არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ფულია ნამდვილი ბედნიერების საწინდარი?

ფულია ნამდვილი ბედნიერების საწინდარი?

ფულია ნამდვილი ბედნიერების საწინდარი?

სონია ესპანეთში დაიბადა. ბავშვობაში დედასთან ერთად იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს ესწრებოდა. როცა გაიზარდა, საცხოვრებლად ლონდონში (ინგლისი) გადავიდა და მუშაობა ფინანსისტად დაიწყო, კერძოდ, ობლიგაციების ბროკერად.

სონიას მოსწონდა თავისი სამუშაო. ის ბევრ ფულს აკეთებდა და კლიენტებსაც სარფიან წინადადებებს სთავაზობდა. ეს საკმაოდ აზარტული სამუშაო იყო, რომელსაც სონია თავს შესანიშნავად ართმევდა. დღეში ის 18 საათს მუშაობდა და ზოგჯერ ორი-სამი საათი ეძინა. სამსახური მისი ცხოვრება იყო. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა. სონიას ინსულტმა დაარტყა. არ არის გამორიცხული, რომ ეს სტრესული ცხოვრების გამო დაემართა, არადა მაშინ 30 წლის იყო.

სონიას ცალი მხარე წაერთვა. ექიმები ეჭვობდნენ, რომ ლაპარაკს ვეღარ შეძლებდა. მის მოსავლელად დედამისი სასწრაფოდ ინგლისს გაემგზავრა. როცა სონიამ სიარული შეძლო, დედამ უთხრა: „კრების შეხვედრაზე მივდივარ და ჩემთან ერთად წამოდი, სახლში მარტო ვერ დაგტოვებ“. სონია დედას გაჰყვა. რა მოხდა შემდეგ?

ის გვიყვება: „რასაც ვისმენდი, სიმართლე იყო. აღფრთოვანებული ვიყავი! სიხარულით დავთანხმდი ბიბლიის შესწავლაზე ერთ-ერთ მათგანს, ვინც სამეფო დარბაზში შესვლისთანავე მომესალმა. ძველი ნაცნობები არ მინახულებდნენ, მაგრამ ახალშეძენილი მეგობრები სითბოსა და მზრუნველობას არ მაკლებდნენ“.

თანდათანობით სონიას მეტყველების უნარი დაუბრუნდა და რწმენაც განუმტკიცდა. შესწავლის დაწყებიდან დაახლოებით ერთ წელიწადში ის მოინათლა. სონია ხედავდა, რა ბედნიერები იყვნენ მისი ახალი მეგობრები, რომლებიც სრული დროით ემსახურებოდნენ ღმერთს. „მინდა მათსავით ბედნიერი ვიყო და იეჰოვას საუკეთესო მივცე“, — გაიფიქრა ერთხელ მან. ამჟამად სონია სრული დროით მსახურობს.

რა ისწავლა მან თავისი გამოცდილებიდან? „მართალია, ძალიან ბევრ ფულს ვშოულობდი, მაგრამ თავს დაუცველად ვგრძნობდი. დაძაბული სამუშაოს გამო ძალიან დადარდიანებული და უბედური ვიყავი. მივხვდი, რომ ამ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობაა. ახლა შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად ბედნიერი ვარ!“.

მოციქული პავლე წერდა: „ფულის სიყვარული ყოველგვარი ბოროტების ფესვია, და ზოგიერთები, რომლებმაც ასეთი სიყვარული განივითარეს, ჩამოშორდნენ რწმენას და მრავალი ტკივილი მიაყენეს თავიანთ თავს“ (1 ტიმოთე 6:10). სონია თავად დარწმუნდა ამ სიტყვების სისწორეში.