ქვიშაზე აშენებთ თუ კლდოვან ადგილზე?
ქვიშაზე აშენებთ თუ კლდოვან ადგილზე?
გიყვართ ბიბლიის კითხვა? რეგულარულად სწავლობთ ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან ერთად? რასაკვირველია, შეძენილმა ცოდნამ უკეთ დაგანახვათ, რატომ არის ამ ქვეყნიერებაში ამდენი პრობლემა (გამოცხადება 12:9, 12). გარდა ამისა, განსაცდელებისა და სირთულეების დროს, ალბათ, უამრავმა ბიბლიურმა მუხლმა განუგეშათ და დაგაიმედათ (ფსალმუნი 145:14; 147:3; 2 პეტრე 3:13).
კაცი რომ ქრისტეს მიმდევარი გახდეს, აუცილებელია ბიბლიის საფუძვლიანად შესწავლა. მაგრამ მხოლოდ ესეც არ კმარა. ბიბლიის შემსწავლელი, როგორც ყოველთვის, ისე რწმენის გამოცდის დროსაც, ჭეშმარიტი ქრისტიანისთვის შესაფერისად რომ მოიქცეს, სხვა აუცილებელი ნაბიჯიც უნდა გადადგას. რა იგულისხმება ამაში? ამის გასაგებად მოკლეთ განვიხილოთ მთაზე ქადაგება, რომელიც იესომ გალილეაში წარმოთქვა (მათე 5:1, 2).
ორი სახლი
იცით რაზე ისაუბრა იესომ მთაზე ქადაგებისას? ამ ცნობილ ქადაგებას შეგიძლიათ გაეცნოთ მათესა და ლუკას სახარებებში (მათე 5:1—7:29; ლუკა 6:20—49). ამ ბიბლიურ მონაკვეთს სულ რაღაც 20 წუთში წაიკითხავთ. მასში 50-ზე მეტი შედარება და ებრაული წერილებიდან 20-ზე მეტი ციტატაა მოყვანილი. ერთ-ერთი შედარება, რომელშიც იესომ ორი სახლის შენება მოიხსენია, დიდ მნიშვნელობას ატარებს, რადგან ამ შედარებით ქადაგება შეაჯამა. ამ დასკვნითი მაგალითის მნიშვნელობის გაგება რწმენის ნებისმიერ გამოცდასთან შესახვედრად მოგამზადებთ.
იესომ თქვა: „ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და ასრულებს მათ, ჰგავს გონიერ კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე აიშენა სახლი. დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს, მაგრამ ის არ დაინგრა, რადგან კლდეზე იყო დაფუძნებული. ხოლო ვინც ისმენს ჩემს ამ სიტყვებს და არ ასრულებს მათ, ჰგავს უგუნურ კაცს, რომელმაც ქვიშაზე აიშენა სახლი. დაუშვა წვიმამ, მოვარდნენ ნიაღვრები, დაუბერა ქარმა და ეკვეთნენ ამ სახლს. ისიც დაინგრა და დიდი იყო მისი დანგრევა“ (მათე 7:24—27).
კაცი, რომელმაც ამოთხარა და ამოაღრმავა
რა მნიშვნელოვანი რამ ასწავლა იესომ თავის მოწაფეებს ამ მაგალითით? დაწვრილებით განვიხილოთ იესოს სიტყვები. რა ჰქონდა საერთო ამ ორ სახლს? ორივეს ერთი და იგივე უბედურება დაატყდა. შეიძლება სახლები ჰგავდა კიდეც ერთმანეთს და ერთმანეთის ახლოსაც იდგა, მაგრამ ერთი ქვიშაზე იყო აშენებული, მეორე კი — კლდოვან ადგილზე. როგორ გავიგოთ ეს? ლუკას სახარებიდან ვიგებთ, რომ გონიერმა კაცმა თხარა და აღრმავა ვიდრე საძირკვლისთვის კლდოვანი ადგილი არ გამოჩნდა (ლუკა 6:48). შედეგად მისი სახლი არ დანგრეულა.
რატომ მოიყვანა იესომ ეს მაგალითი? იესომ ეს მაგალითი მოიყვანა არა სახლების იერსახის, ადგილმდებარეობისა და სტიქიის სიძლიერის აღსაწერად, არამედ მშენებლების მოქმედების შესადარებლად. ერთმა კაცმა „ამოთხარა და ლუკა 6:46—48).
ამოაღრმავა“, მეორემ კი არა. როგორ შეგიძლიათ დაემსგავსოთ გონიერ კაცს და თქვენც ამოთხაროთ და ამოაღრმავოთ? იესომ თავად განმარტა მაგალითის მნიშვნელობა: «მაშ, რატომ მომმართავთ „უფალო! უფალო!“ მაგრამ არ აკეთებთ იმას, რასაც გეუბნებით? გეტყვით, ვის ჰგავს ის, ვინც ჩემთან მოდის, ისმენს ჩემს სიტყვებს და ასრულებს: ის ჰგავს . . . კაცს, რომელმაც კლდოვან ადგილზე ამოთხარა, ამოაღრმავა და ჩაყარა საძირკველი» (ბიბლიური სწავლებების მხოლოდ მოსმენა ან მხოლოდ მისი სახლში კითხვა ქვიშაზე სახლის შენებას ჰგავს, რომლის დროსაც ამოღრმავება არ არის საჭირო. ქრისტეს სწავლებების ცხოვრებაში გამოყენება ძალისხმევას მოითხოვს, რისთვისაც იქამდე უნდა „ვთხაროთ“ და „ამოვაღრმავოთ“, ვიდრე „კლდოვანი ადგილი“ არ გამოჩნდება.
მაშასადამე, ქრისტეს ერთგული მიმდევრობა იმაზეა დამოკიდებული, მოსმენილს გამოიყენებთ თუ არა ცხოვრებაში. როცა ბიბლიიდან მიღებულ ცოდნას ყოველდღიურ ცხოვრებაში იყენებთ, იმ გონიერი კაცის მსგავსად მოქმედებთ, რომელმაც „ამოთხარა და ამოაღრმავა“. ასე რომ, თითოეულმა ბიბლიის შემსწავლელმა უნდა ჰკითხოს საკუთარ თავს: მხოლოდ მომსმენი ვარ, თუ შემსრულებელიც? მხოლოდ ვკითხულობ და ვსწავლობ ბიბლიას, თუ ბიბლიურ მითითებებს გადაწყვეტილებების მიღებისას ვიყენებ?
რა შედეგი მოჰყვება „ამოთხრასა“ და „ამოღრმავებას“?
განვიხილოთ ხოსეს შემთხვევა. მშობლები ბავშვობიდანვე უნერგავდნენ ხოსეს ბიბლიური ნორმების პატივისცემას, მაგრამ თვითონ არასდროს სწავლობდა ღვთის სიტყვას. ხოსე ამბობს: „როცა დამოუკიდებლად დავიწყე ცხოვრება ვცდილობდი, კარგი ვყოფილიყავი, მაგრამ ცუდ საზოგადოებაში მოვხვდი. დავიწყე ნარკოტიკების მიღება, უზნეო ცხოვრება და გამუდმებით ვჩხუბობდი“.
ბოლოს ხოსემ გადაწყვიტა, შეეცვალა ცხოვრების წესი და სერიოზულად მოჰკიდებოდა ბიბლიის შესწავლას. ხოსე ამბობს: «იესოს მთაზე ქადაგების კითხვამ და გაგებამ აღმძრა შევცვლილიყავი. მაგრამ ჩემი პიროვნებისა და ცხოვრების წესის შეცვლას დრო დასჭირდა. თავიდან იმის მეშინოდა, რას იფიქრებდნენ ჩემი „მეგობრები“, მაგრამ დავძლიე ეს შიში. თავი დავანებე სიცრუის თქმას, უხამსი სიტყვებით ლაპარაკს და იეჰოვას მოწმეების შეხვედრებზე დასწრება დავიწყე. დავინახე, რომ უბრალო ცხოვრება და ბიბლიური რჩევების გამოყენება, იესოს დაპირებისამებრ, მართლაც ბედნიერების მომტანია» (მათე 5:3—12).
რა მოჰყვება შედეგად კლდეზე „ამოთხრასა და ამოღრმავებას“, ანუ თუ ძალ-ღონეს არ დაიშურებთ, ღვთის სიტყვიდან წაკითხულის ცხოვრებაში ლუკა 6:48). მართლაც გამამხნევებელია იმის ცოდნა, რომ თუ კარგ საფუძველს ჩავუყრით ჩვენს რწმენას და ნასწავლს ცხოვრებაში გამოვიყენებთ, ვერანაირი განსაცდელი ვერ შეგვირყევს მას.
გამოსაყენებლად? იესომ თქვა: „წყალდიდობის დროს მიაწყდა მდინარე ამ სახლს, მაგრამ ძვრა ვერ უყო, რადგან კარგად იყო აშენებული“ (იესოს ნახევარძმა იაკობი აღნიშნავს, კიდევ რა კურთხევა ელოდება ბიბლიის შემსწავლელს, რომელიც ღვთის სიტყვის შემსრულებელია და არა მხოლოდ მომსმენი: „იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი . . . ვინც უკვირდება თავისუფლების სრულყოფილ კანონს და ასე განაგრძობს, ბედნიერი იქნება, რადგან გახდა არა გულმავიწყი მსმენელი, არამედ საქმის შემსრულებელი“ (იაკობი 1:22—25).
ნამდვილად ბედნიერნი არიან ისინი, ვინც ბიბლიაში ჩაწერილ რჩევებს იყენებენ. მათ ძალა ემატებათ, რათა გაუძლონ ნებისმიერ განსაცდელს, რაც მათ რწმენასა და ღვთისადმი ერთგულებას საფრთხეს უქმნის.
როგორ მოიქცევით?
იესომ მთაზე ქადაგებისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ ღვთის მსახურებს ხშირად მტკიცე პოზიციის დაკავება უწევთ. მაგალითად, იესომ თქვა, რომ ადამიანს თვალი ან სუფთა აქვს ან ბოროტი, ის ან ღვთის მონაა ან სიმდიდრის, ან ვიწრო გზით დადის ან ფართო გზით (მათე 6:22—24; 7:13, 14). ბოლოს ორი მშენებლის მაგალითით იესომ თავის მიმდევრებს დაანახვა, რომ მათ კიდევ ერთი არჩევანი უნდა გაეკეთებინათ — ისინი ან გონიერ კაცს უნდა დამსგავსებოდნენ ან უგუნურს.
თუ ბიბლიიდან ნასწავლის გამოყენებას არ წყვეტთ, გონივრულად იქცევით. კლდოვან ადგილზე „ამოთხრა“ და „ამოღრმავება“ კურთხევებს მოგიტანთ, როგორც დღეს, ისე მომავალში (იგავები 10:25).
[სურათები 30 გვერდზე]
სიმტკიცის შენარჩუნება იმაზეა დამოკიდებული, ვიყენებთ თუ არა ნასწავლს ცხოვრებაში