არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

მან „დაგვიყოლია“

მან „დაგვიყოლია“

მან „დაგვიყოლია“

აღმოსავლეთის ქვეყნები ცნობილია თავისი სტუმართმოყვარეობით. მაგალითად, ინდოეთში ოჯახი შეიძლება მშიერი დარჩეს, რათა მოულოდნელი სტუმარი დააპუროს. ირანში დიასახლისს მაცივარი ყოველთვის სავსე აქვს პროდუქტებით, რათა მოულოდნელად მისულ სტუმრებს გაუმასპინძლდეს.

ბიბლიაში მოხსენიებული მრავალი ადამიანი ავლენდა მსგავსს ხელგაშლილობას. სტუმართმოყვარეობის შესანიშნავი მაგალითია ლიდია, რომელიც შესაძლოა იუდეველი პროზელიტი იყო და მაკედონიის მთავარ ქალაქში, ფილიპეში ცხოვრობდა. ერთ შაბათ დღეს პავლემ და მისმა თანამგზავრებმა ქალაქგარეთ მდინარესთან ნახეს ლიდია და სხვა ქალები. როცა ლიდიამ მოუსმინა პავლეს, იეჰოვამ გული გაუხსნა მას. შედეგად, ის და მისი შინაურები მოინათლნენ. ის შეეხვეწა პავლესა და მასთან მყოფებს: „თუ იეჰოვას ერთგულად მთვლით, ჩემთან მოდით სახლში“. პავლეს თანამგზავრმა ლუკამ აღნიშნა, რომ ლიდიამ ისინი ‘დაიყოლია’ (საქმეები 16:11—15).

ლიდიას მსგავსად, დღეს ქრისტიანებიც ავლენენ სტუმართმოყვარეობას თანამორწმუნეების, მაგალითად მიმომსვლელი ზედამხედველებისა და მათი ცოლების მიმართ. მასპინძლები ‘დაიყოლიებენ’ ხოლმე მათ. თავის მხრივ, ისინი კურთხეულნი არიან გამამხნევებელი საუბრებითა და სულიერ საძმოსთან ურთიერთობით. თუმცა იეჰოვას მოწმეთა უმეტესობა მდიდარი არ არის, ისინი ‘სტუმართმოყვარეობას იჩენენ’ (რომაელები 12:13; ებრაელები 13:2). სხვისთვის გაზიარებას მათთვის ბედნიერება მოაქვს. იესო მართალი იყო, როცა თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქმეები 20:35).