ამტკიცებს მესიის შესახებ წინასწარმეტყველებები, რომ იესო იყო მესია?
ბიბლიის თვალსაზრისი:
დიახ. დედამიწაზე ყოფნისას იესოზე, მესიასა და წინამძღოლზე, რომელიც ქვეყნიერებას მხსნელად მოევლინა, უამრავი წინასწარმეტყველება შესრულდა (დანიელი 9:25; 1 იოანე 4:14). მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები იესოს სიკვდილის შემდეგაც კი შესრულდა (ფსალმუნი 110:1; საქმეები 2:34—36).
რას ნიშნავს „მესია“?
ებრაული სიტყვა „მაშიახ“ (მესია) და მისი შესაბამისი ბერძნული სიტყვა „ქრისტოს“ (ქრისტე) „ცხებულს“ ნიშნავს. აქედან გამომდინარე, „იესო ქრისტე“ ნიშნავს, რომ იესო იყო ცხებული და მესია.
ბიბლიურ დროში, როდესაც ვინმეს განსაკუთრებულ ძალაუფლებას ანიჭებდნენ, მას თავზე ზეთს სცხებდნენ (ლევიანები 8:12; 1 სამუელი 16:13). ღმერთმა იესოს უდიდესი ძალაუფლება მიანიჭა, ის მესიად დანიშნა (საქმეები 2:36). თუმცა ზეთის ნაცვლად, ღმერთმა ის წმინდა სულით სცხო (მათე 3:16).
შესაძლებელია, რომ მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები ერთზე მეტ პიროვნებაზე შესრულებულიყო?
არა. როგორც თითის ანაბეჭდი მიეკუთვნება მხოლოდ ერთ პიროვნებას, აგრეთვე მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების შესრულება მხოლოდ ერთ პიროვნებას, მესიას ანუ ქრისტეს უკავშირდება. თუმცა ბიბლია გვაფრთხილებს: „გამოჩნდებიან ცრუქრისტეები და ცრუწინასწარმეტყველები და მოახდენენ დიდ ნიშნებსა და საკვირველებებს, რათა რჩეულებიც კი შეაცდინონ, თუ შეძლებენ“ (მათე 24:24).
შესაძლებელია, რომ მესია მომავალში გამოჩნდეს?
არა. ბიბლიაში ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ მესია ისრაელის მეფე დავითის შთამომავალი იქნებოდა (ფსალმუნი 89:3, 4). ებრაელთა გენეალოგიური ნუსხა, რომელიც დავითის პერიოდს უკავშირდება, როგორც ჩანს, მაშინ განადგურდა, როდესაც ახ. წ. 70 წელს რომაელებმა იერუსალიმი დაიპყრეს. a მას შემდეგ შეუძლებელია ვინმემ დაამტკიცოს, რომ დავითის სამეფო საგვარეულოს შთამომავალია. იესოს დროს ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო გენეალოგიური ნუსხა, თუმცა მის მტრებსაც კი არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ ის ფაქტი, რომ იესო ნამდვილად დავითის შთამომავალი იყო (მათე 22:41—46).
რამდენი წინასწარმეტყველებაა ჩაწერილი ბიბლიაში მესიასთან დაკავშირებით?
შეუძლებელია მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების ზუსტი რაოდენობის განსაზღვრა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამა თუ იმ ბიბლიურ მონაკვეთში ჩაწერილი მესიასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებების დათვლის მეთოდები შეიძლება განსხვავდებოდეს. მაგალითად, ესაიას 53:2—7-ში ჩაწერილ მონაკვეთში მესიის შესახებ რამდენიმე დეტალია ნაწინასწარმეტყველები. ზოგმა შეიძლება მთელი ეს მონაკვეთი ერთ წინასწარმეტყველებად მიიჩნიოს, ხოლო ზოგმა აქ გამოყოფილი თითოეული ფრაზა ცალკეულ წინასწარმეტყველებად ჩათვალოს.
იესომ მესიასთან დაკავშირებული არაერთი წინასწარმეტყველება შეასრულა
წინასწარმეტყველება |
ჩაწერილია |
შესრულდა |
---|---|---|
აბრაამის შთამომავალი |
(მათე 1:1) |
|
აბრაამის ვაჟის, ისაკის შთამომავალი |
(მათე 1:2) |
|
იუდას ტომში დაიბადებოდა |
||
იქნებოდა დავითის სამეფო ხაზიდან |
(მათე 1:1) |
|
გააჩენდა ქალწული |
||
დაიბადებოდა ბეთლემში |
(მიქა 5:2) |
|
დაერქმეოდა ემანუელი b |
||
სხვებისგან არაფრით იქნებოდა გამორჩეული |
(ლუკა 2:7) |
|
მისი დაბადების შემდეგ ბავშვებს დახოცავდნენ |
||
ღმერთი მას ეგვიპტიდან მოუხმობდა |
||
დაერქმეოდა ნაზარეთელი c |
||
მას გზას მოუმზადებდნენ |
||
ახ. წ. 29 წელს გახდებოდა ცხებული d |
||
ღმერთი მას თავის ძედ აღიარებდა |
||
იქნებოდა ღვთის სახლის მიმართ მოშურნე |
||
იქადაგებდა სასიხარულო ცნობას |
||
გალილეაში იქადაგებდა |
||
მოსეს მსგავსად, მოახდენდა სასწაულებს |
||
მოსეს მსგავსად, ღვთის აზრებს გადასცემდა ხალხს |
||
უამრავ ავადმყოფს განკურნავდა |
||
არ განადიდებდა საკუთარ თავს |
||
თანაგრძნობას გამოავლენდა ჩაგრულთა მიმართ |
||
აირეკლავდა ღვთის სამართლიანობას |
(ესაია 42:1, 4) |
|
იქნებოდა საოცარი მრჩეველი |
||
გააცხადებდა იეჰოვას სახელს |
||
ისაუბრებდა მაგალითებით |
||
იქნებოდა წინამძღოლი |
||
ბევრი არ ირწმუნებდა |
||
ზოგისთვის გახდებოდა დაბრკოლების ქვა |
||
იქნებოდა ადამიანების მიერ უარყოფილი |
||
უმიზეზოდ მოიძულებდნენ |
||
ვირზე ამხედრებული იერუსალიმში ზარ-ზეიმით შევიდოდა |
||
ბავშვები მას ხოტბას შეასხამდნენ |
||
იეჰოვას სახელით მოვიდოდა |
||
ახლობელი უღალატებდა |
||
30 ვერცხლად გასცემდნენ e |
||
მეგობრები მიატოვებდნენ |
||
მის წინააღმდეგ ცრუ მოწმეები გამოვიდოდნენ |
||
ბრალმდებლებს არაფერს უპასუხებდა |
||
შეაფურთხებდნენ |
||
თავში დაუწყებდნენ ცემას |
(მიქა 5:1) |
|
გაშოლტავდნენ |
||
წინააღმდეგობას არ გაუწევდა |
||
უფლებამოსილი პირები მის წინააღმდეგ გაერთიანდებოდნენ |
||
ხელ-ფეხით ბოძზე მიალურსმავდნენ |
||
ხალხი მის ტანსაცმელზე წილს იყრიდა |
||
შემცოდველებში ჩაითვლებოდა |
||
შეურაცხყოფას მიაყენებდნენ |
||
ცოდვილთათვის დაიტანჯებოდა |
||
ისე გამოჩნდებოდა, თითქოს ღმერთმა მიატოვა |
||
ძმარს და ნაღველს მიაწოდებდნენ დასალევად |
||
სიკვდილის წინ მოსწყურდებოდა |
||
ღვთის სულზე იქნებოდა მინდობილი |
||
საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა |
||
სიკვდილით კაცობრიობის ცოდვებს გამოისყიდდა |
||
მისი არც ერთი ძვალი არ გადატყდებოდა |
||
განგმირავდნენ |
||
მდიდრებს შორის დაიმარხებოდა |
||
მკვდრეთით აღდგებოდა |
||
გამცემის ნაცვლად სხვა მოწაფეს აირჩევდნენ |
||
ღვთის მარჯვნივ დაჯდებოდა |
a მაკ-კლინტოკისა და სტრონგის ენციკლოპედიაში ნათქვამია: „არანაირი ეჭვი არ არსებობს, რომ ებრაელთა საგვარეულო ნუსხა იერუსალიმის დაცემისას განადგურდა და არა მანამდე“.
b ებრაული სახელი „ემანუელი“, რომელიც ნიშნავს „ჩვენთან არს ღმერთი“, კარგად აღწერს იესოს, როგორც მესიის როლს. დედამიწაზე ყოფნის დროს თავისი საქმეებით იესომ დაამტკიცა, რომ ღმერთი თავის თაყვანისმცემლებს ყოველთვის მხარში უდგას (ლუკა 2:27—32; 7:12—16).
c სიტყვა „ნაზარეთელი“ ნაწარმოებია ებრაული სიტყვიდან ნეცერ, რომელიც ნიშნავს „ყლორტს“.
d ბიბლიური ქრონოლოგიის თანახმად მესია ახ. წ. 29 წელს უნდა გამოჩენილიყო. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ სტატია „როგორ არის დანიელის წიგნში ნაწინასწარმეტყველები მესიის მოსვლა?“.
e ეს წინასწარმეტყველება ზაქარიას წიგნშია მოცემული. თუმცა ბიბლიის ერთ-ერთი დამწერი, მათე ამბობს, რომ „შესრულდა წინასწარმეტყველ იერემიას ნათქვამი“ (მათე 27:9). როგორც ცნობილია, წიგნების კრებული, რომელიც „წინასწარმეტყველთა წიგნების“ სახელით იყო ცნობილი ზოგჯერ იერემია წინასწარმეტყველის წიგნით იწყებოდა (ლუკა 24:44). როგორც ჩანს, იერემია წინასწარმეტყველის მოხსენიებისას მათეს მხედველობაში ჰქონდა წერილების მთელი კრებული, რომელშიც ზაქარიას წიგნიც შედიოდა.