რისი ეშინია ბევრს?
რისი ეშინია ბევრს?
„აუცილებელი არ არის მორწმუნე იყო, რომ მიხვდე, როგორ გვიახლოვდება გლობალური კატასტროფა“ (სტივენ ოლირი, პროფესორის თანაშემწე, სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტი). *
ეთანხმებით ზემოთ ნათქვამს? სტატიათა ამ სერიაში განხილული იქნება ზოგიერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ აშინებს ხალხს მომავალი. აგრეთვე დაინახავთ, თუ რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ დედამიწაზე სიცოცხლე არ მოისპობა. მიუხედავად შემზარავი ფაქტებისა, რომლებსაც წაიკითხავთ, ნამდვილად გვაქვს მიზეზი, მომავალს იმედის თვალით ვუყუროთ.
ბირთვული ომის საშიშროება კვლავ დიდია. 2007 წელს „მეცნიერ ატომმცოდნეთა ბიულეტენში“ შემდეგი გაფრთხილება ეწერა: „მას შემდეგ, რაც ჰიროსიმასა და ნაგასაკში პირველად ჩამოყარეს ატომური ბომბები, მსოფლიო კვლავ მსგავსი საშიში ვითარების წინაშე აღმოჩნდა“. რატომ ვამბობთ ამას? „ბიულეტენში“ ნათქვამია, რომ 2007 წელს დაახლოებით 27 000 ბირთვული იარაღი არსებობდა. აქედან 2 000 მუდმივ „მზადყოფნაში იყო, რომ მოქმედებაში მოეყვანათ“. მათგან სულ მცირედიც რომ აეფეთქებინათ, შედეგები კატასტროფული იქნებოდა!
შემცირდა მას შემდეგ ბირთვული ომის საშიშროება? ბირთვული იარაღის მფლობელი ხუთი უძლიერესი ბირთვული სახელმწიფო — ჩინეთი, საფრანგეთი, რუსეთი, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები — „აწარმოებს ბირთვული იარაღის ახალ სისტემებს ან აცხადებს, რომ ამის გაკეთებას აპირებს“, — ნათქვამია „სმპკსი-ს 2009 წლის წელიწდეულში“. * * თუმცა ამ წელიწდეულში აღნიშნულია ისიც, რომ მხოლოდ ამ ქვეყნებს არა აქვთ ბირთვული იარაღი. მკვლევარების აზრით, ინდოეთს, პაკისტანსა და ისრაელს, თითოეულს 60—80 ბირთვული ბომბი აქვს. ისინი აგრეთვე აცხადებენ, რომ მსოფლიოში მთლიანად 8 392 ბირთვული იარაღია, რომელიც იმას ელოდება, რომ მოქმედებაში მოიყვანონ!
კლიმატის ცვლილებას შეიძლება კატასტროფა მოჰყვეს. „კლიმატის ცვლილება თითქმის ისეთივე
საფრთხეს უქმნის მსოფლიოს, როგორსაც ბირთვული იარაღი“, — ნათქვამია ზემოხსენებულ „მეცნიერ ატომმცოდნეთა ბიულეტენში“. ამ გაფრთხილებას ეხმაურებიან ისეთი ცნობილი მეცნიერები, როგორებიც არიან კემბრიჯის უნივერსიტეტის დამსახურებული პროფესორი სტივენ ჰოკინგი და კემბრიჯის უნივერსიტეტთან არსებული „სამების კოლეჯის“ მაგისტრი, მარტინ რისი. მათი აზრით, ტექნოლოგიების არასწორად გამოყენებამ და გარემოზე ადამიანის ზეგავლენით მომხდარმა ცვლილებებმა, შეიძლება სამუდამოდ შეცვალოს სიცოცხლე დედამიწაზე და ცივილიზაციაც კი გაანადგუროს.მილიონებს აშინებს წინასწარმეტყველებები აღსასრულის შესახებ. ჩაბეჭდეთ რომელიმე პოპულარულ ვებ-გვერდების საძიებო სისტემაში სიტყვები „მსოფლიოს აღსასრული“ ან „2012“ და თქვენს წინაშე გადაიშლება ზღვა ინფორმაცია, რომელშიც ვარაუდობენ, რომ სწორედ ამ წელს დადგება აღსასრული. რაზე დაყრდნობით ამტკიცებენ ამას? მაიას ტომის უძველესი კალენდარი, რომელიც ასევე ცნობილია გრძელვადიანი კალენდრის სახელით, 2012 წელს მთავრდება. ბევრი შიშობს, რომ ეს ცივილიზაციის აღსასრულს მოასწავებს.
ბევრ მორწმუნე ადამიანს სჯერა, რომ ბიბლიის თანახმად დედამიწა განადგურდება. ისინი ფიქრობენ, რომ ერთგულ მორწმუნეებს ღმერთი ზეცაში წაიყვანს, დანარჩენები კი ქაოსის დროს დაიტანჯებიან დედამიწაზე ან ჯოჯოხეთში იქნებიან ჩაყრილნი.
მაგრამ ამბობს ბიბლია სინამდვილეში იმას, რომ დედამიწა მთლიანად განადგურდება? „ყველა შთაგონებულ სიტყვას კი ნუ ირწმუნებთ, — გვაფრთხილებს მოციქული იოანე, — არამედ შეამოწმეთ შთაგონებული სიტყვები, რათა დაინახოთ, ღვთისგან არის თუ არა“ (1 იოანე 4:1). სანამ იმას დაიჯერებთ, რასაც სხვები გეუბნებიან, გადაშალეთ ბიბლია და თავად ნახეთ, რას ამბობს ის ქვეყნიერების აღსასრულის შესახებ! წაკითხულმა შეიძლება გაგაოცოთ.
[სქოლიოები]
^ აბზ. 2 აღებულია სტატიიდან „Disasters Fuel Doomsday Predictions“, რომელიც 2005 წლის 19 ოქტომბერს გამოქვეყნდა ვებ-გვერდზე MSNBC.
^ აბზ. 5 სმპკსი არის „სტოკჰოლმის მშვიდობის პრობლემების კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტის“ აბრევიატურა.
^ აბზ. 5 „სმპკსი-ს 2009 წლის წელიწდეულში“ მოცემული ანგარიშის ავტორები არიან: შენონ კაილი, უფროსი მკვლევარი და სმპკსი-ს შეიარაღების კონტროლისა და იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამისა და ბირთვული იარაღის პროექტის ხელმძღვანელი; ვიტალი ფედჩენკო, სმპკსი-ს შეიარაღების კონტროლისა და იარაღის გაუვრცელებლობის პროგრამის მკვლევარი; ჰანს კრისტენსენი, ამერიკელი მეცნიერების ასოციაციის ბირთვული იარაღის საინფორმაციო პროექტის დირექტორი.
[სურათის საავტორო უფლებები 4 გვერდზე]
Mushroom cloud: U.S. National Archives photo; hurricane photos: WHO/League of Red Cross and U.S. National Archives photo