არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 8

იოშიას კარგი მეგობრები ჰყავდა

იოშიას კარგი მეგობრები ჰყავდა

შენი აზრით, ძნელია, სწორად მოიქცე? ~ ბევრი ფიქრობს, რომ ძნელია. ბიბლია მოგვითხრობს, რომ ახალგაზრდა იოშიასთვის ეს განსაკუთრებით რთული იყო. მაგრამ იოშიას კარგი მეგობრები ჰყავდა. ისინი ეხმარებოდნენ მას. მოდი, უკეთ გავიცნოთ იოშია და მისი მეგობრები.

იოშიას მამა იუდას მეფე ამონი იყო. ამონი ძალიან ცუდი ადამიანი იყო, ის კერპებს სცემდა თაყვანს. მისი სიკვდილის შემდეგ, იუდას მეფე იოშია გახდა. მაშინ ის მხოლოდ რვა წლის იყო. შენი აზრით, ისიც მამამისივით ცუდად იქცეოდა? ~ არა.

სოფონია აფრთხილებდა ხალხს, რომ თაყვანი არ ეცათ კერპებისთვის

იოშიას პატარაობიდანვე უნდოდა, იეჰოვას მორჩილი ყოფილიყო. ამიტომაც ისეთ ადამიანებს დაუმეგობრდა, ვისაც იეჰოვა უყვარდა. ისინი დაეხმარნენ იოშიას, რომ სწორად მოქცეულიყო. ვინ იყვნენ მისი მეგობრები?

ერთ-ერთი მისი მეგობარი სოფონია იყო. სოფონია წინასწარმეტყველი იყო და იუდაში მცხოვრებ ხალხს აფრთხილებდა, რომ თუ არ შეწყვეტდნენ კერპების თაყვანისცემას, თავს უბედურება დაატყდებოდათ. იოშია უსმენდა სოფონიას და იეჰოვას სცემდა თაყვანს და არა კერპებს.

იოშიას კიდევ ერთი მეგობარი იერემია იყო. ისინი თანატოლები იყვნენ. იერემია იოშიასთან ახლოს ცხოვრობდა და ისინი ერთად იზრდებოდნენ. ისინი იმდენად კარგი მეგობრები იყვნენ, რომ იოშიას სიკვდილის შემდეგ იერემიამ სამგლოვიარო სიმღერაც კი დაწერა იმის შესახებ, თუ რამდენად ენატრებოდა მეგობარი. იერემია და იოშია ეხმარებოდნენ ერთმანეთს, რომ ბოლომდე დამორჩილებოდნენ იეჰოვას და სწორად მოქცეულიყვნენ.

იოშია და იერემია ეხმარებოდნენ ერთმანეთს, რომ სწორად მოქცეულიყვნენ

რას სწავლობ იოშიასგან? ~ იოშიას პატარაობიდანვე უნდოდა სწორად მოქცეულიყო. მან იცოდა, რომ მეგობრებად ისინი უნდა აერჩია, ვისაც იეჰოვა უყვარდა. იმეგობრე მათთან, ვისაც უყვარს იეჰოვა და ვინც დაგეხმარება აკეთო ის, რაც სწორია.

წაიკითხე შენს ბიბლიაში