პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
როგორ გაჩნდა ბოროტება?
ფაქტია, ყველას სურს, რომ მშვიდობისმყოფელი, ალალ-მართალი და კეთილი ადამიანი იყოს. მაშ, რატომ ვაწყდებით ასე ხშირად ძალადობას, უსამართლობასა და სისასტიკეს? თავზარდამცემ ახალ ამბებს ყოველდღიურად ვისმენთ. უბიძგებს ვინმე ადამიანებს ბოროტების ჩადენისკენ? (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:19).
ღმერთმა ჩადო ბოროტება ადამიანებში? არა. ღმერთმა ადამიანი თავის მსგავსად შექმნა და სიყვარულის გამოვლენის უნარით დააჯილდოვა (დაბადება 1:27; იობი 34:10). გარდა ამისა ღმერთმა ადამიანებს ნების თავისუფლება უბოძა. როდესაც ჩვენმა პირველმა მშობლებმა არასწორად მოქცევა არჩიეს, მათ არ მიჰბაძეს ღვთის მაგალითს და სრულყოფილება დაკარგეს. ასე რომ, ცოდვისკენ მიდრეკილება მათგან მემკვიდრეობად გვერგო (წაიკითხეთ კანონის 32:4, 5).
მარადიულად იარსებებს ბოროტება?
ღმერთს სურს, რომ ვებრძოლოთ ჩვენს მანკიერ მიდრეკილებებს (იგავები 27:11). ამიტომ ის გვასწავლის, როგორ ავარიდოთ თავი ცუდის კეთებას და როგორ მივაღწიოთ ნამდვილ ბედნიერებას. მიუხედავად ამისა, დღეს სრულყოფილად ვერ ვბაძავთ ღმერთს სიყვარულის გამოვლენაში (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:8).
დღეს ბოროტება დიდად ყვავის. ღმერთმა დროებით დაუშვა, რომ ადამიანებს საკუთარი თვალით დაენახათ ბოროტების სამწუხარო შედეგები (2 პეტრე 3:7—9). თუმცა მალე დედამიწა ბედნიერი და ღვთის მორჩილი ადამიანებით აივსება (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:9—11).