არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 3

რახაბმა ირწმუნა იეჰოვა

რახაბმა ირწმუნა იეჰოვა

წარმოვიდგინოთ, რომ ქალაქ იერიხონში ვართ. ეს ქალაქი ქანაანის მიწაზე მდებარეობდა, სადაც ხალხი არ სცემდა იეჰოვას თაყვანს. რახაბი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.

პატარაობისას რახაბი ხშირად ისმენდა ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ გაყო მოსემ წითელი ზღვა და ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა. მას ისიც ჰქონდა გაგონილი, რომ იეჰოვამ არაერთ ბრძოლაში გაამარჯვებინა ისრაელს. ერთხელ, რახაბმა გაიგო, რომ ისრაელები იერიხონის მახლობლად იყვნენ დაბანაკებული.

რახაბმა დაიცვა ისრაელი მზვერავები, რადგან ის იეჰოვას ენდობოდა

ერთ საღამოს, ორი ისრაელი კაცი იერიხონს მიადგა. მათ სურდათ დაეზვერათ ეს ქალაქი. ისინი რახაბის სახლში მივიდნენ. რახაბმა მზვერავები სახლში შეიპატიჟა და დარჩენა შესთავაზა. ღამით, იერიხონის მეფემ შეიტყო, რომ ქალაქში მზვერავები იყვნენ შემოპარული და რახაბის სახლში ათევდნენ ღამეს. მეფემ მათ შესაპყრობად კაცები გაგზავნა. რახაბმა მზვერავები სახურავზე აიყვანა და დამალა, ხოლო მათ საძებნელად მისულ კაცებს უთხრა: „კი, იყვნენ მოსულები . . . შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის დაკეტვამდე . . . საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით“. რატომ დაიცვა რახაბმა ისრაელი მზვერავები? ~ რახაბი ენდობოდა იეჰოვას და იცოდა, რომ ის ქანაანის მიწას ისრაელებს ჩაუგდებდა ხელში.

წასვლამდე მზვერავები რახაბს დაჰპირდნენ, რომ იერიხონის განადგურებისას მას და მის ოჯახს არაფერს დაუშავებდნენ. იცი, რა უნდა გაეკეთებინა რახაბს? ~ მზვერავებმა უთხრეს, რომ სარკმელზე ალისფერი თოკი გამოება. თუ ასე მოიქცეოდა, მთელი მისი ოჯახი გადარჩებოდა. რახაბმა ყველაფერი სწორედ ისე გააკეთა, როგორც მზვერავებმა უთხრეს. იცი, რა მოხდა ამის შემდეგ? ~

იეჰოვამ გადაარჩინა რახაბი და მისი ოჯახი

რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელები იერიხონს მიადგნენ. ისინი ექვსი დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ, გარს უვლიდნენ ქალაქს; ხოლო მეშვიდე დღეს — შვიდჯერ შემოუარეს და ყიჟინა დასცეს. იეჰოვამ კედლის იმ ნაწილის გარდა, რომელზეც ალისფერი თოკი იყო გადმოკიდებული, იერიხონის მთელი კედელი ჩამოანგრია. ხედავ სურათზე, როგორ გადარჩნენ რახაბი და მისი ოჯახი? ~

რას სწავლობ რახაბისგან? ~ რახაბმა ირწმუნა იეჰოვა, რადგან მის შესახებ არაერთი გასაოცარი რამ ჰქონდა მოსმენილი. შენც ბევრ საოცარ რამეს სწავლობ იეჰოვას შესახებ. რახაბის მსგავსად, შენც ენდობი იეჰოვას და ავლენ მისადმი რწმენას? ~ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა!