იარეთ სულით და გქონდეთ სიცოცხლე და მშვიდობა
იარეთ სულით და გქონდეთ სიცოცხლე და მშვიდობა
„ხორცით კი არ დავდივართ, არამედ სულით“ (რომ. 8:4).
1, 2. ა) რა სერიოზული შედეგები შეიძლება მოჰყვეს ავტომობილის მართვისას ყურადღების სხვა რამეზე გადატანას? ბ) რა შეიძლება მოჰყვეს ღმერთთან ურთიერთობიდან ყურადღების სხვა რამეზე გადატანას?
შეერთებული შტატების ტრანსპორტის მინისტრმა აღნიშნა: „იმ მძღოლთა რიცხვი, რომელთაც ავტომობილის მართვისას ყურადღება სხვა რამეზე გადააქვთ, წლიდან წლამდე იზრდება“. ყველაზე მეტად მძღოლებს ყურადღებას მობილური ტელეფონი უფანტავს. გამოკითხულთაგან ერთმა მესამედმა აღნიშნა, რომ მათ მანქანა დაეჯახა ან კინაღამ დაეჯახა იმის გამო, რომ მძღოლი მობილურ ტელეფონს იყენებდა. მძღოლმა შეიძლება იფიქროს, რომ მართვისას სხვადასხვა რამის კეთებით დროს ზოგავს, მაგრამ შედეგი, შესაძლოა, სავალალო აღმოჩნდეს.
2 მსგავსი სახით, შეიძლება საფრთხე ღმერთთან ჩვენს ურთიერთობას შეექმნას. როგორც სხვა რამით დაკავებული მძღოლი ხშირად ვერ ამჩნევს საფრთხეს, ასევე ადამიანი, რომელსაც ყურადღება ღმერთთან ურთიერთობიდან სხვა რამეზე გადააქვს, შეიძლება ადვილად აღმოჩნდეს საშიშ გზაზე. თუ ქრისტიანული გზიდან გადავუხვევთ და თეოკრატიულ საქმეებს ჩამოვშორდებით, „რწმენა ხომალდივით“ დაგვემსხვრევა (1 ტიმ. 1:18, 19). მოციქულმა პავლემ რომაელი თანაქრისტიანები ამ საშიშროების შესახებ გააფრთხილა: „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს, სულისაზე ფიქრი კი — სიცოცხლესა და მშვიდობას“ (რომ. 8:6). რას გულისხმობდა პავლე? როგორ შეგვიძლია ავირიდოთ „ხორცისაზე ფიქრი“ და ვიფიქროთ სულისაზე?
მათ „მსჯავრი არ ედებათ“
3, 4. ა) რა ბრძოლაზე წერდა პავლე? ბ) რატომ უნდა დავინტერესდეთ პავლეს მდგომარეობით?
3 რომაელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ აღნიშნა, თუ როგორი ბრძოლა მიმდინარეობდა მის სხეულსა და გონებას შორის (წაიკითხეთ რომაელების 7:21—23 ). პავლე თავს არც იმართლებდა და არც ისაწყლებდა, თითქოს ცოდვით იმდენად იყო დამძიმებული, რომ არაფრის გაკეთება შეეძლო. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის მოწიფული, ცხებული ქრისტიანი, „უცხოტომელთა მოციქული“ იყო (რომ. 1:1; 11:13). მაშინ, რატომ დაწერა პავლემ მის სხეულსა და გონებას შორის მიმდინარე ბრძოლის შესახებ?
4 პავლე გულწრფელად აღიარებდა, რომ საკუთარი ძალებით არ შეეძლო ღვთის ნების შესრულება ისე, როგორც თავად სურდა. რა იყო ამის მიზეზი? „ყველამ შესცოდა და მოკლებულნი არიან ღვთის დიდებას“, — თქვა მან (რომ. 3:23). როგორც ადამის შთამომავალზე, პავლეს არასრულყოფილ სხეულზე, ცოდვა მოქმედებდა. ჩვენც პავლეს მსგავს მდგომარეობაში ვართ, ვინაიდან არასრულყოფილები ვართ და ყოველდღიურად გვიწევს საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლა. გარდა ამისა, არსებობს ბევრი რამ, რამაც შეიძლება ყურადღება სხვა რამეზე გადაგვატანინოს და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ვიწრო გზიდან გადაგვიყვანოს (მათ. 7:14). მაგრამ პავლე უიმედო მდგომარეობაში არ იყო და არც ჩვენ ვართ გამოუვალ მდგომარეობაში.
5. საიდან მიიღო პავლემ დახმარება და შვება?
5 პავლემ დაწერა: „ვინ დამიხსნის? . . . ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რომ. 7:24, 25). შემდეგ მიმართა მათ, ვინც „ქრისტე იესოსთან ერთობაშია“, ანუ ცხებულ ქრისტიანებს (წაიკითხეთ რომაელების 8:1, 2 ). თავისი წმინდა სულით იეჰოვა მათ შვილებად აცხადებს და ქრისტეს თანამემკვიდრეებად იღებს (რომ. 8:14—17). ღვთის წმინდა სულის დახმარებით და ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენით ისინი იმარჯვებენ პავლეს მიერ აღწერილ ბრძოლაში და ამგვარად „მსჯავრი არ ედებათ“. ისინი თავისუფლები არიან „ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან“.
6. რატომ უნდა იღოს ყურად პავლეს სიტყვები ღვთის ყველა მსახურმა?
6 თუმცა პავლეს სიტყვები ცხებულ ქრისტიანებს ეხებოდა, წმინდა სულისა და ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენა სარგებლობას მოუტანს იეჰოვას ყველა მსახურს, მიუხედავად იმისა, ზეცაში ცხოვრების იმედი აქვთ თუ დედამიწაზე. ვინაიდან პავლემ ღვთის შთაგონებით მისწერა ცხებულ ქრისტიანებს ეს სიტყვები, მნიშვნელოვანია ღვთის ყველა მსახურს გვესმოდეს ამ სიტყვების მნიშვნელობა და ვეცადოთ ჩვენ სასარგებლოდ გამოვიყენოთ ისინი.
როგორ დასდო ღმერთმა მსჯავრი „ცოდვას ხორცში“
7, 8. ა) რა გაგებით იყო კანონი სუსტი ხორცის გამო? ბ) რა გააკეთა ღმერთმა წმინდა სულისა და გამოსასყიდის საშუალებით?
7 რომაელების მე-7 თავში პავლემ აღიარა, რომ ცოდვა არასრულყოფილ ადამიანზე დიდ გავლენას ახდენს. მე-8 თავში კი ის წმინდა სულის ძალაზე საუბრობს. მოციქულმა პავლემ განმარტა, თუ როგორ ეხმარება წმინდა სული ქრისტიანებს შეებრძოლონ ცოდვას, რათა იცხოვრონ იეჰოვას ნების შესაბამისად და მოიპოვონ ღვთის მოწონება. პავლემ ისიც აღნიშნა, რომ ღვთის სულითა და მისი ძის გამოსასყიდის მეშვეობით ღმერთმა შეასრულა ის, რაც მოსეს კანონით შეუძლებელი იყო.
8 კანონი, თავისი მცნებებით განსჯიდა შემცოდველებს. ამასთანავე, ისრაელის მღვდელმთავრები, რომლებიც ამ კანონით ხელმძღვანელობდნენ, არასრულყოფილები იყვნენ და არ შეეძლოთ ცოდვის შესაბამისი მსხვერპლის გაღება. ამიტომ იყო კანონი „ხორცის გამო . . . სუსტი“. მაგრამ „ღმერთმა თავისი ძე გამოგზავნა ცოდვილი ხორცის მსგავსებით“ და ის გამოსასყიდად გაიღო, რითაც „მსჯავრი დასდო რომაელების 8:3, 4 ). ცხებული ქრისტიანები ამგვარად უნდა მოიქცნენ დედამიწაზე ცხოვრების ბოლომდე, რათა ჯილდოდ „სიცოცხლის გვირგვინი“ მიიღონ (გამოცხ. 2:10).
ცოდვას ხორცში“. ამგვარად სძლია ღმერთმა კანონის „უუნარობას“. შედეგად, ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენის საფუძველზე ცხებულ ქრისტიანებს ღმერთი მართლებად აცხადებს. პავლემ მათ მოუწოდა, იარონ სულით და არა ხორცით (წაიკითხეთ9. რა მნიშვნელობით გამოიყენება სიტყვა „კანონი“ რომაელების 8:2-ში?
9 მოსეს კანონის გარდა, პავლემ მოიხსენია „სულის კანონი“ და „ცოდვისა და სიკვდილის კანონი“ (რომ. 8:2). რა კანონებზეა აქ საუბარი? ამ შემთხვევაში სიტყვა „კანონი“ არ მიუთითებს კონკრეტულ წესებზე, როგორც ეს მოსეს კანონში იყო. ერთ ნაშრომში ნათქვამია: „ბერძნულად ნათარგმნი სიტყვა კანონი აქ ნიშნავს მოქმედების შინაგან პრინციპს — კარგს თუ ცუდს — რომელიც ადამიანს კანონივით აკონტროლებს. ეს სიტყვა აგრეთვე ნიშნავს ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპებს, რომლებსაც ადამიანი თავად ირჩევს“.
10. როგორ ვექვემდებარებით ცოდვისა და სიკვდილის კანონს?
10 მოციქულმა პავლემ დაწერა: „როგორც ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში და ცოდვის მეშვეობით — სიკვდილი, ამგვარად სიკვდილი გავრცელდა ყველა ადამიანზე, რადგან ყველამ შესცოდა“ (რომ. 5:12). ვინაიდან ადამის შთამომავლები ვართ, ყველანი ცოდვისა და სიკვდილის კანონს ვექვემდებარებით. ჩვენი ცოდვილი სხეული მუდმივად გვიბიძგებს იმის კეთებისკენ, რასაც ღმერთი არ იწონებს, და მხოლოდ სიკვდილი მოაქვს. გალატელებისთვის მიწერილ წერილში პავლემ ასეთ მოქმედებას „ხორცის საქმეები“ უწოდა. შემდეგ კი დასძინა: „ასე მოქმედნი ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ“ (გალ. 5:19—21). ასეთი ადამიანები „ხორცით დადიან“ (რომ. 8:4). მათი „მოქმედების შინაგანი პრინციპი“ და „ცხოვრებაში სახელმძღვანელო პრინციპები“ მთლიანად ხორციელია. არიან ხორცით მავალნი მხოლოდ ისინი, ვინც მრუშობს, კერპებს სცემს თაყვანს, სპირიტიზმს მიმართავს ან სხვა სერიოზულ ცოდვას სჩადის? არა, რადგან ხორცის საქმეებში ისეთი თვისებები თუ ქმედებებიც შედის, რომლებსაც უბრალოდ სისუსტედ მიიჩნევენ, მაგალითად ეჭვიანობა, განრისხება, დავა და შური. ვის შეუძლია თქვას, რომ სრულიად დააღწია თავი ხორცის ამ საქმეებს?
11, 12. რა გააკეთა იეჰოვამ იმისათვის, რომ დაგვეძლია ცოდვისა და სიკვდილის კანონი და რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ღვთის კეთილგანწყობის მისაღებად?
იოან. 3:16—18). შედეგად, სურვილი გვექნება, გავიმეოროთ პავლეს სიტყვები: „ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით!“
11 მართლაც დიდი ბედნიერებაა, რომ იეჰოვამ შესაძლებელი გახადა, დაგვეძლია ცოდვისა და სიკვდილის კანონი. იესომ თქვა: „ღმერთმა ქვეყნიერება ისე შეიყვარა, რომ თავისი მხოლოდშობილი ძე მისცა, რათა ვისაც ის სწამს, არ დაიღუპოს, არამედ მარადიული სიცოცხლე ჰქონდეს“. თუ ჩვენი ცხოვრებით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს ღმერთი, და იესო ქრისტეს გამოსასყიდისადმი რწმენას ვავლენთ, შევძლებთ გავთავისუფლდეთ მემკვიდრეობით მიღებული ცოდვის მსჯავრისგან (12 ჩვენი მდგომარეობა სერიოზული ავადმყოფობისგან განსაკურნავი პაციენტის მდგომარეობას ჰგავს. თუ გვინდა ბოლომდე გამოვჯანმრთელდეთ, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რასაც ექიმი გვეუბნება. მიუხედავად იმისა, რომ გამოსასყიდისადმი რწმენას შეუძლია გაგვათავისუფლოს ცოდვისა და სიკვდილის კანონისგან, ჩვენ მაინც არასრულყოფილები და ცოდვილები ვართ. კარგი სულიერი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად და ღვთის კეთილგანწყობისა და კურთხევის მისაღებად მეტია საჭირო. „კანონის სამართლიანი მოთხოვნის“ შესრულებასთან დაკავშირებით პავლე ყურადღებას სულით სიარულზეც ამახვილებს.
რას ნიშნავს სულით სიარული?
13. რას ნიშნავს სულით სიარული?
13 სიარულისას მიზანმიმართულად გარკვეული ადგილისკენ მივემართებით. შესაბამისად, სულით სიარულისას გამუდმებით მივიწევთ სულიერად წინ, მაგრამ ეს სრულყოფილებას არ ნიშნავს (1 ტიმ. 4:15). ყოველდღე მაქსიმალურად უნდა ვცდილობდეთ, სულით ვიაროთ ანუ სულის ხელმძღვანელობით ვიცხოვროთ. თუ სულით ვივლით, ღმერთს ვასიამოვნებთ (გალ. 5:16).
14. რისკენ არიან მიდრეკილნი ხორცით მავალნი?
14 რომაელების მიმართ წერილში პავლე ორი სრულიად განსხვავებული კატეგორიის ადამიანებზე საუბრობს (წაიკითხეთ რომაელების 8:5 ). აქ „ხორცი“ ყოველთვის ფიზიკურ სხეულს არ ნიშნავს. ბიბლიაში სიტყვა „ხორცი“ ზოგჯერ დაცემული სხეულის ცოდვილი და არასრულყოფილი ბუნების აღსანიშნავად გამოიყენება. სწორედ ეს ბუნება იწვევს პავლეს მიერ ზემოთ მოხსენიებულ ხორცსა და გონებას შორის კონფლიქტს. მაგრამ პავლესგან განსხვავებით, „ხორცით მავალნი“ ბრძოლას არც კი იწყებენ. ასეთი ადამიანები, ნაცვლად იმისა, რომ იფიქრონ ღვთის მოთხოვნების შესრულებაზე და მიიღონ მისგან დახმარება, „ხორცისაზე ფიქრობენ“. მათი მიზანი ხშირად საკუთარი ხორციელი სურვილების დაკმაყოფილებაა. მათგან განსხვავებით, „სულით მავალნი“ სულისაზე ფიქრობენ და იეჰოვას ხელმძღვანელობას მიჰყვებიან.
15, 16. ა) როგორ მოქმედებს ფიქრი აზროვნებაზე? ბ) რაზე ფიქრობს დღეს ხალხის უმრავლესობა?
15 წაიკითხეთ რომაელების 8:6. სანამ ადამიანი რამეს გააკეთებს, იქნება ეს კარგი თუ ცუდი, ჩვეულებრივ, ის ფიქრობს ამაზე. ადამიანებს, რომლებიც გამუდმებით ხორცის საქმეებზე ფიქრობენ, მალე უვითარდებათ ისეთი აზროვნება ან მიდრეკილება, რომელიც მთლიანად ხორცის საქმეებზეა ფოკუსირებული. მათი აზრები, ინტერესები და გრძნობები, ჩვეულებრივ, მთლიანად ხორცის საქმეებისკენაა მიმართული.
16 რით არის დღეს უმრავლესობა დაკავებული? მოციქულმა იოანემ დაწერა: „ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა“ (1 იოან. 2:16). ამ სურვილებში შედის სექსუალური აღვირახსნილობა და სახელისა თუ ქონების მოხვეჭა. წიგნები, ჟურნალ-გაზეთები, ფილმები, ტელეშოუები და ინტერნეტი გაჟღენთილია ასეთი შინაარსის მასალებით, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანთა უმეტესობა ძირითადად ამაზე ფიქრობს და ეს არის მათთვის სასურველი. მაგრამ ხორცისაზე ფიქრი სულიერად სიკვდილს ნიშნავს დღეს და ფიზიკურად — ახლო მომავალში. რატომ? იმიტომ რომ, „ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს და ვერც დაემორჩილება. ასე რომ, ვინც ხორციელად ცხოვრობს, ვერ ასიამოვნებს ღმერთს“ (რომ. 8:7, 8).
17, 18. როგორ შეგვიძლია ვიფიქროთ სულისაზე და რას მივაღწევთ ასე მოქმედებით?
17 მეორე მხრივ „სულისაზე ფიქრი . . . სიცოცხლესა და მშვიდობას“, ანუ მარადიულ სიცოცხლეს ნიშნავს მომავალში, დღეს კი — შინაგან სიმშვიდესა და ღმერთთან კარგ ურთიერთობას. როგორ შეგვიძლია სულისაზე ფიქრი? ყოველთვის იმაზე ფიქრით, რაც სულიერად აღაშენებს, წმინდა სულის ხელმძღვანელობის მიყოლითა და ჩვენში სულიერი აზროვნების განვითარებით. თუ ამგვარად ვიქცევით, განგვივითარდება აზროვნება, რომელიც „ემორჩილება ღვთის კანონს“ და „ასიამოვნებს ღმერთს“. ცდუნებების დროს კი გაურკვევლობაში არ ვიქნებით და გვეცოდინება, როგორ მოვიქცეთ; გავაკეთებთ სწორ არჩევანს, რომელიც წმინდა სულის ხელმძღვანელობის შესაბამისი იქნება.
18 ასე რომ, მნიშვნელოვანია სულისაზე ფიქრი. ამის გაკეთება კი შესაძლებელია გონების მომზადებით, ანუ ჩვენს ცხოვრებაში ქრისტიანული საქმეებისთვის უმნიშვნელოვანესი ადგილის დათმობით; მაგალითად, რეგულარულად ლოცვით, ბიბლიის კითხვითა და შესწავლით, შეხვედრებზე დასწრებითა და ქრისტიანულ მსახურებაში მონაწილეობით (1 პეტ. 1:13). ნაცვლად იმისა, რომ ხორციელმა საქმეებმა ყურადღება გაგვიფანტოს, მოდი, ვიფიქროთ სულიერზე. ასეთი სახით ჩვენ ვივლით სულით. ეს კი კურთხევებს მოგვიტანს, ვინაიდან სულისაზე ფიქრი სიცოცხლეს და მშვიდობას ნიშნავს (გალ. 6:7, 8).
შეგიძლიათ ახსნათ?
• რატომ იყო „კანონი უუნარო“ და რა გააკეთა ღმერთმა ამ უუნარობის დასაძლევად?
• რა არის „ცოდვისა და სიკვდილის კანონი“ და როგორ შეგვიძლია მისგან თავის დაღწევა?
• რა უნდა გავაკეთოთ, რომ „სულისაზე ვიფიქროთ“?
[სასწავლო კითხვები]
[სურათები 12, 13 გვერდებზე]
ხორცით დადიხართ თუ სულით?