იეჰუ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მებრძოლი
იეჰუ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მებრძოლი
იეჰუ წმინდა თაყვანისმცემლობისთვის მებრძოლი იყო. ის ენერგიულად, დაუყოვნებლივ, შეუპოვრად, გულმოდგინედ და გაბედულად ასრულებდა თავის დავალებას. კარგი იქნებოდა, თუ მივბაძავდით იეჰუს და ჩვენც გამოვავლენდით ამ თვისებებს.
იეჰუმ დავალება მაშინ მიიღო, როდესაც ისრაელი სავალალო მდგომარეობაში იყო. იმ დროს ისრაელის მეფე იყო იეჰორამი, მაგრამ ერზე დიდ გავლენას დედამისი, ახაბის ქვრივი, ბოროტი იზებელი ახდენდა. მან იეჰოვას თაყვანისმცემლობის ნაცვლად, ბაალის თაყვანისმცემლობა დაამკვიდრა, დახოცა ღვთის წინასწარმეტყველები და მთელი ხალხი „გარყვნილებასა და ჯადოქრობაში“ გახვია (2 მეფ. 9:22; 1 მეფ. 18:4, 13). იეჰოვამ ბრძანა ახაბის მთელი სახლის, მათ შორის იეჰორამისა და იზებელის, განადგურება. ამ საქმეს იეჰუ უნდა ჩასდგომოდა სათავეში.
ბიბლიაში იეჰუ პირველად მოიხსენიება მაშინ, როცა ისრაელები სირიელებს ებრძოდნენ და ის გალაადის რამოთში ჯარის მეთაურებს შორის იჯდა. იეჰუ მაღალჩინოსანი სამხედრო პირი იყო, შესაძლოა, ისრაელის ჯარის მეთაურიც კი. იეჰოვამ გაგზავნა წინასწარმეტყველთა ძეთაგან ერთ-ერთი, ელისე, რომ იეჰუ მეფედ ეცხო და მიეცა მითითება, მოეკლა ყოველი მამაკაცი განდგომილი ახაბის სახლიდან (2 მეფ. 8:28; 9:1—10).
როდესაც ჯარის მეთაურებმა იეჰუს ჰკითხეს ელისეს მოსვლის მიზეზი, მას არ უნდოდა სიმართლის გამხელა. მაგრამ დაჟინებული თხოვნის შემდეგ მან თქვა სიმართლე. ის და მისი თანამებრძოლები იეჰორამის წინააღმდეგ აჯანყდნენ (2 მეფ. 9:11—14). როგორც ჩანს, ისინიც განაწყენებული იყვნენ. მათაც არ მოსწონდათ ახაბის სახლის მმართველობა და იზებელის გავლენა. ნებისმიერ შემთხვევაში, იეჰუმ საგულდაგულოდ დაგეგმა, როგორ შეესრულებინა თავისი მისია საუკეთესოდ.
ბრძოლის დროს მეფე იეჰორამი დაჭრეს და ჭრილობების მოსაშუშებლად ქალაქ იზრეელში წაიყვანეს. იეჰუმ იცოდა, რომ თავისი გეგმის წარმატებით განსახორციელებლად აუცილებელი იყო, შეთქმულების შესახებ ინფორმაციას იზრეელამდე არ ჩაეღწია. იეჰუმ თქვა: „თუ თანახმანი ხართ, არავინ გაუშვათ ქალაქიდან იზრეელში ამბის ჩასატანად“ (2 მეფ. 9:14, 15). შესაძლოა, ის იეჰორამის ერთგული ჯარისკაცებისგან გარკვეულ წინააღმდეგობას ელოდა. იეჰუს უნდოდა, ყველაფერი გაეკეთებინა იმისათვის, რომ ეს არ მომხდარიყო.
„გიჟივით მოაჭენებს“
მისი თავდასხმა მოულოდნელი რომ ყოფილიყო, იეჰუ ეტლით გაეშურა იზრეელისკენ, რომელიც გალაადის რამოთიდან 72 კილომეტრით იყო დაშორებული. როგორც კი დანიშნულების 2 მეფ. 9:17). სავსებით დასაშვებია, რომ თავისი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად მას თან ახლდა მრავალრიცხოვანი ლაშქარი.
ადგილს მიუახლოვდა, კოშკიდან გუშაგმა დაინახა „დიდძალ ხალხთან ერთად მომავალი იეჰუ“ (გუშაგმა ერთ-ერთ ეტლში გაბედული მეომარი იეჰუ ამოიცნო და წამოიძახა: „გიჟივით მოაჭენებს“ (2 მეფ. 9:20). თუ, ჩვეულებრივ იეჰუსთვის სწრაფი ჭენება იყო დამახასიათებელი, როგორც ჩანს, ამ განსაკუთრებული დავალების შესრულებისას, ის კიდევ უფრო სწრაფად მიაჭენებდა.
მას შემდეგ, რაც იეჰუმ არაფერი უთხრა მასთან გაგზავნილ ორ მაცნეს, ის შეხვდა მეფე იეჰორამსა და მის თანამზრახველ იუდას მეფე ახაზიას, რომლებიც თავ-თავიანთი ეტლებით იყვნენ. იეჰორამის კითხვაზე „ხომ მშვიდობაა, იეჰუ?“ მან მიუგო: „რა მშვიდობა უნდა იყოს დედაშენი იზებელის გარყვნილებისა და მისი ჯადოქრობის მერე?!“ ამის გაგონებაზე შეშინებული იეჰორამი მოტრიალდა და გაიქცა. მაგრამ იეჰუ ბევრად სწრაფი იყო. მოზიდა მშვილდი და ისარმა იეჰორამს გულში გაუარა. მეფე ეტლში ჩაიკეცა და მოკვდა. ახაზია კი გაიქცა, მაგრამ იეჰუ დაედევნა და ისიც მოკლა (2 მეფ. 9:22—24, 27).
ახაბის სახლიდან ახლა ბოროტი იზებელის დრო დადგა. იეჰუმ მას „დაწყევლილი“ უწოდა. როცა ის იზებელთან მივიდა, დაინახა, რომ დედოფალი სასახლის ფანჯრიდან იყურებოდა. ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე იეჰუმ კარისკაცებს უბრძანა, რომ ის ფანჯრიდან გადმოეგდოთ. შემდეგ მისმა ცხენებმა მთელი ისრაელის ცოდვებში გამხვევი გათელეს. ამის შემდეგ იეჰუმ ახაბის სახლიდან მრავალი სხვაც დახოცა (2 მეფ. 9:30—34; 10:1—14).
თუმცა ძალადობა მიუღებელია, უნდა გვესმოდეს, რომ იმ დროს იეჰოვა თავის მსახურებს იყენებდა თავისი განაჩენის აღსასრულებლად. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ღვთისგან იყო ის, რომ ახაზია იეჰორამთან მისვლით უნდა დაცემულიყო; მივიდა და იეჰორამთან ერთად წავიდა იეჰუსთან, ნიმშის შვილიშვილთან, რომელიც ახაბის სახლის მოსასპობად სცხო იეჰოვამ“ (2 მატ. 22:7). როცა იეჰუმ იეჰორამის გვამი ეტლიდან გადმოაგდო, ის მიხვდა, რომ ამით ზუსტად შესრულდა იეჰოვას სიტყვები, რომლებიც მან ახაბს ნაბოთის მკვლელობის შემდეგ უწინასწარმეტყველა. გარდა ამისა, იეჰოვამ იეჰუს უთხრა, შური ეძია იზებელზე „[ღვთის] მსახურთა სისხლის გამო“ (2 მეფ. 9:7, 25, 26; 1 მეფ. 21:17—19).
დღეს იეჰოვას მსახურები ფიზიკურ ძალას არ იყენებენ წმინდა თაყვანისმცემლობის მტრების ებრ. 10:30). მაგრამ ქრისტიანმა უხუცესებმა უნდა მიბაძონ იეჰუს და გაბედულად დაიცვან კრება გამხრწნელი გავლენისგან (1 კორ. 5:9—13). თავის მხრივ, კრების ყველა წევრი უნდა მოერიდოს გარიცხულებთან ურთიერთობას (2 იოან. 9—11).
წინააღმდეგ, რადგან ღმერთი ამბობს: „ჩემია შურისძიება“ (იეჰუ არ იწყნარებდა იეჰოვასადმი მეტოქეობას
ის, თუ რა მოტივით მოქმედებდა იეჰუ, ჩანს ერთგული იეჰონადაბისთვის ნათქვამი მისი სიტყვებიდან: „წამომყევი და ნახე, რომ არ შევიწყნარებ იეჰოვასადმი მეტოქეობას“. იეჰონადაბმა მიიღო ეს მოწვევა, ეტლზე ავიდა და იეჰუს სამარიაში გაჰყვა. იეჰუ „ცბიერებით მოქმედებდა . . . ბაალის თაყვანისმცემლების გასაწყვეტად“ (2 მეფ. 10:15—17, 19).
იეჰუმ გამოაცხადა, რომ ბაალისთვის „დიდებული შესაწირავი“ უნდა აღევლინა (2 მეფ. 10:18, 19). როგორც ერთი მკვლევარი ამბობს: «ეს სიტყვების მოხერხებული თამაში იყო. აქ გამოყენებული ებრაული სიტყვა ჩვეულებრივ „მსხვერპლს“ ნიშნავს, მაგრამ ის აგრეთვე „განდგომილთა დახოცვის“ მნიშვნელობითაც გამოიყენებოდა». იეჰუს უნდოდა, რომ იქ ბაალის ყველა თაყვანისმცემელი ყოფილიყო, ამიტომ შეკრიბა ისინი ბაალის სახლში და ყველას სპეციალური ტანსაცმელი მისცა. „როგორც კი დაამთავრა დასაწვავი შესაწირავის აღვლენა“, იეჰუმ 80 შეიარაღებულ კაცს ბაალის თაყვანისმცემლების დახოცვა უბრძანა. შემდეგ ბაალის სახლი ნანგრევებად აქცია და წაბილწა, რომ თაყვანისმცემლობისთვის გამოუსადეგარი ყოფილიყო (2 მეფ. 10:20—27).
მართალია, იეჰუს ხელით ბევრი სისხლი დაიღვარა, მაგრამ ბიბლიაში ის მოხსენიებულია, როგორც გაბედული კაცი, რომელმაც ისრაელი ბოროტი იზებელისა და მისი ოჯახის ზეგავლენისგან გაათავისუფლა. მხოლოდ გაბედული, შეუპოვარი და ენთუზიაზმით აღსავსე წინამძღოლი თუ მიაღწევდა ასეთ წარმატებას. ერთ ბიბლიურ ლექსიკონში ნათქვამია: „ეს მართლაც რთული დავალება იყო და სუსტი ბუნების ადამიანი ამას ვერ გააკეთებდა. მხოლოდ შეუპოვარი ადამიანი შეძლებდა ისრაელში ბაალის თაყვანისმცემლობის აღმოფხვრას“.
ცხადია, დღეს ქრისტიანები ხვდებიან ისეთ სიტუაციებში, როდესაც მათ იეჰუს თვისებებიდან ზოგიერთი უნდა გამოავლინონ. მაგალითად, როგორ უნდა რეაგირებდეს ქრისტიანი, როდესაც დგება ცდუნების წინაშე გააკეთოს ის, რასაც იეჰოვა განსჯის? ჩვენც დაუყოვნებლივ, გაბედულად და ენერგიულად უნდა ვიმოქმედოთ. როდესაც საქმე ღვთის ერთგულებას ეხება, არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევიწყნაროთ იეჰოვასადმი მეტოქეობა.
ეცადეთ, იაროთ იეჰოვას კანონებით
იეჰუს ისტორიის დასასრული ჩვენთვის გამაფრთხილებელია. მას „არ მიუტოვებია . . . ოქროს ხბოები, რომლებიც ბეთელსა და დანში იყო“ (2 მეფ. 10:29). როგორ შეეგუა კერპთაყვანისმცემლობას კაცი, რომელიც ასე გულმოდგინედ იცავდა წმინდა თაყვანისმცემლობას?
შესაძლოა, იეჰუ ფიქრობდა, რომ ისრაელისა და იუდას სამეფოს შორის განსხვავებული რელიგიები ერთმანეთისგან დამოუკიდებლობას შეუწყობდა ხელს. ამიტომ, ისრაელის სხვა მეფეებივით, ისიც ცდილობდა, ხბოს თაყვანისმცემლობის ამავე მიზნით გამოყენებას. მაგრამ მის მოქმედებაში გამოჩნდა რწმენის უკმარისობა იეჰოვასადმი, რომელმაც გაამეფა ის.
იეჰოვამ შეაქო იეჰუ იმისათვის, რომ კარგად მოიქცა მის თვალში. მიუხედავად ამისა, ის „არ ცდილობდა . . . მთელი გულით ევლო ისრაელის ღვთის, იეჰოვას კანონით“ (2 მეფ. 10:30, 31). თუ გავითვალისწინებთ ყველაფერს, რაც იეჰუმ მანამდე გააკეთა, მისი ასეთი საქციელი ნამდვილად გასაკვირი და სამწუხაროა. მაგრამ ეს ჩვენთვის გაკვეთილია. ჩვენ ყოველთვის უნდა ვაფასებდეთ იეჰოვასთან ურთიერთობას. ღვთის სიტყვის ყოველდღიურად შესწავლით, ნასწავლზე ფიქრითა და ჩვენი ზეციერი მამისადმი მხურვალე ლოცვებით უნდა ვივითარებდეთ ღვთისადმი ერთგულებას. ამიტომ მოდი, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ მთელი გულით ვიაროთ იეჰოვას კანონებით (1 კორ. 10:12).
[ჩარჩო 4 გვერდზე]
იეჰუ ისტორიულ წყაროებში
კრიტიკოსები ხშირად აყენებენ ეჭვქვეშ ბიბლიური პერსონაჟების არსებობას. მოწმობს რაიმე არაბიბლიური წყარო იეჰუს შესახებ?
არსებობს უძველესი ასურეთის, სულ მცირე, სამი დოკუმენტი, სადაც ისრაელის ეს მეფე სახელით არის მოხსენიებული. ერთ-ერთ მათგანზე ნაჩვენებია, რომ იეჰუ ან, შესაძლოა, მისი ერთ-ერთი მსახური დაემხო ასურელი მეფის სალმანასარ III-ის წინაშე და მას ხარკი მიუტანა. იქვე წერია: «იეჰუს (ია-უ-ა), ომრის (ხუ-უმ-რი) ძის ხარკი. მისგან მივიღე ვერცხლი, ოქრო, ოქროს „საფლუ-თასი“, ძირთან შევიწროებული ოქროს ლარნაკი, ოქროს სასმისები, ოქროს სათლები, კალა, მეფის კვერთხი, (და) ხის „ფურუხთუ“ [ამ უკანასკნელის მნიშვნელობა უცნობია]». იეჰუ არ იყო პირდაპირი გაგებით ომრის შვილი, მაგრამ ეს გამოთქმა გამოიყენებოდა ომრის შემდგომ მეფეებთან მიმართებაში, როგორც ჩანს იმის გამო, რომ ომრი სახელგანთქმული მეფე იყო და მან დააარსა ისრაელის დედაქალაქი, სამარია.
ასურეთის მეფის განაცხადი, რომ თითქოს იეჰუმ მას ხარკი მიუტანა, დადასტურებული არ არის. მიუხედავად ამისა, ის სამჯერ მოიხსენიებს იეჰუს — სტელაზე, სალმანასარის ობელისკსა და ასურელთა სამეფო მატიანეში. ეს ფაქტები ადასტურებს, რომ ბიბლიაში მოხსენიებული იეჰუ ისტორიული პერსონაჟია.