როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება?
როგორ გამოვავლინოთ გულმოწყალება?
„ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10).
1, 2. რას ვიგებთ გულმოწყალებაზე კეთილი სამარიელის შესახებ იგავიდან?
იესოსთან საუბრის დროს ერთმა კანონის მცოდნემ ჰკითხა მას: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“ პასუხად იესომ იგავი მოუყვა: „ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხონში მიდიოდა და ყაჩაღებს ჩაუვარდა ხელში. ტანსაცმელი გახადეს, სცემეს, წავიდნენ და ცოცხალმკვდარი დატოვეს. შემთხვევით იმ გზაზე ერთმა მღვდელმა ჩაიარა, დაინახა იგი და გზის მეორე მხარეს გადავიდა. იმ ადგილას ლევიანმაც ჩაიარა და, როცა დაინახა, ისიც გზის მეორე მხარეს გადავიდა. მაგრამ გზად მიმავალმა ერთმა სამარიელმა დაინახა იგი და გული დაეწვა. მივიდა, ჭრილობები შეუხვია, ზეთი და ღვინო დაასხა, თავის პირუტყვზე შესვა ის კაცი, სასტუმროში მიიყვანა და მოუარა. მეორე დღეს ამოიღო ორი დინარი, სასტუმროს პატრონს მისცა და უთხრა: ამ კაცს მიმიხედე და თუ მეტი დაგეხარჯება, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო“. შემდეგ იესომ ჰკითხა კანონის მცოდნეს: „როგორ ფიქრობ, რომელია ამ სამიდან ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?“ მან მიუგო: „ის, ვინც გულმოწყალება გამოავლინა მის მიმართ“ (ლუკა 10:25, 29—37ა).
2 სამარიელმა ნამდვილი გულმოწყალება გამოავლინა. ეს ადამიანი მისთვის სრულიად უცხო იყო, მაგრამ თანაგრძნობამ და სიბრალულმა აღძრა, რომ დაზარალებულს დახმარებოდა. გულმოწყალების გამოვლენას ხელს არ უშლის ეროვნული, რელიგიური და კულტურული სხვაობა. იესომ კეთილი სამარიელის შესახებ იგავის მოყოლის შემდეგ თავის მსმენელს ურჩია: „წადი და შენც ასევე მოიქეცი“ (ლუკა 10:37ბ). ეს რჩევა ჩვენც უნდა გავითვალისწინოთ და ვეცადოთ, გულმოწყალენი ვიყოთ. როგორ შეგვიძლია ყოველდღიურ ცხოვრებაში გულმოწყალების გამოვლენა?
„თუ ძმა . . . შიშველია“
3, 4. რატომ უნდა ვავლენდეთ გულმოწყალებას განსაკუთრებით ქრისტიანული კრების წევრების მიმართ?
3 პავლე მოციქულმა თქვა: „ვიდრე დრო ხელს გვიწყობს, ყველას სიკეთე გავუკეთოთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალატელები 6:10). თავდაპირველად, განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა მათ მიმართ, ვინც რწმენით ჩვენიანია.
4 მოწაფე იაკობმა მოუწოდა ჭეშმარიტ ქრისტიანებს, გულმოწყალენი ყოფილიყვნენ ერთმანეთის მიმართ; მან დაწერა: „ვინც გულმოწყალებას არ ავლენს, გულმოწყალების გარეშე იაკობი 2:13). ამ მუხლის კონტექსტიდან ვიგებთ, თუ როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა. მაგალითად, იაკობის 1:27-ში ვკითხულობთ: „ჩვენი ღვთისა და მამის თვალში წმინდა და წაუბილწველი თაყვანისცემა ის არის, რომ მივხედოთ ქვრივ-ობლებს გასაჭირში და უმანკოდ დავიცვათ თავი ქვეყნიერებისგან“. იაკობის 2:15, 16-ში კი ნათქვამია: „თუ ძმა ან და შიშველია და დღიური საზრდო არა აქვს, რომელიმე თქვენგანი კი ეუბნება, აბა მშვიდობით, თავი არ მოიმშიოთ და არ შეიციოთო, მაგრამ სხეულისათვის საჭიროს არაფერს აძლევს, რა სარგებელია?“
გასამართლდება“ (5, 6. როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა ჩვენს კრებაში?
5 ჭეშმარიტი რელიგიის მიმდევრებს ახასიათებთ სხვებზე ზრუნვა და გაჭირვებაში მყოფი ადამიანების დახმარება. ჩვენი თაყვანისმცემლობა არ გვრთავს ნებას, მხოლოდ სიტყვიერად ვანუგეშოთ და დავაიმედოთ ადამიანები. თანაგრძნობით აღძრულებმა სიკეთე უნდა გავუკეთოთ გაჭირვებაში მყოფთ (1 იოანე 3:17, 18). ჩვენ გულმოწყალებას გამოვავლენთ, თუ ავადმყოფს საჭმელს მოვუმზადებთ, ხანდაზმულს საოჯახო საქმეებში მივეხმარებით, თანაქრისტიანს მანქანით წავიყვანთ ქრისტიანულ შეხვედრებზე და ხელგაშლილები ვიქნებით მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს (კანონი 15:7—10).
6 მაგრამ მატერიალურ დახმარებაზე უფრო მნიშვნელოვანია, სულიერად დავეხმაროთ თანაქრისტიანებს. ბიბლია მოგვიწოდებს: „ანუგეშეთ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირეთ სუსტებს“ (1 თესალონიკელები 5:14). „ხანში შესულ ქალებს“ ურჩევს, იყვნენ „კარგის მასწავლებლები“ (ტიტე 2:3). ქრისტიან ზედამხედველებზე კი ამბობს, რომ „თითოეული მათგანი იქნება როგორც თავშესაფარი ქარში, საფარი ქარიშხალში“ (ესაია 32:2).
7. რას ვსწავლობთ გულმოწყალების შესახებ სირიის ანტიოქიაში მცხოვრები ქრისტიანების მაგალითიდან?
7 გარდა იმისა, რომ პირველ საუკუნეში ქრისტიანები ზრუნავდნენ თავიანთი კრების ქვრივებზე, ობლებსა და გაჭირვებაში მყოფ ადამიანებზე და ამხნევებდნენ მათ, ისინი სხვა მხარეებში მცხოვრებ თანამორწმუნეებსაც ეხმარებოდნენ. მაგალითად, მას მერე, რაც აგაბემ იწინასწარმეტყველა, რომ „დიდი შიმშილობა ჩამოვარდებოდა მთელ ქვეყნიერებაზე“, სირიის ანტიოქიაში მცხოვრებმა ქრისტიანებმა „გადაწყვიტეს, იუდეაში ძმებისთვის დახმარება გაეგზავნათ, ვინც რამდენს შეძლებდა“. მათ ეს დახმარება „ბარნაბასა და სავლეს ხელით“ გაუგზავნეს უხუცესებს (საქმეები 11:28—30). დღეს რა მდგომარეობაა? „ერთგულმა და გონიერმა მონამ“ შექმნა დახმარების კომიტეტები, რომლებიც ზრუნავენ სტიქიური უბედურებების, მაგალითად ქარიშხლის, მიწისძვრის თუ ცუნამის შედეგად დაზარალებულ ძმებზე (მათე 24:45). თუ ამ კომიტეტებთან ვთანამშრომლობთ და ვწირავთ ჩვენს დროს, ენერგიასა და სახსრებს, გულმოწყალებას ვავლენთ.
„თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას . . .“
8. როგორ უშლის ხელს მიკერძოება გულმოწყალების გამოვლენას?
8 მოწაფე იაკობი თანაქრისტიანებს აფრთხილებდა იმ თვისების შესახებ, რომელიც ხელს იაკობი 2:8, 9). თუ ზედმეტად ყურადღებიანი ვართ ისეთი ქრისტიანების მიმართ, ვინც მდიდარი და გამორჩეულია, შეიძლება „ღარიბის ჩივილის“ მიმართ უგრძნობი გავხდეთ (იგავები 21:13). მიკერძოება აშთობს გულმოწყალებას. ჩვენ გულმოწყალებას ვავლენთ, თუ მიუკერძოებლად ვეპყრობით სხვებს.
უშლის გულმოწყალების გამოვლენასა და სიყვარულის „დიდებული კანონის“ შესრულებას. ის წერდა: „თუ ისევ ავლენთ მიკერძოებას, ცოდვას სჩადიხართ, ვინაიდან კანონი გამხელთ დანაშაულში“ (9. რატომ არ არის ცუდი განსაკუთრებული ყურადღების გამოვლენა მათ მიმართ, ვინც ამას იმსახურებს?
9 ნიშნავს ეს, რომ საერთოდ არ უნდა გამოვავლინოთ ვინმეს მიმართ განსაკუთრებული ყურადღება? ცხადია, არა. პავლე მოციქულმა ფილიპეში მცხოვრებ ქრისტიანებს თანამსახურ ეპაფროდიტეს შესახებ მისწერა: „დააფასეთ ასეთი ადამიანები, რადგან უფლის საქმისთვის სიკვდილის პირამდე მივიდა, საფრთხეში ჩაიგდო სული, რათა შეევსო თქვენი არყოფნა, რის გამოც პირადად ვერ მემსახურებით“ (ფილიპელები 2:25, 29, 30). ეპაფროდიტე სხვების ყურადღებას ერთგულების გამო იმსახურებდა. გარდა ამისა, 1 ტიმოთეს 5:17-ში ნათქვამია, რომ „ხელმძღვანელობის კარგად გამწევი უხუცესები ორმაგი პატივის ღირსად უნდა ჩაითვალონ, განსაკუთრებით კი ისინი, ვინც სიტყვასა და სწავლების საქმეში ბევრს ირჯებიან“. ქრისტიანებს კარგი თვისებების გამოც უნდა ვაფასებდეთ. ასეთი ყურადღების გამოვლენა მიკერძოება არ არის.
„ზემოდან მომავალი სიბრძნე . . . სავსეა გულმოწყალებით“
10. რატომ უნდა ვაკონტროლოთ ენა?
10 იაკობმა ენის შესახებ თქვა, რომ ის „უმართავი და მავნებელია და მომაკვდინებელი გესლით არის სავსე. ენით ვადიდებთ იეჰოვას, მამას, და ენითვე ვწყევლით ადამიანებს, ღვთის მსგავსებად შექმნილებს. ერთი და იმავე პირიდან ამოდის დიდებაც და წყევლაც“. მან დასძინა: „თუ გულში მწარე შური და შუღლი გაქვთ, ნუ ტრაბახობთ და ჭეშმარიტების წინააღმდეგ ნუ ცრუობთ. ეს არ არის ზემოდან მომავალი სიბრძნე, არამედ მიწიერი, ხორციელი და დემონურია, რადგან, სადაც შური და შუღლია, იქ არის უწესრიგობა და ყველანაირი ბოროტება. ზემოდან მომავალი სიბრძნე კი, პირველ ყოვლისა, წმინდაა, მერე მშვიდობიანი, ახასიათებს გონიერება და მზად არის მორჩილებისთვის, სავსეა გულმოწყალებითა და კარგი ნაყოფით, მიუკერძოებელი და უთვალთმაქცოა“ (იაკობი 3:8—10ა, 14—17).
11. როგორ შეგვიძლია გულმოწყალება გამოვავლინოთ საუბრის დროს?
11 როგორც ვხედავთ, ჩვენი საუბარი ცხადყოფს, გვაქვს თუ არა სიბრძნე, რომელიც „სავსეა გულმოწყალებით“. მაგრამ რისი მიმანიშნებელი იქნება, თუ შური და შუღლი აღგვძრავს, ვიტრაბახოთ, ტყუილი ვთქვათ ან ჭორი გავავრცელოთ ვინმეზე? ფსალმუნის 94:4-ში ნათქვამია: „ყველა სიავის მქნელი საკუთარი თავით ტრაბახობს“. რა ადვილად შეიძლება ჭორმა ადამიანს რეპუტაცია შეულახოს! (ფსალმუნი 64:2—4). არანაკლები ზიანი მოაქვს „ცრუმოწმეს, [რომელიც] აფრქვევს სიცრუეს“ (იგავები 14:5; 1 მეფეები 21:7—13). მას შემდეგ, რაც ენის უმართებულოდ გამოყენების შესახებ ისაუბრა, იაკობმა თქვა: „არ არის კარგი, ჩემო ძმებო, რომ ასეთი რამ ხდება“ (იაკობი 3:10ბ). ნამდვილად გულმოწყალე ადამიანი იმას ილაპარაკებს, რაც წმინდა, მშვიდობიანი და გონივრულია. იესომ თქვა: „გეუბნებით: კაცი ყოველი ფუჭი სიტყვისთვის პასუხს აგებს სასამართლოს დღეს“ (მათე 12:36). რამდენად მნიშვნელოვანია, გულმოწყალებას ვავლენდეთ საუბრის დროს!
‘აპატიეთ სხვებს მათი შეცოდებები’
12, 13. ა) რას გვასწავლის გულმოწყალების შესახებ იგავი მონაზე, რომელსაც თავისი ბატონის დიდი ვალი ჰქონდა? ბ) რას ნიშნავს, ვაპატიოთ ძმას „სამოცდაჩვიდმეტჯერ“?
12 გულმოწყალების გამოვლენის კიდევ ერთი საშუალების შესახებ საუბარია იესოს იგავში მონაზე, რომელსაც თავისი ბატონის სამოცი მილიონი მათე 18:23—35).
დინარი ემართა. ვინაიდან მონას არ ჰქონდა ვალის გადახდის საშუალება, წყალობა სთხოვა ბატონს. მას შეებრალა მონა და აპატია ვალი. მაგრამ მონა გავიდა და მოძებნა სხვა მონა, რომელსაც მისი ასი დინარი ემართა, უმოწყალოდ მოექცა მას და საპყრობილეში ჩააგდო. როდესაც ბატონმა გაიგო, რაც მოხდა, დაიბარა ის და უთხრა: „ბოროტო მონავ! რაკი შემეხვეწე, მთელი ვალი გაპატიე. განა შენც ისევე არ უნდა შეგეწყალებინა შენნაირივე მონა, როგორც მე შეგიწყალე?!“ ამის შემდეგ ბატონმა მონა საპყრობილის ზედამხედველებს გადასცა. იესომ იგავი შემდეგი სიტყვებით დაასრულა: „თქვენც ასევე მოგექცევათ ჩემი ზეციერი მამა, თუ გულით არ აპატიებთ თქვენს ძმას“ (13 ამ იგავში ხაზგასმულია, რომ გულმოწყალე ადამიანი მზად უნდა იყოს პატიებისთვის. იეჰოვამ ჩვენ უდიდესი ვალი — ცოდვა გვაპატია. განა ჩვენც არ უნდა ‘ვაპატიოთ სხვებს მათი შეცოდებები’? (მათე 6:14, 15). სანამ იესო უმოწყალო მონაზე იგავს მოყვებოდა, პეტრემ ჰკითხა მას: „უფალო, რამდენჯერ უნდა ვაპატიო ჩემს ძმას ჩემ წინააღმდეგ ჩადენილი ცოდვა? შვიდჯერ?“ იესომ უთხრა: „გეუბნები, შვიდჯერ კი არა, სამოცდაჩვიდმეტჯერ“ (მათე 18:21, 22). უდავოა, რომ გულმოწყალე ადამიანი მზად არის, აპატიოს „სამოცდაჩვიდმეტჯერ“ ანუ ყოველთვის.
14. მათეს 7:1—4-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია ყოველდღე გამოვავლინოთ გულმოწყალება?
14 მთაზე ქადაგებისას იესომ გულმოწყალების გამოვლენის კიდევ ერთ მხარეზე ისაუბრა. მან თქვა: „ნუღარ გაასამართლებთ, რომ არც თქვენ გასამართლდეთ, რადგან რა სასამართლოთიც ასამართლებთ, იმავეთი გასამართლდებით . . . მაშ, რატომ უყურებ ბალახის ღერს შენი ძმის თვალში, საკუთარ თვალში კი მორსაც ვერ ამჩნევ? ან როგორ ეუბნები შენს ძმას, მოდი თვალიდან ბალახის ღერს ამოგიღებო, როცა თვითონ შენ მორი გაქვს თვალში?“ (მათე 7:1—4). ასე რომ, ყოველდღე უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება და მოთმინებით მოვეკიდოთ სხვების სისუსტეებს, არ განვსაჯოთ და არ ვიყოთ კრიტიკული.
„ყველას სიკეთე გავუკეთოთ“
15. რატომ უნდა გამოვავლინოთ გულმოწყალება თანამორწმუნეების გარდა სხვების მიმართაც?
15 თუმცა „იაკობის“ წიგნში საუბარია თანამორწმუნეების მიმართ გამოვლენილ გულმოწყალებაზე, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ქრისტიანული კრების წევრებით უნდა შემოვიფარგლოთ. ფსალმუნის 145:9-ში ნათქვამია: „კარგია იეჰოვა ყველასთვის და მისი წყალობა ყველა მის საქმეში ვლინდება“. ბიბლია მოგვიწოდებს, ‘მივბაძოთ ღმერთს’ და „ყველას სიკეთე გავუკეთოთ“ (ეფესოელები 5:1; გალატელები 6:10). თუმცა არ გვიყვარს „ქვეყნიერება და . . . ის, რაც ქვეყნიერებაშია“, ჩვენთვის სულერთი არ არის ქვეყნიერებაში მცხოვრები ადამიანების გასაჭირი (1 იოანე 2:15).
16. რა ფაქტორებზეა დამოკიდებული გულმოწყალების გამოვლენა?
16 ჩვენ, ქრისტიანები, ყოველთვის მზად ვართ, დავეხმაროთ მათ, ვინც უბედური შემთხვევის მსხვერპლი გახდა ან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა (ეკლესიასტე 9:11). რასაკვირველია, ჩვენი შესაძლებლობიდან გამომდინარე გადავწყვეტთ, როგორ დავეხმარებით დაზარალებულს (იგავები 3:27). თუმცა მატერიალური დახმარების აღმოჩენისას ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ ჩვენი სიკეთე სხვისი გაზარმაცების მიზეზი არ გახდეს (იგავები 20:1, 4; 2 თესალონიკელები 3:10—12). ნამდვილი გულმოწყალება თანაგრძნობიდან და საღი აზრიდან მომდინარეობს.
17. როგორ შეგვიძლია საუკეთესოდ გამოვავლინოთ გულმოწყალება მათ მიმართ, ვინც ქრისტიანული კრების წევრი არ არის?
17 ბიბლიის ჭეშმარიტების ქადაგება გულმოწყალების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება. ადამიანთა უმეტესობა სულიერ სიბნელეში იმყოფება. ისინი პრობლემებიდან გამოსავალს ვერ პოულობენ და მომავლის რეალური იმედი არა აქვთ, ამიტომ „უმწყემსო ცხვარივით . . . გასავათებული და დაფანტული“ არიან (მათე 9:36). ღვთის სიტყვაში ჩაწერილი ცნობა ‘ლამპარი იქნება მათი ფეხისთვის’ ანუ ცხოვრებისეული პრობლემების მოგვარებაში დაეხმარება მათ. ის ასევე ‘სინათლე იქნება მათი სავალისთვის’, ვინაიდან ღვთის განზრახვა, რომელიც ადამიანების მომავალს უკავშირდება, ნათელ იმედს მისცემს მათ (ფსალმუნი 119:105). რამხელა პატივია, ვაუწყოთ ეს შესანიშნავი ცნობა ყველას, ვისაც ეს ძალიან სჭირდება! „დიდი გასაჭირი“ მოახლოებულია, ამიტომ ახლაა დრო, აქტიურად ვიქადაგოთ სამეფოს შესახებ და მოვამზადოთ მოწაფეები (მათე 24:3—8, 21, 22, 36—41; 28:19, 20). ასეთი გულმოწყალების გამოვლენა უმნიშვნელოვანესია.
„გაეცით . . . შინაგანი“
18, 19. რატომ უნდა ვეცადოთ, მეტად გამოვავლინოთ გულმოწყალება?
18 იესომ თქვა: „გაეცით მოწყალებად შინაგანი“ (ლუკა 11:41). კეთილი საქმე რომ ნამდვილი გულმოწყალების გამოვლინება იყოს, შინაგანიდან ანუ სიყვარულით სავსე გულიდან უნდა მომდინარეობდეს (2 კორინთელები 9:7). რამდენად სასიამოვნოა, როცა ადამიანი ასეთ გულმოწყალებას ავლენს ქვეყნიერებაში, სადაც უხეშობა, ეგოიზმი და სხვების ტანჯვისა თუ პრობლემების მიმართ გულგრილი დამოკიდებულება ჩვეულებრივი მოვლენაა!
19 მოდი, ვეცადოთ მეტად გამოვავლინოთ გულმოწყალება ცხოვრებაში. რაც მეტად ვავლენთ ამ თვისებას, მით მეტად ვბაძავთ ღმერთს. ეს კი ჩვენს ცხოვრებას უფრო აზრიანსა და კმაყოფილებით აღსავსეს ხდის (მათე 5:7).
რა ისწავლეთ?
• რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, რომ გულმოწყალებას ვავლენდეთ თანამორწმუნეების მიმართ?
• როგორ შეგვიძლია გულმოწყალების გამოვლენა ქრისტიანულ კრებაში?
• როგორ შეგვიძლია სიკეთე გავუკეთოთ მათ, ვინც ქრისტიანული კრების წევრი არ არის?
[სასწავლო კითხვები]
[სურათი 26 გვერდზე]
სამარიელმა გულმოწყალება გამოავლინა
[სურათები 27 გვერდზე]
ქრისტიანები სხვადასხვანაირად ავლენენ გულმოწყალებას
[სურათი 30 გვერდზე]
ბიბლიის ჭეშმარიტების ქადაგება გულმოწყალების გამოვლენის საუკეთესო საშუალებაა იმ ადამიანებისთვის, ვინც ქრისტიანულ კრებას არ მიეკუთვნება