არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გაკვეთილი 1

საიდუმლო, რომლის ცოდნაც ბედნიერს გვხდის

საიდუმლო, რომლის ცოდნაც ბედნიერს გვხდის

უთქვამს ვინმეს შენთვის საიდუმლო? ~ * ბიბლია ერთ განსაკუთრებულ საიდუმლოს გვიმხელს, რომელსაც „წმინდა საიდუმლო“ ეწოდება. ის საიდუმლო იმიტომ იყო, რომ მის შესახებ არც ერთმა ადამიანმა არ იცოდა; წმინდა კი იმიტომ, რომ ის ღვთისგან იყო. ამ საიდუმლოს შესახებ მეტის გაგება ადამიანების მსგავსად ანგელოზებსაც სურდათ. გინდა გაიგო, რა საიდუმლოა ეს? ~

რის გაგება უნდოდათ ანგელოზებს?

ძალიან დიდი ხნის წინ, ღმერთმა შექმნა პირველი კაცი და ქალი — ადამი და ევა. ღმერთმა ისინი ულამაზეს ადგილას, ედემის ბაღში დაასახლა. თუ ადამი და ევა დაემორჩილებოდნენ ღმერთს, თავიანთ შვილებთან ერთად ისინი მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევდნენ და მარადიულად იცხოვრებდნენ. მაგრამ გახსოვს, რა გააკეთეს მათ? ~

ადამი და ევა არ დაემორჩილნენ ღმერთს და ამიტომ, დღეს ჩვენ აღარ ვცხოვრობთ სამოთხეში. მაგრამ ღმერთმა თქვა, რომ მთელ დედამიწას სამოთხედ გადააქცევს და ადამიანები კვლავ შეძლებენ მარადიულად და ბედნიერად ცხოვრებას. როგორ გააკეთებს ღმერთი ამას? დიდი ხნის განმავლობაში ადამიანებმა არაფერი იცოდნენ ამის შესახებ. ეს საიდუმლო იყო.

როცა იესო დედამიწაზე ცხოვრობდა, მან ხალხს ბევრი რამ აუხსნა ამ საიდუმლოს შესახებ. მან თქვა, რომ ეს საიდუმლო ღვთის სამეფოსთან იყო დაკავშირებული. იესომ ადამიანებს ასწავლა, ელოცათ, მოსულიყო ღვთის სამეფო. ეს სამეფო დედამიწას სამოთხედ გადააქცევს.

გიხარია, რომ გაიგე ეს საიდუმლო? ~ გახსოვდეს, ვინც იეჰოვას ემორჩილება მხოლოდ ისინი შეძლებენ სამოთხეში ცხოვრებას. ბიბლიაში არაერთი ისტორიაა ჩაწერილი იმ ქალებისა და კაცების შესახებ, რომლებიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას. გინდა, ახლოს გაიცნო ისინი? ~ მოდი, გავიგოთ, ვინ იყვნენ ეს ადამიანები და ჩვენ როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მათ.

^ აბზ. 3 ამ გაკვეთილებში ზოგ კითხვას თან ახლავს ტილდა. ეს კარგი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ შეჩერდეთ, რათა ბავშვმა თავისი აზრი გამოთქვას.