ღმერთი სამებაა?
ბიბლია გვპასუხობს:
ეგრეთ წოდებული ქრისტიანების უმეტესობას სწამს, რომ ღმერთი სამებაა. თუმცა, „ენციკლოპედია ბრიტანიკაში“ წერია: „ახალ აღთქმაში ვერსად შევხვდებით ვერც სიტყვა სამებას და ვერც მის განმარტებას . . . ეს მოძღვრება საუკუნეების მანძილზე ვითარდებოდა და არაერთი დისკუსიის საგანი გამხდარა“.
ერთი რამ უდავოა, ბიბლიაში ღმერთი ერთხელაც კი არ არის მოხსენიებული როგორც სამების ნაწილი. ყურადღება მიაქციეთ შემდეგ ბიბლიურ მუხლებს:
„ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა“ (კანონი 6:4).
„შენ, რომლის სახელიც არის იეჰოვა, მხოლოდ შენა ხარ უზენაესი მთელ დედამიწაზე!“ (ფსალმუნი 83:18).
„მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3).
„ღმერთი კი მხოლოდ ერთია“ (გალატელები 3:20).
რატომ ამბობს ეგრეთ წოდებული ქრისტიანების უმეტესობა, რომ ღმერთი სამებაა?