არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

პასუხები ბიბლიურ კითხვებზე

რატომ ეწოდება იესოს ღვთის ძე?

ღმერთი არის ყოველივე ცოცხალის შემოქმედი. მან ადამიანი ისეთი უნარით შექმნა, რომ შეძლებოდა, მიებაძა თავისი შემოქმედისთვის თვისებებში. ამიტომაც ეწოდა მის პირველ ქმნილებას, ადამს „ღვთის ძე“. იესოსაც „ღვთის ძე“ ეწოდება, რადგან ის მამის მსგავსი თვისებებით არის შექმნილი (წაიკითხეთ ლუკას 3:38; იოანეს 1:14, 49).

როდის შეიქმნა იესო?

ღმერთმა იესო შექმნა ადამის შექმნამდე. მან ჯერ იესო შექმნა და შემდეგ მათ ერთად შექმნეს სხვა დანარჩენი, მათ შორის ანგელოზები. ამიტომაც წერია ბიბლიაში იესოზე, რომ ის იყო „პირმშო ყველა ქმნილებას შორის“ (წაიკითხეთ კოლოსელების 1:15, 16).

სანამ იესო ბეთლემში დაიბადებოდა, ის ზეცაში ცხოვრობდა, როგორც სულიერი ქმნილება. მაგრამ შემდეგ ღმერთმა მისი სიცოცხლე ზეციდან მარიამის საშვილოსნოში გადაიტანა და იესო ადამიანად დაიბადა (წაიკითხეთ ლუკას 1:30 — 32; იოანეს 6:38; 8:23).

რატომ დაუშვა ღმერთმა, რომ იესო დედამიწაზე ადამიანად დაბადებულიყო? რა განსაკუთრებული მისია უნდა შეესრულებინა მას? პასუხები შეგიძლიათ ბიბლიაში იპოვოთ. ბიბლიის მეშვეობით მეტს გაიგებთ ღვთისა და იესოს შესახებ.