დარჩით ღვთის სამეფოს ერთგულნი!
„ისინი არ არიან ქვეყნიერების ნაწილი“ (იოან. 17:16).
1, 2. ა) რატომ უნდა გამოავლინონ ქრისტიანებმა ღვთისადმი ერთგულება და რა მხრივ უკავშირდება ეს საკითხი ნეიტრალიტეტს? (იხილეთ სურათი ამავე გვერდზე) ბ) რას ერთგულობენ დღეს ადამიანები და ზოგჯერ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამან ისინი?
ნეიტრალიტეტის შენარჩუნება და ერთგულების გამოვლენა ქრისტიანებს ყოველთვის გვმართებს; მნიშვნელობა არა აქვს, ქვეყანაში ომია თუ მშვიდობა. ასე იმიტომ უნდა მოვიქცეთ, რომ ჩვენ თავი მივუძღვენით იეჰოვას და აღვუთქვით, რომ გვეყვარებოდა იგი, დავემორჩილებოდით მას და ვუერთგულებდით (1 იოან. 5:3). წარმომავლობის, ეროვნების, კულტურისა თუ საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად, ჩვენ გვსურს, რომ ყოველთვის ღვთის სამართლიანი ნორმებით ვიცხოვროთ. იეჰოვასა და მისი სამეფოსადმი ერთგულება სცდება აღზრდით მიღებულ ტრადიციებსა თუ ეთნიკურ და კულტურულ კუთვნილებას (მათ. 6:33). ღვთისადმი ერთგულება რომ შევინარჩუნოთ, ქვეყნიურ კონფლიქტებსა თუ პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურნი უნდა დავრჩეთ (ეს. 2:4; წაიკითხეთ იოანეს 17:11, 15, 16).
2 ისინი, რომლებიც ჩვენს რწმენას არ იზიარებენ, განსაკუთრებულად ერთგულობენ თავიანთ ქვეყანას, კულტურას, ტომსა და ეროვნულ სპორტულ გუნდებსაც კი. ასეთი ნაციონალური სულისკვეთება შეჯიბრისა და კონკურენციის სულს აღვივებს; ზოგჯერ ამ ყოველივეს სისხლის ღვრამდე და გენოციდამდეც კი მიჰყავს ხალხი. ამგვარი დაბ. 1:27; კან. 32:4). პირადად თქვენ როგორ იქცევით ასეთ ვითარებაში? ამ დროს შეიძლება ადვილად დაიკავოთ რომელიმე მხარის პოზიცია და ჩაებათ პოლიტიკურ საკითხებში.
საკითხები მშვიდობიანად მოგვარდება თუ ძალადობრივი გზით, ეს უცილობლად აისახება ჩვენზე და ჩვენს ოჯახებზე, ვინაიდან ჩვენც საზოგადოების ნაწილი ვართ. ღმერთმა ადამიანი სამართლიანობის თანდაყოლილი გრძნობით შექმნა; შესაბამისად, ხელისუფალთა მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შეიძლება მოგვწონდეს ან — არა (3, 4. ა) რატომ ინარჩუნებენ ქრისტიანები პოლიტიკურ ნეიტრალიტეტს? ბ) რაზე ვისაუბრებთ წინამდებარე სტატიაში?
3 სამთავრობო ორგანიზაციები შესაძლოა ზეწოლას ახდენდნენ თავიანთი ქვეყნის მოქალაქეებზე, რომ ისინი კონფლიქტურ სიტუაციებში რომელიმე მხარეს მიემხრონ. თუმცა ჭეშმარიტ ქრისტიანებზე მსგავსი პროპაგანდა გავლენას არ ახდენს; ისინი არც პოლიტიკაში ერევიან და არც იარაღს იღებენ ხელში (მათ. 26:52). ჩვენზე არ მოქმედებს ქვეყნიერებაში გაბატონებული აზრი, რომ რომელიმე ეთნოსი ან კულტურა რაიმეთი მეორეზე უპირატესობს (2 კორ. 2:11). ჩვენ არ ვართ ქვეყნიერების ნაწილი, ამიტომ კონფლიქტების დროს ნეიტრალიტეტს ვინარჩუნებთ (წაიკითხეთ იოანეს 15:18, 19).
4 თუმცა არასრულყოფილების გამო ზოგიერთი ჩვენგანი შესაძლოა დღემდე ვებრძვით არასწორ აზროვნებას, რაც საზოგადოების დახლეჩვას უწყობს ხელს (იერ. 17:9; ეფეს. 4:22—24). სწორედ ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ პრინციპებს, რომლებიც დაგვეხმარება, თავიდან მოვიცილოთ არასწორი აზროვნება. ამასთანავე, ვისაუბრებთ, თუ როგორ უნდა გავწვრთნათ ჩვენი გონება და სინდისი, რათა ღვთის სამეფოს ერთგულნი დავრჩეთ.
რატომ ვართ პოლიტიკურად ნეიტრალურნი
5, 6. რა დამოკიდებულება ჰქონდა იესოს ისრაელში მცხოვრები მრავალფეროვანი საზოგადოებისადმი და რატომ?
5 იმ შემთხვევაში, როცა დარწმუნებულნი არ ხართ, როგორ მოიქცეთ ამა თუ იმ სიტუაციაში, კარგი იქნება, თუ ჰკითხავთ საკუთარ თავს: „იესო რომ ჩემს ადგილზე ყოფილიყო, როგორ მოიქცეოდა?“. ისრაელი ერი იუდეის, გალილეის, სამარიისა თუ სხვა მხარეებში მცხოვრები ხალხისგან შედგებოდა; სწორედ მათ გვერდით ცხოვრობდა იესო. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ სხვადასხვა მხარის მკვიდრთ ერთმანეთთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ (იოან. 4:9). გარდა ამისა, დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ ფარისევლებსა და სადუკეველებს (საქ. 23:6—9), ჩვეულებრივ ხალხსა და გადასახადების ამკრეფებს (მათ. 9:11), რაბინული განათლების მქონეებსა და კანონის უცოდინართ (იოან. 7:49). ამასთანავე, პირველ საუკუნეში ისრაელი რომის დაქვემდებარებაში იყო და ადგილობრივ მოსახლეობას რომაელები ჭირის დღესავით სძულდა. ვინაიდან იესო ჭეშმარიტების ქომაგი იყო და ისიც კარგად უწყოდა, რომ ხსნა იუდეველთაგან მოვიდოდა, ის თავის მოწაფეებს არასდროს აქეზებდა, ჩაბმულიყვნენ კონფლიქტებში (იოან. 4:22). უფრო მეტიც, მოძღვარი მათ მოუწოდებდა, რომ ყველა მოყვასად ჩაეთვალათ (ლუკ. 10:27).
6 რატომ არ იზიარებდა იესო იუდეველთა მცდარ შეხედულებებს? იმიტომ რომ, არც ის და არც მისი ზეციერი მამა ქვეყნიურ კონფლიქტებში არასოდეს ჩარეულან. როდესაც იეჰოვამ თავის ძესთან ერთად პირველი მამაკაცი და ქალი შექმნა, მისი განზრახვა იყო, რომ მათ შთამომავლობას აევსო დედამიწა (დაბ. 1:27, 28). ღმერთმა ისე შექმნა ადამიანები, რომ მათგან სხვადასხვა რასა წარმომდგარიყო. დიახ, არც იეჰოვა აყენებს რომელიმე რასას, ეროვნებასა თუ ენას სხვაზე მაღლა და არც — იესო (საქ. 10:34, 35; გამოცხ. 7:9, 13, 14). ამიტომ, ჩვენ ვალდებულნი ვართ, რომ მივბაძოთ მათ სრულყოფილ მაგალითს (მათ. 5:43—48).
7, 8. ა) რომელი საკითხისადმი უნდა იყოს ჩვენი პოზიცია შეუვალი და ცალსახა? ბ) რა უნდა ესმოდეს ქრისტიანს, როცა საქმე სოციალური თუ პოლიტიკური პრობლემების მოგვარებაზე მიდგება?
7 თუმცა არსებობს საკითხი, რასთან მიმართებითაც ჩვენი პოზიცია მეტად შეუვალი და ცალსახა უნდა იყოს — ეს საკითხი იეჰოვას უზენაესობას ეხება. ღვთის უზენაესობა პირველად ეჭვქვეშ ედემის ბაღში დადგა, როცა დაბ. 3:4, 5).
სატანამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იეჰოვას მმართველობის უფლება. სწორედ ამიტომ, დღეს ყველამ თავად უნდა გადაწყვიტოს, ვინაა საუკეთესო მმართველი, იეჰოვა თუ სატანა. პირადად თქვენ, გულწრფელად გჯერათ, რომ იეჰოვას კანონებისა და ნორმების მორჩილება უკეთესია, ვიდრე საკუთარი შეხედულებისამებრ ცხოვრება? მიიჩნევთ ღვთის სამეფოს კაცობრიობის პრობლემებიდან თავდახსნის ერთადერთ საშუალებად? თუ პირიქით, ფიქრობთ, რომ ადამიანს ძალუძს საკუთარი ცხოვრების ღვთისგან დამოუკიდებლად წარმართვა? (8 ზემოთ მოყვანილ კითხვებზე გაცემული პასუხები დაგანახვებთ, თუ რა პასუხს გასცემთ მათ, ვინც სადავო საკითხებთან დაკავშირებით საკუთარი აზრის გამოთქმას მოგთხოვთ. მართალია, პოლიტიკური მოღვაწეები, რეფორმატორები თუ აქტივისტები კონფლიქტების მოსაგვარებლად ძალას არ ზოგავენ და შესაძლოა სწორი მოტივებიც ამოძრავებთ, მაგრამ ქრისტიანებს გვესმის, რომ მხოლოდ ღვთის სამეფოს ძალუძს კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა და სამართლიანობის აღდგენა. ჩვენ იეჰოვას ხელმძღვანელობას უნდა მივყვეთ. მხოლოდ დაფიქრდით: ყველამ რომ ისე ვაკეთოთ კრებაში საქმე, როგორც თავად მივიჩნევთ მართებულად, ეს ხომ კრების დაყოფასა და დაქსაქსვას გამოიწვევს?!
9. რა პრობლემა იყო პირველ საუკუნეში კორინთის კრებაში და რისკენ მოუწოდა ქრისტიანებს პავლე მოციქულმა?
9 ყურადღება მიაქციეთ, როგორი პოზიცია დაიკავა პირველ საუკუნეში მცხოვრებმა ზოგმა ქრისტიანმა, როცა კრებაში უთანხმოება წამოიჭრა. ისინი ამბობდნენ: «„მე პავლესი ვარ“, „მე — აპოლოსისა“, „მე — კეფასი“, „მე კი — ქრისტესი“». მართალია, ჩვენთვის უცნობია ის, თუ რამ გამოიწვია კრების დაყოფა, მაგრამ ამ ფაქტმა პავლე მოციქული ძალიან აღაშფოთა. მან კორინთელებს მისწერა, რომ მათ შორის „ქრისტე დაყოფილი“ იყო. მაგრამ საინტერესოა, გამოიძებნებოდა კი გამოსავალი ამ რთული ვითარებიდან? პავლემ ქრისტიანებს მოუწოდა: „ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით შეგაგონებთ, რომ ყველა ერთსა და იმავეს ლაპარაკობდეთ და არ იყოს განხეთქილება თქვენ შორის, არამედ გაერთიანებულნი იყოთ გონებითა და აზრით“. მსგავსად ამისა, განხეთქილებები ქრისტიანულ კრებაში არც დღეს უნდა ხდებოდეს (1 კორ. 1:10—13; წაიკითხეთ რომაელების 16:17, 18).
10. რომელი მაგალითით გვიჩვენა პავლემ იმის აუცილებლობა, რომ ქვეყნიურ კონფლიქტებში ნეიტრალური პოზიცია უნდა გვეკავოს?
10 პავლე მოციქულმა ცხებულ ქრისტიანებს მოუწოდა, რომ ზეციურ მოქალაქეობაზე ეფიქრათ და არა — მიწიერზე (ფილ. 3:17—20). * ისინი ისე უნდა მოქცეულიყვნენ როგორც „ელჩები ქრისტეს ნაცვლად“, ელჩები კი არ ერევიან იმ ქვეყნის საქმეებში, სადაც მივლენილნი არიან. ისინი საკუთარი ქვეყნის ერთგულნი რჩებიან (2 კორ. 5:20). მიწიერი იმედის მქონე ქრისტიანებიც ღვთის სამეფოს ქვეშევრდომები არიან, ამიტომ არც ისინი იკავებენ ქვეყნიურ კონფლიქტებში რომელიმე მხარეს.
გაწვრთენით საკუთარი თავი და უერთგულეთ ღმერთს
11, 12. ა) რამ შეიძლება გაუძნელოს ქრისტიანს ღვთის სამეფოსადმი ერთგულების შენარჩუნება? ბ) რა სირთულის წინაშე აღმოჩნდა ერთი ჩვენი თანაქრისტიანი და როგორ გაართვა თავი მან ამ სირთულეს?
11 მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ერთმანეთთან მჭიდროდ აკავშირებს საერთო ისტორია, ენა და კულტურა; ამ ყოველივეთი ისინი მეტად ამაყობენ. სწორედ ამიტომ ქრისტიანმა სათანადოდ უნდა გაწვრთნას საკუთარი გონება და სინდისი, რათა ყოველთვის ნეიტრალური დარჩეს. მაგრამ, ისმის კითხვა: რა დაეხმარება ღვთის მსახურს ნეიტრალიტეტის შენარჩუნებაში?
12 მაგალითად, მირიეტა * ყოფილი იუგოსლავიის ერთ-ერთ ქვეყანაში ცხოვრობს. მას ბავშვობიდან სერბების სიძულვილი ჩაუნერგეს. როდესაც მირიეტამ გაიგო, რომ იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია და ეთნიკური კონფლიქტების მიღმა სატანა დგას, შეეცადა, თავიდან მოეშორებინა ნაციონალისტური სულისკვეთება. თუმცა, როცა მის ქვეყანაში ეთნიკურ ნიადაგზე კონფლიქტი გაღვივდა, სერბებისადმი სიძულვილმა თავი შეახსენა და მათთან ქადაგება გაუძნელდა. თუმცა მირიეტა მიხვდა, რომ გულხელდაკრეფის დრო არ იყო და რაღაც უნდა ეღონა უარყოფითი ფიქრების ასალაგმავად. იგი იეჰოვას ევედრებოდა, რომ ამ სირთულის დაძლევაში დახმარებოდა; გარდა ამისა, მირიეტა შესთხოვდა ღმერთს ძალას, გააქტიურებულიყო მსახურებაში და პიონერობა დაეწყო. იგი გვიამბობს: „ყველაზე მეტად ის დამეხმარა, რომ მთელი ყურადღება მსახურებაზე გადავიტანე. ქადაგების დროს ვცდილობდი, იეჰოვასთვის მიმებაძა და მასსავით მოსიყვარულე ვყოფილიყავი; შედეგი კი ის იყო, რომ უარყოფითი ფიქრები სადღაც გაქრა“.
13. ა) რამ ატკინა გული ერთ ჩვენს დას და როგორ მოიქცა ის? ბ) რას ვსწავლობთ სოილას მაგალითიდან?
13 მოდი, ახლა კიდევ ერთი დის, სოილას, შემთხვევას გავეცნოთ. იგი წარმოშობით მექსიკიდანაა, თუმცა ამჟამად ევროპაში ცხოვრობს და იქ ესწრება კრების შეხვედრებს. სოილამ შენიშნა, რომ კრებაში ზოგი სამხრეთამერიკელი ძმა უტაქტოდ და შეურაცხმყოფლად საუბრობდა მის ქვეყანაზე, ტრადიციებსა და მუსიკაზეც კი. პირადად თქვენ სოილას ადგილზე რომ ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით? ბუნებრივია, ასეთი კომენტარები სოილას გულს სტკენდა. მაგრამ საბედნიეროდ, სოილამ იეჰოვას მიმართა დახმარებისთვის, რომ გაექარწყლებინა მისთვის მოძალებული უარყოფითი ფიქრები. უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგიერთ ჩვენგანს სოილას მსგავსად დღემდე გვიწევს უარყოფითი დამოკიდებულების ატანა. აქედან გამომდინარე, ნამდვილად არ გვსურს, რომ ჩვენი სიტყვითა და საქმით ხელი შევუწყოთ განხეთქილებებს ან რაიმე სახის მიკერძოებისკენ ვუბიძგოთ და-ძმებსა თუ სხვებს (რომ. 14:19; 2 კორ. 6:3).
14. როგორ შეუძლია ქრისტიანს, გაწვრთნას საკუთარი გონება და სინდისი იმისათვის, რომ დარჩეს მიუკერძოებელი?
14 თქვენც ისეთ გარემოში ხომ არ აღიზარდეთ, რომელმაც ნაციონალისტური სულისკვეთება ან საკუთარი კუთხის მიმართ განსაკუთრებული მიზიდულობა განგივითარათ? დღესაც მსგავსი დამოკიდებულება ხომ არა გაქვთ? ქრისტიანებმა არ უნდა დაუშვან, რომ მსგავსმა განწყობამ გავლენა იქონიოს სხვებისადმი მათ დამოკიდებულებაზე. მაგრამ, რა უნდა გააკეთოთ, თუ უარყოფითად ხართ განწყობილნი ამა თუ იმ რასის, ეროვნების, კულტურისა თუ სხვა ენაზე მოსაუბრე ადამიანების მიმართ? ამ შემთხვევაში მეტად სასარგებლო იქნება თქვენთვის იმაზე დაფიქრება, თუ თავად იეჰოვა როგორ უყურებს ნაციონალიზმსა და წინასწარშექმნილ შეხედულებებს. ასე რომ, სასიკეთოდ წაგადგებათ, თუ ამ და მსგავს საკითხებს პირადი ან ოჯახური თაყვანისცემის პროგრამაში ჩართავთ. შემდეგ სთხოვეთ იეჰოვას, რომ ბოლომდე გაითავისოთ მისი დამოკიდებულება აღნიშნულ საკითხებზე (წაიკითხეთ რომაელების 12:2).
15, 16. ა) რას უნდა ველოდოთ, როცა ღვთისადმი ერთგულებას ვინარჩუნებთ? ბ) როგორ შეუძლიათ მშობლებს, დაეხმარონ თავიანთ შვილებს ქრისტიანული ერთგულების შენარჩუნებაში?
15 ადრე თუ გვიან, იეჰოვას მსახური აუცილებლად აღმოჩნდება ისეთ სიტუაციაში, როცა მას სინდისი უბიძგებს, რომ თავისი თანამშრომლებისგან, კლასელებისგან, მეზობლებისგან, ნათესავებისა თუ ახლობლებისგან განსხვავებულად მოიქცეს (1 პეტ. 2:19). დიახ, ჩვენ უნდა განვსხვავდებოდეთ მათგან! ამიტომ არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ჩვენი პოზიციის გამო ქვეყნიერება მოგვიძულებს, როგორც ამის შესახებ იესომ გაგვაფრთხილა. ჩვენი მოწინააღმდეგეების უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ აქვს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ქრისტიანული ნეიტრალიტეტის შენარჩუნება. მართლაც, იეჰოვასადმი ერთგულების საკითხი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია!
16 იეჰოვასადმი ერთგულება მოითხოვს, რომ ვიყოთ მტკიცენი მაშინ, როცა ჩვენი რწმენა იცდება (დან. 3:16—18). მართალია, კაცთმოშიშებამ შესაძლოა ყველას დაგვრიოს ხელი, მაგრამ ახალგაზრდებს შეიძლება განსაკუთრებით გაუჭირდეთ დინების საწინააღმდეგოდ სვლა. თუ თქვენი შვილები ისეთ ვითარებაში ხვდებიან, სადაც სხვები სალამს აძლევენ დროშას ან ეროვნულ დღესასწაულში მონაწილეობენ, აუცილებლად დაეხმარეთ მათ. გამოიყენეთ ოჯახური თაყვანისცემის საღამო იმისათვის, რომ ბავშვებს დაანახვოთ, თუ რატომ არ ვმონაწილეობთ მსგავს ღონისძიებებში; ეს მათ დაეხმარებათ, რომ გაბედულად გაართვან თავი მსგავს სირთულეებს. დაეხმარეთ შვილებს, ნათლად აუხსნან სხვებს საკუთარი პოზიცია და ეს პატივისცემით გააკეთონ (რომ. 1:16). თქვენი შვილების მხარდაჭერის მიზნით, საჭიროების შემთხვევაში, გამოავლინეთ ინიციატივა და გაესაუბრეთ მასწავლებლებს.
დააფასეთ იეჰოვას შემოქმედება
17. როგორ დამოკიდებულებას უნდა ვერიდოთ და რატომ?
17 თუ გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, კულტურა, ენა და სამზარეულო, ეს სავსებით ბუნებრივია. თუმცა არ უნდა ვიფიქროთ, რომ ყველაფერი რაც ჩვენია, საუკეთესოა. იეჰოვამ ყველაფერი ასე მრავალფეროვნად ხომ ჩვენი სიამოვნებისთვის შექმნა?! (ფსალმ. 104:24; გამოცხ. 4:11). მაშ, რატომ უნდა დავასკვნათ, რომ ის, რაც ჩვენთვის უფრო ახლობელი და მშობლიურია, სხვისაზე უპირატესია?
18. რა მოჰყვება შედეგად იეჰოვას თვალსაზრისის გათავისებას?
18 ღმერთს სურს, რომ ყველანაირმა ადამიანმა მიიღოს ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა და დატკბეს მარადიული ცხოვრებით (იოან. 3:16; 1 ტიმ. 2:3, 4). თუ შემწყნარებლურად ვეკიდებით განსხვავებულ აზრს, რომელიც ღვთის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება, ასეთი დამოკიდებულება ჩვენს ცხოვრებას ახალ ფერებს სძენს და ქრისტიანულ ერთობას გვინარჩუნებს. თუ პოლიტიკურ საკითხებში ნეიტრალურნი ვრჩებით, ამით იეჰოვასადმი ერთგულებას ვინარჩუნებთ. მოდი, არ დავუშვათ, რომ ქრისტიანულ კრებაში განხეთქილებამ იჩინოს თავი. ჩვენ ვემადლიერებით იეჰოვას, რომ დაგვიხსნა სატანის ქვეყნიერებისგან, სადაც ჩვეული რამაა სიამაყე, კონკურენცია და დაქსაქსვა! დაე, მიზნად დავისახოთ, რომ გვქონდეს ისეთივე მშვიდობა, რომლის შესახებაც ფსალმუნმომღერალი წერდა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1).