ბიოგრაფია
ძლიერი სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად
ჩემს დანახვაზე არავინ იტყვის, რომ ძლიერი ვარ, რადგან 29 კილოგრამს ვიწონი და ინვალიდის სავარძელს ვარ მიჯაჭვული. მაგრამ, როცა ფიზიკურ ძალას ვკარგავ, შინაგანი ძალა მემატება. ნება მიბოძეთ, მოგითხროთ ცოტა რამ ჩემ შესახებ.
ბავშვობის გახსენებაზე სამხრეთ საფრანგეთის ერთ სოფელში გატარებული ბედნიერი დღეები მაგონდება, სადაც მშობლებთან ერთად ვცხოვრობდი. ძალიან მიყვარდა მამაჩემის გაკეთებული საქანელა და ბაღში სირბილი. 1966 წელს სახლში იეჰოვას მოწმეები გვესტუმრნენ. მამა დიდხანს საუბრობდა მათთან. შვიდი თვის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ მოწმე გამხდარიყო. მალე დედაც მამის კვალს გაჰყვა. მშობლებმა თბილ ოჯახურ გარემოში გამზარდეს.
ჯანმრთელობის პრობლემები მაშინ დამეწყო, როცა საცხოვრებლად ესპანეთში დავბრუნდით, საიდანაც ჩემი მშობლები იყვნენ. ხელებსა და კოჭებში მწვავე ტკივილები ვიგრძენი. ორი წლის განმავლობაში არაერთ ექიმს მივაკითხეთ, ბოლოს ერთმა ცნობილმა რევმატოლოგმა მთელი სერიოზულობით გვითხრა: „უკვე ძალიან გვიანია“. დედამ ტირილი დაიწყო. იმ ცივ, ბნელ ოთახში ექოსავით ისმოდა შემდეგი ფრაზები: „ავტოიმუნური ქრონიკული დაავადება“, „იუვენილური პოლიართრიტი“. * 10 წლის გოგონას ბევრი არაფერი მესმოდა, მაგრამ ვხვდებოდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა.
ექიმმა მკურნალობა ბავშვთა სანატორიუმში შემოგვთავაზა. შიშმა მომიცვა, როცა დავინახე ცივი, უფერული შენობა. სანატორიუმში მკაცრი დისციპლინა იყო; მონაზვნებმა თმა შემაჭრეს და ძველმოდური ფორმა ჩამაცვეს. „აქ როგორ უნდა გავძლო?“, — ვფიქრობდი ცრემლმორეული.
იეჰოვა ჩემთვის რეალური ხდება
ვინაიდან მშობლებმა იეჰოვას მსახურება მასწავლეს, უარს ვამბობდი სანატორიუმში მოწყობილ კათოლიკურ რიტუალებში მონაწილეობაზე. მონაზვნებს არ ესმოდათ, რატომ ვიქცეოდი ასე. იეჰოვას ვემუდარებოდი, არ მივეტოვებინე; მალე ვიგრძენი მისი მფარველი ხელი, ის თითქოს მოსიყვარულე მამასავით მიხუტებდა გულში.
ჩემს მშობლებს უფლება ჰქონდათ, შაბათობით მცირე ხნით მოვენახულებინე. მათ ბიბლიური პუბლიკაციები მოჰქონდათ, რომ წამეკითხა და რწმენა გამეძლიერებინა. აქ ბავშვებს ეკრძალებოდა პირადი წიგნების შენახვა, მაგრამ მონაზვნებმა ნება დამრთეს, ეს ლიტერატურა ბიბლიასთან ერთად შემენახა, რომელსაც ყოველდღე ვკითხულობდი. სხვა გოგოებსაც ვუყვებოდი, გამოცხადება 21:3, 4). მართალია, ზოგჯერ მოწყენილი ვიყავი და თავს მარტოდ ვგრძნობდი, მაგრამ მიხაროდა, რომ რწმენა და იეჰოვასადმი ჩემი ნდობა უფრო მტკიცდებოდა.
რომ დედამიწაზე სამოთხე იქნებოდა, სადაც აღარავინ გახდებოდა ავად და მარადიულად ვიცხოვრებდით (ექვსი ხანგრძლივი თვის შემდეგ ექიმებმა სახლში დამაბრუნეს. ჩემი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, მაგრამ თავს ბედნიერად ვგრძნობდი, რომ კვლავ მშობლებთან ვიყავი. სახსრებმა კიდევ უფრო მეტად განიცადეს დეფორმაცია, ტკივილიც უფრო გამიძლიერდა. მოზარდობის ასაკს რომ მივუახლოვდი, უკვე ძალიან დაუძლურებული ვიყავი. მიუხედავად ამისა, 14 წლისა მოვინათლე და მტკიცედ გადავწყვიტე, ჩემი ზეციერი მამისთვის მემსახურა და რაც შემეძლო მისთვის ყველაფერი გამეკეთებინა. თუმცა ზოგჯერ გულგატეხილი იეჰოვას ლოცვაში ვეკითხებოდი: „რატომ მაინცდამაინც მე? გთხოვ, განმკურნე. ხომ ხედავ, როგორ ვიტანჯები?“.
მოზარდობის წლები ჩემთვის ყველაზე რთული გადასატანი აღმოჩნდა. უნდა შევგუებოდი იმ აზრს, რომ ვერ გამოვჯანმრთელდებოდი. არ შემეძლო ჩემი მეგობრებივით ჯანმრთელი და სიცოცხლით სავსე ვყოფილიყავი. თავს უღირსად ვგრძნობდი და საკუთარ ნაჭუჭში ვიკეტებოდი. მაგრამ მშობლები და მეგობრები გვერდში მედგნენ. სიყვარულით ვიხსენებ ალისიას, ჩემზე 20 წლით უფროს ქალს, რომელიც ჩემი ნამდვილი მეგობარი გახდა. ის დამეხმარა ჩემი ავადმყოფობის იქითაც გამეხედა და სხვებისადმი გამომევლინა ყურადღება, ნაცვლად იმისა, რომ მხოლოდ საკუთარ პრობლემებზე მეფიქრა.
ვეძებ გზებს, რომ ჩემი ცხოვრება აზრიანი გავხადო
18 წლის ასაკში ჩემი მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა. ქრისტიანული შეხვედრებიც კი ძალას მაცლიდა. მიუხედავად ამისა, მაქსიმალურად ვცდილობდი, სახლში ბიბლია გულდასმით შემესწავლა. იობის წიგნიდან და ფსალმუნებიდან დავინახე, რომ დღესდღეობით იეჰოვა ყოველთვის არ გვიცავს ფიზიკურად, მაგრამ სულიერად გვაძლიერებს და ძალას გვაძლევს მოსათმენად. ხშირმა ლოცვებმა შემძინა „ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ და მომცა „ღვთის მშვიდობა, რომელიც ნებისმიერ აზრს აღემატება“ (2 კორინთელები 4:7; ფილიპელები 4:6, 7).
22 წლისას იმ აზრთან მომიწია შეგუება, რომ ინვალიდის სავარძელს უნდა მივჯაჭვულიყავი. ვშიშობდი, რომ ადამიანები ვეღარ შემამჩნევდნენ და მხოლოდ ინვალიდის სავარძელს დაინახავდნენ, რომელშიც ავადმყოფი გოგო იჯდა. მაგრამ ეტლმა გარკვეულწილად დამოუკიდებელი გამხადა და შეიძლება ითქვას, წყევლა კურთხევად გადამექცა. ჩემმა მეგობარმა იზაბელამ მირჩია, რომ მიზნად დამესახა, იმ თვეში მასთან ერთად 60 საათი მექადაგა.
თავიდან ეს იდეა სასაცილოდ მეჩვენა, მაგრამ ლოცვაში იეჰოვას დახმარება ვთხოვე და მშობლებისა და მეგობრების მხარდაჭერით, ეს შევძელი. სწრაფად გაიარა იმ დაძაბულმა თვემ და მივხვდი, რომ შიში და უხერხულობა დავძლიე. მსახურება ისე მომეწონა, რომ 1996 წელს გადავწყვიტე, სრული დროით პიონერად დამეწყო მსახურება და ყოველ თვე ქადაგებისთვის 90 საათი დამეთმო. ეს იყო ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო გადაწყვეტილება, რამაც უფრო მეტად დამაახლოვა ღმერთთან და ფიზიკურადაც გამაძლიერა. მსახურებაში ბევრ ადამიანს ვუზიარებდი ჩემს რწმენას და ზოგს ღმერთთან დაახლოებაშიც დავეხმარე.
იეჰოვა დღესაც გვერდში მიდგას
2001 წლის ზაფხულში მანქანა დამეჯახა და ორივე ფეხი მოვიტეხე. საშინელი ტკივილი მტანჯავდა. საავადმყოფოში ჩუმად და მხურვალედ ვლოცულობდი: „იეჰოვა, გთხოვ, არ მიმატოვო“. უცბად მეორე საწოლიდან ქალმა გამომძახა: „იეჰოვას მოწმე ხარ“? ძალა არ მქონდა მეპასუხა და თანხმობის ნიშნად, თავი დავუქნიე. „მე ვიცნობ თქვენს ხალხს, თქვენს ჟურნალებს ყოველთვის ვკითხულობ“, — მითხრა მან. მისმა სიტყვებმა დიდად მანუგეშა. ამ მძიმე მდგომარეობაშიც კი, შევძელი იეჰოვას შესახებ დამემოწმებინა. მართლაც, რა დიდი პატივია!
ცოტა რომ გამოვკეთდი, გადავწყვიტე, საავადმყოფოში მექადაგა. თაბაშირიანი ფეხებით დედამ სავარძელში ჩამსვა და პალატები მომატარა. ყოველდღე ვნახულობდით რამდენიმე ავადმყოფს, ვეკითხებოდით, თავს როგორ გრძნობდნენ და ბიბლიურ ლიტერატურას ვუტოვებდით. ცხადია, ვიღლებოდი, მაგრამ იეჰოვა საჭირო ძალას მაძლევდა.
ბოლო ხუთი წელი ტკივილი უფრო მომემატა. ამას თან დაემატა მამაჩემის სიკვდილით გამოწვეული ემოციური ტკივილიც. ამის მიუხედავად, მაინც ვცდილობ
დადებითი განწყობის შენარჩუნებას. როცა შესაძლებლობა მეძლევა, მეგობრებთან და ნათესავებთან ვატარებ დროს, რაც მეხმარება, არ ვიფიქრო ჩემს პრობლემებზე. როცა მარტო ვარ, ბიბლიას ვკითხულობ ან ტელეფონით ვქადაგებ.ხშირად თვალებს ვხუჭავ და თავს ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში წარმოვიდგენ
ვცდილობ, უმნიშვნელო რამემაც კი სიამოვნება მომანიჭოს. მაგალითად, მსიამოვნებს ყვავილების სურნელი და ის, როცა სახეზე ნიავი მელამუნება. ასეთი მომენტები აღმძრავს, სიცოცხლისთვის მადლიერი ვიყო. იუმორის გრძნობაც საოცრად მეხმარება. ერთხელ, მსახურებაში ჩემი მეგობარი გაჩერდა, რომ ჩანაწერები გაეკეთებინა და უნებურად ჩემს ეტლს მიაწვა. მე დავგორდი და ბოლოს გაჩერებულ მანქანას შევეჯახე. ორივეს ძალიან შეგვეშინდა, მაგრამ როცა დავინახეთ, რომ სერიოზული არაფერი მომხდარა, კარგად ვიცინეთ.
ჩემი მდგომარეობის გამო ბევრი სურვილის ასრულება არ შემიძლია. მე მათ სამომავლო სურვილებს ვეძახი. ხშირად თვალებს ვხუჭავ და თავს ღვთის დაპირებულ ახალ ქვეყნიერებაში წარმოვიდგენ, სადაც სრულიად ჯანმრთელი ვსეირნობ და ბოლომდე ვტკბები სიცოცხლით (2 პეტრე 3:13). ძალიან მიყვარს მეფე დავითის სიტყვები: „იეჰოვაზე დაამყარე იმედი, გამბედაობა მოიკრიბე და გული გაიმაგრე“ (ფსალმუნი 27:14). ფიზიკურად დღითი დღე ვსუსტდები, მაგრამ იეჰოვა მაძლევს ძალას. დღემდე ვცდილობ, რომ სუსტი ჯანმრთელობის მიუხედავად, ძლიერი ვიყო.
^ აბზ. 6 იუვენილური პოლიართრიტი არის ქრონიკული ართრიტის სახეობა, რომელიც ბავშვებშია გავრცელებული. იმუნური სისტემა თავს ესხმის და ანადგურებს ჯანმრთელ ქსოვილებს, იწვევს ტკივილს და სახსრების შეშუპებას.