფულადი შესაწირავების გარდა მსოფლიო მასშტაბით სამეფოს საქმის მხარდასაჭერად სხვა მეთოდებიც არსებობს. მაგალითად:
უძრავი ქონება: გასაყიდად ვარგისი უძრავი ქონება შეიძლება შეწირულ იქნეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკისთვის“ პირდაპირ ან შემწირველის უფლების დაცვით, რომ ისარგებლოს თავისი ქონებით სიცოცხლის ბოლომდე. შემწირველი უნდა დაუკავშირდეს საზოგადოებას, სანამ გააფორმებს საზოგადოებისთვის უძრავი ქონების გადაცემის აქტს.
ანდერძი: ქონება ან ფულადი სახსრები შეიძლება ანდერძით გადაეცეს საზოგადოება „საგუშაგო კოშკს“ კანონით დადგენილი წესების მიხედვით. საზოგადოებას უნდა გაეგზავნოს ანდერძის ასლი.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ მიმართოთ საზოგადოების ადგილობრივ ოფისს, რომელიც თქვენს ქვეყანას ემსახურება.
[სურათები 20, 21 გვერდებზე]
იეჰოვას მოწმეთა შეხვედრების ძველი და ახალი ადგილები.
ზამბია.
ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა.